დარწმუნებული ვარ, ამ დღეს დილის 6 საათზე ყველას მაღვიძარა რეკავდა მთელს სასტუმროში, რადგან ვორლდსკილიდან მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით, იქვნენ: რუსები, თურქები, ვბრაზილიელები, კუბელები და კიდევ რამდენიმე ნაცია, რომლებიც ვერ ამოვიცანით 🙂
7-ის ნახევრიდან 7-მდე კაფე სადაც საუზმეს მივირთმევდით ხოლმე სულ სავსე იყო, მე პირადად დილით მოვწესრიგდებოდი თუ არა ჯერ თბილისში ვრეკავდი სკაიპით, ჩემებს ვესაუბრებოდი, რადგან ამ დროს დღის 1 საათი იყო ხოლმე თბილისში და მერე ჩავდიოდი საუზმეზე, ისედაც 10 წუთზე მეტი არ მჭირდებოდა. დასანანია ამ ლოკაციის არც ერთი სურათი რომ არ გამაჩნია 🙂
Competition Day 1 – საპარიკმახერო საქმის პავილიონში ცოტა გვიან დაიწყო:
1.ექსპერტების ავტობუსები მოვიდნენ დაგვიანებით
2. კონკურსანტების ავტობუსებმაც დააგვიანეს.
3. რიგები დადგა პროდუქციის ოთახში, საიდანაც ლორეალი გვამარაგებდა, საღებავების ფერებზე ატყდა მთელი გარჩევები, კონკურსანტებსა და ექსპერტებს შორის. Continue reading →