TFW F/W 2015-16

16-19 აპრილი, ვარდების მოედანი, 4 დღიანი თბილისის მოდის კვირეული საკმაოდ საინტერესოდ და წარმატებით დასრულდა.

მართალია ჩემი ახალშობილი გოგოშკას გამო ყველა ჩვენებას ვერ დავესწარი, მაგრამ ყოველ დღე მინიმუმ 2 ჩვენებას მაინც ვესწრებოდი და შევეცდები გაგაცნოთ ყველა მათგანი.

ჯერ დავიწყებ სტუმრების სთრით სტაილ სურათებით და შემდეგ პოსტებში გადავალ კოლექციებზე. სურათებისთვის მადლობას ვუხდი angel.ge-ს, ელენე გოგელიას და მაია ტოჩილაშვილს.

დღე 1

09

დღე 2

Continue reading

Christian Dior fall/winter 2015 collection

საოცრად მომეწონა ამ კოლექციის ბადისებრი ქსოვილით შეკერილი მოდელები, მომეწონა ბეწვეული მიუხედავად იმისა რომ დიდი მოყვარული არ ვარ.

და ამ სათვალეზე დავრჩი შეყვარებული 🙂

Continue reading

Balmain fall/winter 2015 collection – Paris fashion week

Balmain-ის ეს კოლექცია გვიანი 70-იანების სტილის ახლებური ხედვაა.

შემოდგომის ფერები, საღამოს სამოსი, დანაოჭებული შარვლები, რომლის ტარებასაც ყველა ვერ გაბედავს, ელეგანტური ფეხსაცმელი და მაღალწელიანი სამოსი – განსხვავებული ფერის მასიური ქამრებით.

70-იანი წლების გლამურული წვეულებების და ცხოვრების სტილის  მოყვარულთათვის მართლაც შესანიშნავი ლუქებია.

Continue reading

Emporio Armani შემოდგომა – ზამთარი 2015 MFW

კოლექციაში საკმაოდ საინტერესოდ არის წამოწეული მელნისფერი.

რომლის გარდა ასევე ნაცრისფერი და წითელიც დომინირებს.

კოლექციის საინტერესო შტრიხია ასევე ჩემთვის “უფორმო” შარვლები, რომლებსაც მე ვერასოდეს ვერ მოვიხდენ, არადა სთრითსთაილ სურათების თვალიერებისას აღმოვაჩენ ხოლმე, რომ  ძალიან ბევრი ადამიანი იხდენს რაღაცნაირად.

Continue reading