279-e7f30ea3f95a

San Remo, July 17-19

სანრემო იტალიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სანრემო ცნობილია იმით რომ აქ გაჩნდა პირველი ოფიციალური სათამაშო სახლი – კაზინო – 1905 წელს, რომლის არქიტექტურა ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს  Eugène Ferret-ს.

სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ,  როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ  ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.

Fotor0728192222_zps9011bb81

განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.

Continue reading

milan-italy

To Milano 16.07.13

თბილისი დროით 04:40 საათი, რეისი თბილისი -სტამბული.

სტამბულში საბინა გოგჩენში ჩავფრინდით, გარეთ არ გაგვიშვეს ეგრევე სატრანზიტო ზონაში შეგვიყვანეს და ვაი ჩვენს დღეს:  არც ერთ კუთხეში, არც ერთ კაფეში, ტუალეტებშიც კი არ შეიძლებოდა მოწევა. არადა 3 საათი და 40 წუთი აქ გვიწევდა ყოფნა, ჩავირთეთ მუსიკები ტელეფონში და დავსხედით სადღაც, დაგვეძინა. ალბათ 40 წუთი გვეძინა, მერე გაგვაღვიძეს.

ავდექით და გადავედით კაფეში, ვისაუზმეთ, მერე წავედით მთელი ტერიტორია დეტალურად შევისწავლეთ, ფერაგამოს მაღაზია მახსოვს თავისი ფასებითურთ, მკითხეთ – გეტყვით :დ :დ

1 საათში სპორტ ბარი გაიხსანა მეორე სართულზე, ავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით უძილობისგან, შემდეგი ფრენა 3 საათამდე გრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგველია, რომ ბორტზე ეგრევე დაგვძინებოდა. მე კაბერნეს ვსვამდი, დიმა ლუდს როგორც ყოველთვის, რეისის გამოცხადებისას უკვე კარგად ვიყავით  :დ

IMAG3184800x651_zpsc4014fa1
Continue reading

Last Day in Dubai

როგორც ყველაფერი კარგი, ეს მოგზაურობაც დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან გულდაწყვეტილმა გავიღვიძე დილით რადგან ვიცოდი რომ ამ ღამით ვტოვებდი ემირატებს. სწორედ ამიტომ, წინასწარ ძალიან ,ძალიან საინტერესოდ დავგეგმეთ ეს დღე რომ მაქსიმალურად ყველაფერი გვენახა და დაღლილები და კმაყოფილები წამოვსულიყავით.

მაშ ასე: დილა დაიწყო 08:30-ზე, მაღვიძარამ გამაღვიძა, მოვსწერიგდით და ჩავედით სასაუზმოდ. საუზმის შემდეგ საბოლოო გადაკონტროლება გავაკეთე ჩალაგებული ბარგის, ღამე ჩასაცმელები ცალკე ჩავდეთ, რადგან აეროპორტში წასვლამდე თბილად უნდა ჩაგვეცვა, თბილისში ხომ ციოდა. ჩანთები ჩავკეტეთ, ლეპტოპები და მსგავსი ტიპის ნივთები ერთად ჩავაწყვეთ და სეიფში შევანახინეთ ადმინისტრაციას, რადან საღამოს 11 საათზე ისევ სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით საიდანაც ტრანსფერი გვქონდა აეროპორტში.

11 საათზე ჩექაუთი გავაკეთეთ და წავედით ბოლო დღისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად:

პირველი სადაც წავედით იყო ე.წ. Golden Souk – ოქროს ბაზრობა, რომელიც ძალიან დიდ ტეროტორიაზე არის გადაჭიმული და უამრავი მცირე ფარდულისგან, პატარა მაღაზიისაგან და დიდი სავაჭრო ცენტრებისაგან შედგება

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3384.jpg?w=620

Continue reading

Dubai Day 5, Burj Khalifa

5-ე დღის შესახებ კიდევ ერთ პოსტს დავწერ, მაგრამ მინდოდა ამ საოცრებისათვის ცალკე დამეთმო პოსტი.

ბურჯ ხალიფაზე ასასვლელი ბილეთები, ჩემი მეგობრის რჩევით წინასწარ ვიყიდეთ ინტერნეტით და ძალიანაც მოგებულები დავრჩით, რადგან წამში ალბათ 10 ბილეთი იყიდებოდა და რომ არ გვეყიდა წინასწარ ისე წამოვიდოდით რომ ვერ ვიყიდდით ბილეთებს და ვერ ვნახავდით ამ საოცრებას.  დაადლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან ხედს ქალაქისას რომელიც 40 წლის არის მხოლოდ.

მოედანი ბურჯ ხალიფას წინ

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3436.jpg?resize=620%2C598

Continue reading