რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.
არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.
ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.
- AHAVA Deadsea water mineral hand cream!
დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!!
2. KORRES Guava body butter
მართალია ცოტა სქელი ფაქტურა აქვს, რაც ძალიან არ მიყვარს წასმისას, მაგრამ საუცხოოდ ატენიანებს, მსოფლიოში საუკეთესო სურნელს გიტოვებს კანზე და კვებავს და ლამაზ ელფერს აძლევს კანს.
3. ExfoliKate by Kate Sommerville – მწვანე ჩაის საუცხოო სკრაბი სახისთვის, რომელსაც საკმაოდ ნაზი ფაქტურა აქვს მაგრამ ოდნავ წვავს კანს. შედეგი კი იდეალური.
p.S. შემთხვევით აღმოვაჩინე რომ მეგან მარკლის საყვარელი ბიუთი ხაზი ყოფილა :))
4. DERMELECT COSMECEUTICALS – MAKEOVER – ფრჩხილის ფილერი, დამცავი, აღმდგენი და კიდევ ყველაფერი ერთად.
გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად ასევე ლაქის ქვეშ და ძალიან კარგად კვებავს და იცავს ფრჩხილე. რაც მტავარია არ შეიცავს ისეთ მავნე და საშიშ ნივთიერებებს, როგორც სხვა მსგავსი პროდუქცია.
განსაკუთრებით იდეალურია შილაკის და გელების მოყვარუთათვის, რადგან დასვენების შუალედებში ამას თუ იხმართ, ძალიან კარგად აღადგენს ფრჩხილებს.
5. Dove Exfoliating Body Polish – with Macadamia and Rice milk !!
ერთ ერთი საუკეთესო ტანის სკრაბი რაც მიხმარია. silky smooth feeling ხომ იცით რაც არის ხოდა ზუსტად ეგ შეგრძნება გეუფლებათ ამ სკრავის გამოყენების შემდეგ <3
6. dr. brandt – microdermabrasion!
dr. brandt წარდგენა არ სჭირდება, ისედაც ყველამ იცის ამ ბრენდის ჯადოსნური პროდუქციის შესახებ. მართალია ფასიც შესაბამისი აქვს, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ რომ ამ პროდუქტს რამდენიმე თვე ვიყენებთ, არც ისე ძვირი გამოდის.
7. BY – Thermo Defense Lotion – by Framesi – ვინც ხშირად იყენებთ ფენს თმის გასაშრობად, გაიცანით ეს თქვენი მეგობარია. ყველაზე ერთგული, საუკეთესო და გამაბედნიერებელი მეგობარი. ამაზე უკეთეს დაცვას ფენის ცხელი ფაერისგან არ უზრუნველყოფს არც ერთი სპრეი, არადა საკმაოდ ბევრი მიცდია.
8. SEPHORA YELLOW CLAY MASK – საუკეთესო ნიღაბია რაც აქამდე მიხმარია ფორებისთვის. რა თქმა უნდა ილუზიაა რომ ფოებს ბოლომდე კრავდეს და მსგავსი ბლაბლაბლა, მაგრამ მართლა ძალიან ამცირებს მათ.
9. INSTITUT ESTHEDERM – OSMOCLEAN – alchohol free calming lotion
ზოგადად ეს ბრენდი ძალიან მომწონს და ეს ხაზი რასცა ჰქვია OSMOCLEAN ხომ საერთოდ გადასარევია.
ეს არის მაკიაჟის მოსაშორებელი სენსიტიური კანისთვის, რომელიც გარდა იმისა რომ მაკიაჟს აშორებს, ასევე საუცხოოდ აცხრობს გაღიზიანებულ კანს. მე პირადად სულ განუწყვეტლივ არ ვიყენებ ხოლმე, როცა შევამჩნევ რომ კანი ცოტა გამიღიზიანდა, მხოლოდ მაგ დროს ვიყენებ ხოლმე 1 კვირა – 10 დღის განმავლობაში. იმიტომ რომ მე ძალიან მშრალი კანი მაქვა და სისტემატიურად რომ გამოვიყენო კიდევ უფრო მიშრება.
Comments
ზუსტად კარგ ხელის კრემს ვეძებდ. რა არ გამოვიყენე და მაინც ყოველ დაბანაზე სასტიკად მიხმებოდა ხელები. ჰოდა როგორც კი ეს პოსტი ვნახე, ვიყიდე აჰავა და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის 🙂
LS
ძალიან მიხარია რომ დაგეხმარე <3