Last Hours in Kiev

დღეს კანევსკის ჩვენება იყო და დღისით იქ ვიყავით მე და თათია, შემდეგ ბიჭებს შევუერთდით  Touch Cafe – ში

Touch cafe - Picture of Touch Cafe, Kyiv (Kiev) - Tripadvisor

Ресторан Touch café (Тач Кафе) - спасение от летнего зноя


ღამე ვიყავით D’LUX Night Club-ში , ძალიან მაგარი კლუბი იყო, უდიდესი. მერე გვიან მიუხედავად იმისა რომ 3 გრადუსი იყო სიცივე, ალკოჰოლით გამთბარებმა ვიხეტიალეთ კიევის ქუჩებში

D*Lux Entertainment | Bars, Pubs & Clubs | Kyiv

D*Lux Entertainment | Bars, Pubs & Clubs | Kyiv
ვესტუმრეთ ამბოხებულების კარვებს, სახლში დაბვრუნდით 5 ხდებოდა მგონი 🙂

Screen Shot 2022-03-10 at 14.04.31

მეორე დღეს 1 საათზე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით, ჩექაუთი გავაკეთეთ, ჩვენი ბარგი ჩავდეთ დათოს მანქანაში, რომელსაც უნდა წავეყვანეთ საღამოს აეროპორტში და წავედით ვისაუზმეთ “Желтое Море”-ში, ერთ ერთი უსაყვარლესი და საინტერესო იაპონური რესტორნების ქსელი კიევში, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბრინჯი იჭმევა.

Restaurant Yellow Sea in Kyiv Dneprovska Naberezhna 26d: menu, table  reservation, prices and reviews| Tomato.ua

კვირა დღე იყო, მთელი ხრეშატიკი გადაკეტილი იყო, მანქანები არ მოძრაობდნენ, ხალხი ფეხით სეირნობდა, რამდენიმე ადგილას კონცერტი იყო ქუჩაშივე, რამდენიმე ადგილას მცირე გამოფენა გაყიდვები იყო მოწყობილი – სადაც ვიკის ძალიან საყვარელი და სასაცილო მაიჩკა ვუყიდე, რიჟა გოგო ახატია და “უკრაინოჩკა” აწერია 🙂

მერე ფაქტიურად აეროპორტში წასვლამდე დავდიოდით და დავდიოდით

Kyiv Cave Monastery

St. Sophia Church Kiev Sights

House with Chimeras Kyiv

Metro Kyiv sights

Verkhovna Rada

Kyiv Opera

10 AWESOME THINGS TO DO IN KYIV - Active Ukraine | Travel agency in Ukraine  | Excited pictures, Travel to ukraine, Travel

Pin on Quick saves

 

Kiev October 21 / 2011 – Nightlife

როგორც წინა პოსტში ვწერდი პაუსტოვიტის ჩვენებაზე ვერ მოვხვდით საოცარი საცობების გამო. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო რომ ვერც სვეტლანა ტეგინის ჩვენებაზე მოვხვდი რომელიც დაგეგმილი იყო 9 საათზე.

თურმე დაშას და თათიას დაუჯავშნავთ საღამოს 9ის ნახევარზე მაგიდა კიევის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძველ რესტორანში. სადაც მოხვედრა როგორც წესი არც ისე იოლია, განსაკუთრებით თბილ ამინდებში და თბილ სეზონზე რადგან ამ რესტორანს 2 მხრიდან გახსნილი ვერანდები აქვს, თვითონ მდებარეობს რომელიღაც შენობის 10 სართულზე თუ არ ვცდები და აქვს ულამაზესი ხედებიგარდა ამისა ეს არის ერთ ერთი ყველაზე ხალხმრავალი და “სვეცკი” რესტორანი კიევში სადაც მხოლოდ დეპოზიტიანი მაგიდებია და სადაც 1 სტანდარტული მაგიდა რომ აიღო დეპოზიტი 300-400$ მაინც უნდა იყოს. მაგრამ ისეთი მომსახურება იყო რომ მართლა ღირდა აქ წასვლა. Continue reading →

Kiev October 20, 2011

მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ და რადგან დათოს და თათიას შუადღემდე ჩვენთვის არ ეცალათ გადავწყვიტეთ ჩვენ თავად მიგვეხედა ჩვენი თავისათვის, მოვწესრიგდით და წავედით საბოდიალოდ და ქალაქის დასათვალიერებლად.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ვცხოვრობდით საუკეთესო ადგილას შოთა რუსთაველის ქუჩაზე – ცენტრში, სტადიონამდე სადაც ტარდებოდა მოდის კვირეული მჭირდებოდა 5 წუთი ფეხით 🙂 ხრეშატიკამდე და მიწისქვეშა დიდ სავაჭრო ცენტრამდე 10 წუთი და  რესტორნების უბნამდე კიდე 3 წუთი 🙂

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კაფე “შოკოლადნიცას” მივადექით, სადაც გადავწყვიტეთ გაჩერება. ძალიან საყვარელი 2 სართულიანი ინტერიერი ჰქონდა, და ძალიან გემრიელი ყავა და საუზმე. დიმამ ცეზარი შეჭამა და მე ცეზარის როლები გავსინჯე და ესპრესო შოკოლადის ნალექით

COFFEE SHOP SHOKOLADNITSA, Kyiv (Kiev) - Konstantinovskaya St. 1/2 - Restaurant Reviews, Photos & Phone Number - Tripadvisor
Continue reading →

Kiev Oct 19, Part 1

დილის 8ის 20 წუთზე დაახლოებით ჩვენი თვითმფრინავი კიევის ულამაზეს მიწაზე დაეშვა…

– 3 გრადუსი იყო და დათოს მოლოდინში  სიგარეტს ვეწეოდით და ხელები მეყინებოდა. დათო მოვიდა 5 წუთში და ბორისპოლის აეროპორტიდან კიევისკენ გამოვეშურეთ.

თქვენ გგონიათ მარტო ჩვენ გვყავს ქართლის დედა? არაააა … უკრაინასაც ყავს თავისი მფარველი, ზუსტად კიევის შემოსასვლელთან

917 Kiev Mother Statue Photos - Free & Royalty-Free Stock Photos from Dreamstime

2005 წლის მერე კიევი უზომოდ არის შეცვლილი, ყველგან ისევ მშენებლობებია გაჩაღებული. კიევი 2012 წლისთვის ემზადება – ევრო 2012-ის თამაშები უნდა ჩატარდეს უკრაინის 4 ქალაქში.

მერე შორიდან ვნახეთ ოლიმპიისკა-ს სტადიონი, რომლის ვიპ ზონაშიც იმართება კიევის მოდის კვირეული

Continue reading →