brussels tours, what to see in brussels

Brussels in March

ზუსტად 1 წლის შემდეგ, უკვე ბრუსელის მარტის ამინდთან გათვითცნობიერებული და კარგად მომზადებული, კიდევ ერთხელ ვეწვიეთ ამ ქალაქს.

შარშან ამ დროს 

ამჯერად 4 ვიყავით: მე, დიმა, ხატია და დათო. ბინა airbnb – ზე ვიქირავეთ თანაც “მთლად” ტურისტულ ცენტრში, გრანდპლასიდან 3-4 წუთის სავალზე ფეხით.  ძალიან, ძალიან კარგ ფასად ვიქირავეთ ამ მოგზაურობისას ბინები, ბრუსელშიც და ამსტერდამშიც, მითი იმის შესახებ რომ 2-3 თვით ადრე უფრო იაფია airbnb – ზე ბინები გავაბათილეთ ერთ საღამოში. ორივე ქალაქში 5 დღით ადრე დავჯავშნეთ ბინები, ორივე ცენტრში, ორივე საუკეთესოდ მოწყობილ – აღჭურვილი და საუცხოო ფასებში!!

ჩვენს ბინას ერთადერთი ნაკლი ჰქონდა, 4 სართულზე იყო და საოცრად ვიწყო კიბის უჯრედი თაბრუს გვახვევდა ყველა ასვლა ჩასვლაზე. სხვა მქრივ ძალიან ლამაზი, სუფთა, კარგად აღჭურვილი ბინა იყო, 1 საძინებლით, მეორე საძინებლად შესასვლელი ოთახი გადავაკეთეთ, რეალურად ამ ბინაში 3 საძინებლის მოწყობის შესაძლებლობა გვქონდა, მისაღებ ოთახშიც გასაშლელი დივანი იდგა. სამზარეულო გვქონდა “გრუზინული” არაფერზე ხელის განძრევა არ გვჭირდებოდა, ყველაფერი თვითონ კეთდებოდა!! მეტსაც გეტყვით სამზარეულოს ერთი ჯადოსნური ფანჯარა ჰქონდა, სადაც მოწევა შეიძლებოდა, ჩამოვჯდებოდით ხოლმე ამ ფანჯრის საკმაოდ დიდ რაფაზე და ვეწეოდით სურვილისამებრ.

პირველი, რასაც მე და დიმა სადმე ჩასვლისას ვაკეთებთ, არის საქმე !!! და ყოველთვის გვაქვს ხოლმე ასეთი პირველი ფოტოები, აუცილებლად კომპიუტერებთან 🙂


Continue reading

landscape-1489679048-elle-victoria-beckham-target

Victoria Beckham for Target

ძალიან მალე!

უკვე 9 აპრილიდან, აშშ-ში Target-ის მაღაზიებში გაჩნდება Victoria Beckham-ის სამოსი (ქალებ, გოგონები) რომელთა ფასი არ აღემატება 70$. დაკავშირებული სურათი

ძალიან საინტერესო კოლაბორაციაა ვიქტორიას სტილისა და სამოსის მოყვარულთათვის, რომლებიც ვერ ყიდულობდნენ მის სამოსს სიძვირის გამო.

კოლექცია 200-მდე ნაწილისგან შედგება და რამდენიმე მათგანი Victoria Beckham-ის ონლაინ მაღაზიაში გაიყიდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც რომ კოლექციაში გათვალისწინებულია სამოსი ყველა ზომის ქალბატონებისთვის – სუპერ გამხდარიდან – XXXL – მდე

თუ ხართ ამერიკაში ან გყავთ ვინმე ძალიან ახლობელი, მგონი არ უნდა იყოს ხელიდან გასაშვები შანსი, შეიძინო Victoria Beckham შენი გარდერობისთვის საოცრად ხელმისაწვდომ ფასად 🙂

This Sneak Peek of Victoria Beckham's Target Collab Will Have You Begging to Shop Right Now Continue reading

Foods for Hydrated Skin

მშრალი ან მოუვლელობით გამომშრალი კანი, ყველაზე რთული მოსავლელია და თანაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ზოგადად.

ამიტომ ზამთრის შემდეგ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის კანს.

მართალია ამისთვის არსებობს უამრავი კრემი, მაგრამ მხოლოდ კრემებით ვერ ვუშველით საქმეს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი დამატენიანებელი კრემი შეიცავს სინთეტიკურ ინგრედიენტებს და წასმისას, მართალია შეგრძნება არის სასიამოვნო გაგრილების, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ წასმის ეფექტი და კრემი სინამდვილეში არ ატენიანებს კანს.

ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ შევიძინოთ ისეთი სახის კრემები, რომელთა ინგრედიენტებში დარწმუნებული ვართ და ასევე რომელთა ეფექტიც გვინახავს ან გვსმენია სანდო ადამიანებისგან.

მაგრამ სახის კანს მაინც კომპლექსური მიდგომა უნდა და მხოლოდ კრემებით შორს ვერ წავალთ.

არსებობს რამდენიმე სწრაფი ხერხი რაც უდაოდ კარგად აისახება თქვენს კანზე:

ძილი, დიდი რაოდენობით სითხე და სწორი საკვები.

აქვე მინდა ჩამოგითვალოთ ის საკვები რაც საოცრად უხდება ჩვენს კანს და ატენიანებს მას: Continue reading