წამწამების დაგრძელება

მე გავაკეთე აღმოჩენა: არ არსებობს დედამიწაზე იმაზე უკეთესი პროცედურები,

როგორებიცაა ლაზერული (ან დიოდური) ეპილაცია და წამწამების დაგრძელება.

უკვე 2 კვირაა ვიძინებ და ვიღვიძებ განსაკუთრებულ ხასიათზე,

თანაც ისე რომ სარკეში ჩახედვა ძალიან მსიამოვნებს 🙂

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ დაგრძელებული წამწამების დამსახურება.

20141104_091228

რომ არ მოგატყუოთ გეტყვით, რომ ბოლო

2 წელია ამ პროცედურის ჩატარებაზე ვოცნებობ, გაგიკვირდებათ და მართლა ვოცნებობ. Continue reading

Under Eye Circles …

Under Eye Circles … ყველა ქალისთვის ერთ ერთი ყველაზე საშიში და ვერაგი მტერი.

კრემები, რომლებითაც რეალურ შედეგს ვაღწევთ ამ მტაცებლის შესაჩერებლად, ძალიან ძვირი ღის. ძვირი ღირს ასევე სხვადასხვა პროცედურები.

თუმცა მეორეს მხრივ არსებობს ბუნება, რომელიც გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას გაცილებით მარტივად და იაფად.

ვიდრე გადავიდოდე იმ სხვადასხვა სასარგებლო რჩევებზე, რომლებიც რეალურად ამცირებენ ამ წრეებს თვალების ირგვლივ, ჯერ მოდით გავიგოთ მიზეზები რისგან ჩნდება ეს წრეები? და პასუხები არის: გადაღლილობა, სტრესი, უძილობა. Continue reading

Beauty Oils

გაზაფხული ბუნების და ამავდროულად სხეულის გამოღვიძების პერიოდიცაა.

უფრო მეტად ხარ მომართული მოძრაობისკენ, გარეთ ყოფნისკენ, სეირნობისკენ. მაგრამ პარალელურ რეჟიმში თავს იჩენს მთელი რიგი ზამთრის მიერ მიყენებული ზემოქმედებები, როგორიცაა გამომშრალი კანი, სიცივისგან გაუხეშებული ხელები, სახეზე ლაქები და კანის აქერცვლა, დამსკდარი კანი ტუჩებზე და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის თავიდან აცილება, თავის განსაკუთრებული მოვლის პირობებში, მაგრამ მეორე ნაწილი სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებს და სწორედ რომ გაზაფხულზე გვიწევს ჩვენს სხეულთან მიმართებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მათ შორის არასაკმარისად დატენიანებული და მოუვლელი კანი და ზედმეტი კილოგრამები.

ზამთრის ყინხა, ხელოვნური გათბობა, ზაფხულთან შედარებით მაკიაჟის მეტი დოზებით გამოყენება – ეს არის მიზეზი, რომლის შედეგადაც სახის კანი გაზაფხულზე გვაქვს აჭრელებული და აქერცვლისკენ მიდრეკილი.

ამიტომ გადავწყვიტე ისეთი პროდუქტები გამომეკვლია, რომლის შესახებაც ადრე არც დავფიქრებულვარ და მივედი კანის ზეთებამდე – რომელსაც ადრე არც კი განვიხილავდი თავის მოვლის საშუალებად. თუმცა როგორც ამბობენ Never say Never და მთავარი ის კი არ არის რას გამოიყენებ, მთავარი არის ეფექტი.

მაშ ასე Continue reading

Foods That Slow Down Aging

ამ სტატიას შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში და ძალიან მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.

გარდა იმისა რომ არსებობს ქმედებები, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს (ძილი, დასვენება, ვარჯიში და ა.შ) არსებობს ასევე საკვებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობს ორგანიზმს ახალგაზრდულობის შენარჩუნებაში.

თურმე კვერცხი ყოფილა ერთი ასეთი პროდუქტი და ახლა ვნანობ რატომ არ ვჭამდი ამდენი წელი. მე ვარ საშინელი “ანტიკვერცხისტი”,  ვერ ვიტან გემოს და არ ვჭამ თითქმის არასოდეს, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

Raw Organic Eggs For Anti Aging Continue reading