Foods for Hydrated Skin

მშრალი ან მოუვლელობით გამომშრალი კანი, ყველაზე რთული მოსავლელია და თანაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ზოგადად.

ამიტომ ზამთრის შემდეგ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის კანს.

მართალია ამისთვის არსებობს უამრავი კრემი, მაგრამ მხოლოდ კრემებით ვერ ვუშველით საქმეს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი დამატენიანებელი კრემი შეიცავს სინთეტიკურ ინგრედიენტებს და წასმისას, მართალია შეგრძნება არის სასიამოვნო გაგრილების, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ წასმის ეფექტი და კრემი სინამდვილეში არ ატენიანებს კანს.

ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ შევიძინოთ ისეთი სახის კრემები, რომელთა ინგრედიენტებში დარწმუნებული ვართ და ასევე რომელთა ეფექტიც გვინახავს ან გვსმენია სანდო ადამიანებისგან.

მაგრამ სახის კანს მაინც კომპლექსური მიდგომა უნდა და მხოლოდ კრემებით შორს ვერ წავალთ.

არსებობს რამდენიმე სწრაფი ხერხი რაც უდაოდ კარგად აისახება თქვენს კანზე:

ძილი, დიდი რაოდენობით სითხე და სწორი საკვები.

აქვე მინდა ჩამოგითვალოთ ის საკვები რაც საოცრად უხდება ჩვენს კანს და ატენიანებს მას:

1. ნუში – რომელიც მე ძალიან მიყვარს. ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით vitamin E-ს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა რომ ნუში ითვლება სახის კანის ასისტენტად. თუმცა ნუშს აქვს კიდევ არერთი სასარგებლო ნივთიერება.

2. კაკალი – რომელიც საშინლად არ მიყვარს არაფერში გარდა გოზინაყისა და გოზინაყი კიდე არც ისე ჯანსაღი საკვებია  🙂 კაკალი შეიცავს ომეგა 3-ს რაც ასევე სასარგებლოა ჩვენი კანის მოვლისათვის.

3. კიტრი – კიტრს გააჩნია ძალიან დიდი წყლის შემცველობა, რაც პირდაპირი გზაა ორგანიზმის შიდა და გარე დატენიანებისათვის. თუმცა ეს არ არის მხოლოდ, კიტრი შეიცავს სილიკამანგანუმს, რომელიც ატენიანებს და ლასტიურობას მატებს კანს.

გარდა ამისა კიტრი შეიცავს Caffeic acid (CA)-ს, რომელსაც აქვს უნიკალური თვისება შეამციროს სიწითლე კანზე და ასევე თვალის ირგვლივ შეშუპებები დააცხროს.

4. ანანასი – ანანასის უნიკალურობა გამოიხატება იმაში რომ შეიცავს უხვი რაოდენობით ბრომელაინს, რომელსაც აქვს საუცხოო თვისება პროტეინების დაშლისა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოძევებისა. ასევე ბრომელაინი ხელს უწყობს მივთიერების მიმოცვლას, რაც თავისთავად გარანტია იმისა, რომ კანში მოხვდება ყველა ის საჭირო ნივთიერება რაც გვესაჭიროება.

Image result for pineapple

5. ტკბილი კარტოფილი – რომელსაც აქვს ბეტა კაროტინების დიდი შემცველობა. ეს არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უშლის კანს გამოშრობაში. პარალელურად ამისა ტკბილი კარტოფილი შეიცავს vitamin A და vitamin C-ს, რომლებიც აღადგენენ კოლაგენს, რომელიც დაზიანდა კანის გამოშრობისას.

6. სალათეული, მწვანილეული და ფხალეული – ყველაზე სასარგებლო და ყველაზე საყვარელი საკვები ჩემთვის – სავსეა ვიტამინებით  A, B, და E. ასევე შეიცავს იმეგა 3-ს და არა მხოლოდ. ეს მწვანე საკვები ნამდვილი მადნეულია იმ საოცარი ელემენტებისა, რომელიც ჩვენს კანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

Comments

comments

2 thoughts on “Foods for Hydrated Skin

  1. თაკო გვაზავა says:

    არამხოლოდ მშრალი, თა, ცხიმიანი კანიც საკმაოდ ცუდი შესახედია. მოუვლელობა ზოგადად ძალიან არაესთეტიური და მიღებელია..
    კაკლის და თხიელულის სემთხვევაში ვერ დაგეთანხმები, რადგან მე პირიქით ვიცი. დღეში 2-3 კაკალზე მეტი თხილეულის ნებისმიერი სახეობა, მზესუმზირასთან ერთად, ჩვენი კანის პირდაპირი მტერია. ჩემი დერმატოლოგი მე საერთოდ მიკრძალავს ხოლმე ნიგვზის მიღებას პერიოდულად. ზოგადად ძალიანჯ ვერიდები თხიელულს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს. სხვა დანარჩენ პუნქტებში 100% გეთანხმები…
    და კრემების შერჩევაშიც გონიერება გვმართებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ პროფესიონალ ხაზებს და არა ხმამაღალ, მყვირალა ბრენდებს. თავის დროზე უამრავი ფული მაქვს დახარჯული მსგავს სნობურ პროდიქციაზე, რომელიც დიდი არაფრის მაქნისია.

  2. Taa says:

    სიმართლე გითხრა კაკალი მაგ რაოდენობით არასოდეს არ მიჭამია, არ ვარ მოყვარული, თუმცა ომეგა 3-ით მდიდარია და ეს უკვე ძალიან კარგია ჩვენი კანისთვის 🙂
    ამავდროულად თუ კაკალი ალერგიას გაძლევს ან რამე მაგდაგვარს, ომეგა 3-ის მიღება სხბა გზებითაც შეიძლება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *