რადგან თითქმის ყველა სასტუმროს რევიუები და ამბები მაქვს მოყოლილი სადაც კი დამისვენია, გადავწყვიტე არც პარაგრაფი იყოს გამონაკლისი, მითუმეტეს რომ ძალიან სასიამოვნოდ გავოცდი როცა ასეთი მშვენება ვნახე საქართველოში.
პარაგრაფში 4 დღე ვიყავით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით და აუცილებლად მინდა გირჩიოთ, განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რომ დასასვენებლად სამუშაო დღეები შეარჩიოთ. იმხელა განსხვავება იყო ამ 4 დღის განმავლობაში სამუშაო დღეების გარემოსა და შაბათ კვირის გარემოს შორის – როგორც ცა და დედამიწა. მითუმეტეს რომ ზღაპრული ამინდები დამემთხვა + 25 გრადუსი შაბათ კვირას.
დავიწყოთ სასტუმროთი, ნუ ცოტა შორია თბილისიდან, ვერაფერს იტყვი, გზა დამღლელია.
სასტუმროს ტერიტორია არუს ულამაზეზი, წიწვოვანი ტყე, სხვათა შორის შემოღობილი ტყის ნაწილი აქვს სადაც შვლების ნახვა შეგიძლიათ.
საუცხოო ნომერი შეგვხვდა და ყველას გირჩევდით 1 ან 2 ციფრზე დასრულებული ნომრები აირჩიოთ რადგან ტყეზეც გექნებათ ხედი და ზღვაზეც, საოცრად ამშვიდებს თვალებს და ძაიან სასიამოვნოა აივანზე თუ გიწევს ჯდომა და მუშაობა.
(სამწუხაროდ ვიდეოები იხსნება ცალკე ლინკად 🙁 ძალიან ვწუხვარ მაგრამ სხვანაირად ვერ ჩავსვი)
აქვე დავწერ, ერთადერთი დისკომფორტი ამ საუცხოო აივანს აქვს ის (და ალბათ სხვებსაც) რომ არ არის არც ერთი შტეფსელი აივანზე.
მაგრამ აი ოთახებში კი სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, ამ დონეზე საუცხოოდ აღჭურვილი ნომრები, მე პირადად მარტო ბრუსელის მაღალი კლასის სასტუმროებში მინახავს. ყველაფერი დაგხვდებათ რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, ყოველ დღე გიცვლიან და გიმატებენ ყველაფერს. წყალი, ყავა, ჩაი სულ გაქვს და რამდენიც გინდა :
ვიკის დაჟინებული მოთხოვნით მოვწესრიგდით და აკვაპარკში ჩავედით, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა და ჩამოსრიალებისას შოკი მივიღე როდესაც ძალიან თბილ და საოცრად მარილიან აუზში ამოვყავი თავი. რატომღაც არ ველოდი აუზში მარილიან წყალს. მაგრამ ძალიან საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკა იყო 🙂
აკვაპარკი და აუზების ნაწილი განთავსებულია ულამაზეს ზამთრის ბაღში, რომლის კედლებიც სულ მცენარეებით არის დაფარული, საოცრად ლამაზია და სარელაქსაციო განწყობას გიქმნის.
პარაგრაფის სპა არის სრულიად ზღაპრული სამყარო, რამდენიმე საუნა, მასაჟები, დახურული აუზი წყლის მასაჟორებით, ფიტნეს დარბაზი.
ვახშამის მირთმევა კვირის დღეებში ხდება ძირითად რესტორანში, რომელსაც აქვს ღია და დახურული ტერიტორია, ღია ტერიტორია გულისხმობს ზამთრის ბაღს, თორემ რეალურად გარეთ არ ხარ. საკვები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებლა, მე პირადად ხორცს არ ვჭამ, მაგრამ ძალიან გემრიელად ვივახშმე. აქვთ ასევე საუცხოო დესერტები – აუცილებლად გასინჯეთ ტირამისუ და შოკოლადის ტარტი.
კვება ერთ ადამიანზე ჯდება 15$ და იხდი იქვე ყოველი კვების შემდეგ, გამოსვლისას.
სასტმროს აქვს პატარა და ძალიან საყვარელი კონოთეატრი, სადაც საღამოს 8 საათზე უშვებენ საბავშვო ფილმებს, ხოლო 10 საათზე მხატვრულ ფილმებს მოზრდილებისა და დიდებისთვის. 2 დღის მანძილზე ძალიან ვისიამოვნეთ ფილმების ყურებით.
ერთადერთი რასაც გირჩევდით წასვლისას არის ის, რომ თუ სნექები გიყვართ მოიმარაგოთ და ისე წახვიდეთ, სასტუმროს მინი ბარი ჯერჯერობით ძალიან მწირია და მხოლოდ სასმელს მოიცავს. და შოკოლადი ან თხილეული რომ მოგინდეს სასტუმროს ტერიტორიაზე ვერ შეიძენ. ჩვენ ქობულეთში მოგვიწია წასვლა და სნექების მომარაგება 🙂
საუზმის მირთმევაც იგივე რესტორანში ხდება და შედის ნომრის ღირებულებაში. სიმართლე გითხრათ საუზმესაც ვერ დაუწუნებთ ვერაფერს. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი იყო. ბავშვებზე საკმაოდ კარგად გათვლილი.
პარასკევი ძალიან წვიმიანი და ცივი დაგვემთხვა, მაგრამ მიუხედავად ამინდისა, აუზზე რომელიც ზღვაში გადის საოცრად ვისიამოვნეთ. ვერანაირად ვერ გრძნობ სიცივეს, ხოლო წვიმა პირიქით ძალიან გახალისებს კიდეც როცა აუზში ცურავ. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ასეთ სიცივეში გარეთ ცურვა.
აკვაპარკში ისეთი სითბოა ვერც გრძნობ გარეთ რა ამინდია, მთელი დღე სასრიალოებზე ვერთობოდით ისე რომ არ გვიგრძვნია ცუდი ამინდი.
პარასკევი, შაბათი და კვირის დღეებში სასტუმროში იხსნება დამატებით სქაი ბარი და რესტორანი. განსხვავებისთვის გადავწყვიტეთ პარასკევს რესტორანში გვევახშმა, სადაც ქართული და უცხოური სამზარეულოს კერძების და ღვინის საკმაოდ კარგი არჩევანი აქვთ.
მაგრამ აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ რომ ამ რესტორანს ჯერ კიდევ ესაჭიროება დახვეწა: საჭმელი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა არც ისე გემრიელი იყო. მიმტანმა როდესაც ვიკიმ შეუკვეთა საჭმელი არც კი გააფრთხილა მზარეული რომ ბავშვის შეკვეთა იყო და ისეთი ცხარე მოუტანეს ვერ ჭამა ნორმალურად.
ჩემნაირი ადამიანებისათვის ხორცხ, თევზს და კვერცხს რომ არ ვჭამთ საკმაოდ მცირე არჩევანია კერძებში. აჯაფსანდალი შევუკვეთე და ისეთი ცუდი აჯაფსანდალი მომიტანეს გაკვირვებული ვიჯექი რა უნდა უქნა აჯაფსანდალს ასე რომ გაუფუჭო გემო. დავტოვე თითქმის ხელუხლებელი. ერთადერთი სუპები ჰქონდათ მართლა გემრიელი.
შაბათი – კვირა იყო იდეალური ამინდის თვალსაზრისით. მაგრამ არც ისე იდეალური დასვენების და კომფორტის თვალსაზრისით, რადგან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა. ოღონდ ადამიანების საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, მათი უკულტურობის წინააღმდეგ ვილაშქრებ 🙁 არ შემიძლია ქართველი დამსვენებლების უმეტესობა, მათი თავხედობისა და ამბიციების ჩათვლით. ჩვენზე უკულტურო მხოლოდ რუსები შემხვედრია, მეტი არავინ.
თუმცა ეგ ყველაფერი უფრო მეტად კვირას იგრძნობოდა, შაბათს ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, როცა ჩვენთან +21 გრადუსი დაფიქსირდა 12 საათზე, ხოლო შუადღეზე +25.
კვირას კიდევ უფრო ბევრი ხალხი იყო, რესტორანში სასაუზმოდ რომ ჩავედით ადგილი ძლივს ვნახეთ დასაჯდომი.
აუზებზეც ხალხის ტევა არ იყო, მითუმეტეს რომ ამინდი იყო ფანტასტიური, ისევ +15 გრადუსი იყო დღისით.
მოკლედ ძალიან კარგი ახალი კურორტი გვაქვს საქართველოში და ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავალ ხოლმე ცივ სეზონზე 🙂 განსაკუთრებით ჩვენი აივანი და მზის ჩასვლის ულამაზესი ხედი მომენატრება.
Comments