Spray Tanning

მოგეხსენებათ, ან ჯერ არ მოგეხსენებათ, ხვალ 26 აპრილს 15:00 საათზე ახალი ნათება ხსნის ულამაზეს მაღაზიას მარნეულში.

ულამაზესი მაღაზიის გახსნაზე იქნება უამრავი სტუმარი, ტელევიზია და საჩუქრები, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეც მინდა ვიყო ულამაზესი !!! :დ

კაბა შერჩეული მაქვს, მაგრამ თეთრი ფეხები იყო ჩემი პრობლემა, ამიტომ ავდექი და ბოდილაინში ჩავეწერე სპრეი ტანინგზე, მივედი და შუქი არ გვაქვს და არც “დვიჟოკიო” რამაც ლამის გამაცოფა, ამხელა კომპანიას რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული კვების წყარო არ გაქვს ძალიან “ტეხავს” !!! წამოვედი ისეთი იმედგაცრუებული, ისეთი რომ ცხოვრება არ მინდოდა. მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები ამ ქვეყნად, ისეთები როგორებიც არიან ჰეარჰაუსის ქეთი და ჩემი კოსმეტოლოგი ხათო, ეგრევე მიშველეს და გამგზავნეს ნატალიში, სადაც საერთოდ არ მახსოვდა რომ ჰქონდათ ეს მომსახურება :სირცხვილიავაღიარებ:

განსხვავებით ბოდილაინისგან სადაც ეს მომსახურება 35 ლარი ღირს, ნატალიში 75 ლარი ღირდა მაგრამ სხვა გზა არ იყო მართლა 🙁

პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არაშემაწუხებელი, თუმცა ზამთარში გამორიცხულია რადგან საკმაოდ ცივი ჭავლი აქვს იმ სითხეს რაც გესხმება. მერე 20 წუთი ან ცოტა მეტი დგეხარ რომ გაშრე, იცმეv და გამოდიხარ. დაბანა არ შეიძლება დაახლოებით 8-9 საათი. ჩემთვის მხოლოდ ამ დილით შეიძლებოდა რადგან გვიან ვიყავი და ისიც გამაფრთხილეს მხოლოდ მსუბუქი დუშგელითო და არავითარი საპნითო. დაბანის შემდეგ აუცილებელია ნაზად გამშრალება და ტანის ლოსიონი, რადგან კანი მაინც სიმშრალეს გრძნობს.

ერთადერთი რაშიც არ დავუჯერე იყო სახე და მაინც დავიბანე საპნით და “допрыгалась” – სახე ამიჭრელდა, ნუ ძალიან კოშმარულად არა მაგრამ მაინც შესამჩნევად.

ხო ნარუჯი ჩერდება 1 კვირა – 10 დღის მანძილზე

დღეს დილით გაცილებით მუქი ვიყავი, რაც არ მინდოდა – მაგრამ რას ვიზამ. გუშინდელი საღამოს სურათები:

Continue reading

Shu Uemura – Celestial Garden

ვაგრძელებ 2012 წლის გაზაფხულისათვის შექმნილი კოლექციების შესახებ მოყოლას, ამჯერად ავარჩიე Shu Uemura -ს კოლექცია სახელწოდებით Celestial Garden.

მოდის სახლების პარალელურად კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიებმაც 2012 წლის გაზაფხული პასტელური ფერების პერიოდად გამოაცხადეს და ცდილობენ რომ მაკიაჟიც ნატურალურ და ნაზ ფერებში დაამკვიდრონ.

“ციური ბაღი” – საკმაოდ უცნაური სახელია კოსმეტიკის კოლექციისათვის, მაგრამ თავად ამ კოლექციაში წარმოდგენილი პროდუქციის ფერები მართლაც კარგად მიესადაგება ამ ფერებს : Continue reading

Highly Recommended

რა კატასტროფა გრაფიკში ვცხოვრობ რომ იცოდეთ . . .

1 წამი არ მაქვს თავისუფალი რომ დავჯდე და დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე დავწერო. სამსახურში იმდენი საქმე მაქვს – სახლშიც მიმაქვს და იქაც ვმუშაობ. ღამეები არ მძინავს ნორმალურად. მაგრამ ისეთ მაგარ საქმეებს ვარ შეჭიდებული, რომ წამითაც არ ვწუწუნებ დაღლილობაზე, პირიქით მეტი დრო რომ მქონდეს მეტსაც ვიმუშავებდი 🙂

ამიტომ ამ პატარა პოსტს დაგიტოვებთ, ძალიან რომ არ მოიწყინოთ ვიდრე მოვიცლიდე გრანდიოზული პოსტე4ბისათვის :დ

მილანში გალერეაში ვიზიტის დროს გვაჩუქეს Clarins-ის ტონალური კრემი: Skin Illusion

მე მინდა ყველას გირჩიოთ ეს საოცრად ნაზი და ძალიან მაგარი ხარისხის, ურბილესი და უგრილესი ფაქტურის, უსურნელოვანესი ტონალური კრემი, რომელიც ისე მომიხდა, ისე რომ მაშინვე დავიწყე ძებნა საიტებზე, თუმცა ჯერ ახალია და არ იყო კოსმეტიკურ ონლაინ მაღაზიებში, თუ წააწყდით ან თბილისის მაღაზიებში, ან ინტერნეტში – აუცილებლად შემატყობინეთ.

Highly Recommended By Taa – არ ინანებთ დამიჯერეთ 🙂