რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.
არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.
ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.
- AHAVA Deadsea water mineral hand cream!
დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

ძალიან დიდი ხანია თავის მოვლაზე არ დამიწერია, არადა მართლაც ბევრი დამიგროვდა სათქმელი. ჯერ იყო და დუბაიდან უამრავი ახალი საშუალება ჩამოვიტანე და გავტესტე და მათ შესახებ მაქვს მოსაყოლი, მერე აქ დაიწყო ფასდაკლებები და ქავთარაძის გუდვილში არსებული ლუტეციიდან ხელცარიელი არ გამოვდიოდი (ვერ გამოვდიოდი :D). ბლოგზე არ დამიწერია თორე