Fendi – Resort 2015

მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია საკურორტოა და სპორტული ელფერი დასდევს ფენდის სახლისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა შენარჩუნებულია და დაცულია ყველა ლუქში.

გრაფიტი პრინტები, სხვადასხვა ფიგურები, ორქიდეები საოცრად არის შერწყმული ლამაზ და ესთეტიურ მიდი ქვედაბოლოებთან.

  Continue reading →

Christian Louboutin S/S 2014 shoes collection

Christian Louboutin – ბრენდი რომელზეც ოცნებობს მილიონობით ადამიანი და ბრენდი რომლის სახელითაც მანიპულირებს მილიონობით ადამიანი, რომლებსაც ჰგონიათ რომ 300 ლარად სადღაც ნაყიდი წითელძირიანი ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ლაბუტენის.

2013 წელს მქონდა პატივი ერთი სრული კოლექცია მომესინჯა დუბაი მოლის  Louboutin–ის მაღაზიაში.  მაგალითად ეს საოცრებები <3

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMAG0814.jpg?w=620

  ალბათ დედამიწაზე ერთეულებია, რომლებიც ისეთი სიყვარულით ქმნიან ქალისთვის ფეხსაცმელს როგორც Christian Louboutin, Jimmy Choo, Manolo Blahnik.

  ერთად დავათვალიეროთ ლაბუტენის გაზაფხული/ზაფხული 2014-ის ფეხსაცმლის კოლექცია, რომელთაგან ძალიან ბევრს სულ მალე ვიხილავთ ცნობილი ადამიანების ფეხებზე.

Continue reading →

Oscar De La Renta Resort 2015 collection

ელეგანტურობა და დახვეწილი მინიმალიზმი – არის ამ კოლექციის მთავარი მესიჯი საზოგადოებისადმი.

ამაში თავადაც დარწმუნდებით როდესაც დაათვალიერებთ ამ საოცარ კოლექციას.

სიამოვნებით შევიძენდი რამდენიმე მოსასხამს ამ კოლექციიდან.

ასევე მოვიხიბლე აქსესუარებით: ჩანთები, ყელსაბამები. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ფეხსაცმელზე.

Continue reading →

TFW Day 5 – wonderful surprise

თბილისის მოდის კვირეულის მეხუთე დღე იყო ყვლაზე დატვირთული სანახაობრივად, ჯერ ნიუქამერები ვარდების ბაღში და მერე ავთანდილის შოუ რიტუალების სასახლის ბაღში – რომლებსაც ვერ დავესწარი სამსახურის გამო.

საღამოს უკვე რამაზო რომა, არადა თეოს ჩვენებაზე მოვედი და რამაზოს ჩვენებამ 1 საათით დაიგვიანა და მომიწია მასზე დასწრებაც, თუმცა საერთოდ არ ვგეგმავდი და ვიკა წამოვიყვანე იმ იმედით, რომ მხოლოდ 1 ჩვენებაზე დასწრება არ მობეზრდებოდა.

თუმცა ჩემდა გასაკვირად, ამ გარემომ თვით ყველაზე მოუსვენარი გოგონაც კი მოხიბლა და გასუსული და პოდიუმთან ჩასკუპებული უდიდესი ინტერესით უყურებდა გოგონების გამოსვლას.

Tbilisi fashion week vikiko

  ეს იყო დღე, როცა ძალიან დიდი სიურპრიზი მელოდა თურმე. Continue reading →