TFW GOLA DAMIAN F/W 2014-15

06.05.2014

ეს უკვე მეორე ჩვენება იყო გოლასთვის დალოოდ ჯგუფის ფარგლებში. ვთვლი რომ ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გოლას წინა კოლექცია სრულ დეფიციტში აღმოჩნდა ძალიან მალევე ჩვენებიდან. გოლას სამოსი ძალიან წარმატებით იყიდება რუსეთშიც. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ გოლა თვითნასწავლი დიზაინერია.

მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.

_MG_5465

შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ისევე მოიწონა პუბლიკამ როგორც წინა კოლექცია. გოლას ყველა იცნობს როგორც უზომოდ შრომისმოყვარე, ნიჭიერ და ძალიან გაბედულ დიზაინერს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მას. Continue reading →

_MG_6805

The City of Dead Fashion Alives

6- 10  მაისი – გარდაცვლილი მოდის ქალაქში მოდა ბრუნდება.

მე პირადად ვიყავი ერთ ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელმაც განცხადება, რომ 2013 წლის შემოდგომაზე თბილისის მოდის კვირეული არ ჩატარდებოდა – ძალიან მტკივნეულად აღვიქვი.

მაგრამ საბედნიეროდ ამჯერად ორგანიზატორებმა ძაააააააალიან იყოჩაღეს და მოდის კვირეული ჩვენს ლამაზ ქალაქს უბრუნდება

წელს თბილისის მოდის კვირეული არაჩვეულებრივ გარემოში – ვარდების ბაღში ჩატარდება და 20–მდე ჩვენებას უმასპინძლებს. რა თქმა უნდა ტრადიციულად ყველა ჩვენება ერთ სივრცეში არ გაიმართება და რამდენიმე დიზაინერი ვიცი რომ განსაკუთრებულ ადგილს შემოგვთავაზებს.
Continue reading →

ბლოგერები და ბრენდები

წლებია უკვე მოდის ბლოგერების უმეტესობამ ბლოგერობის გარდა ბევრად დიდი მისია შეითავსა.

FBბლოგერები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან გარკვეულ წარმოდგენას ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე და ავრცელებენ ხალხში პირველი პირიდან. რაც უფრო მისაღებია, საინტერესო და სანდო მკითხველისათვის. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით ბლოგერების პოპულარობა და წარმოშვა სელებრითი ბლოგერები.

დღესდღეისობით ხდება ისე, რომ ბლოგერებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ თუ რა სურთ მათ მკითხველებს და ზოგადად საზოგადოებას, ამიტომ მოხდა რომ დიდმა ბრენდებმა დაიწყეს ბლოგერების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში.

მოდის ბლოგერების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით იქმნება დღეს საინტერესო სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ხდებიან ბრენდების სახეები და ელჩები.

დღეს მინდა რამდენიმე ასეთი საინტერესო კოლაბორაციის შესახებ მოგითხროთ. Continue reading →

Tbilisi Flea Market

მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო განხორციელებული იდეის შესახებ.

6 აპრილს თბილისში, დედაენის ბაღში ჩატარდა პირველი Tbilisi Flea Market, იგივე ძველმანების ბაზრობა როგორც უწოდებენ ხოლმე.

იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი ბაზრობები უბრალოდ აუცილებელია, რადგან ჩვენი კონსუმერული მოთხოვნილებები ყველა სეზონის ბოლოს გარდერობის გამოჭედვაში გამოიხატება ხოლმე და მერე ვხვდებით, თუ რამდენი უსარგებლო და “აუ ეს არც ერთხელ არ ჩამიცვამს” ნივთი გვაქვს გარდერობში.

სწორედ ასეთი ნივთების: რაც არ მოგწონს, რაც მოგბეზრდა, ბებიის სკივრიდან ამოღებული ან სადღაც გადანახული კარგად დავიწყებული სამოსის, აქსესუარების, ფეხსაცმელის თუ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა – გადაცვლის შესანიშნავი საშუალებაა ეს ბაზრობა.

მე ჩემი სამკაულის სკივრი კიდევ ერთი გახაფხულოვანი ყელსაბამით, ხოლო ვიკიკომ თავისი სათამაშოები ულამაზესი სახტუნაოთი გავამდიდრეთ.

 photo Fotor0408102924_zpsb089e95e.png

  პირველმა ღონისძიებამ საკმაოდ კარგი სტარტი ანახა: კარგი ამინდი, საოცარი სიმწვანე ირგვლივ, სიფთა ჰაერი და უამრავი ძალიან იაფად გამოტანილი ნივთი, რომლებიდანაც რამდენიმეს აუცილებლად აარჩევს ყველა. Continue reading →