Well Done! PR Club 2 years Anniversary

მაშინ როდესაც,

მე და ჩემი ასაკის (+/-2-3წელი) ბავშვებს სკოლაში მისვლა აღარ გვიხაროდა, რადგან აღარავინ გვთხოვდა პალტოები გაგვეხადა, სადაც საკლასო ოთახების გარესამყაროდან იზოლაციისათვის ფანჯრებს სკოჩებს ვაკრავდით და კერასინკასთან გარშემორტყმულები ვსაუბრობდით ისტორიაზე, ლიტერატურაზე, გეოგრაფიაზე და ასე შემდე… როცა პურის რიგებიდან გათოშილები ამოვდიოდით სახლში, როცა შუქის მოსვლას არაადამიანური შეძახილებით და არაადამიანურად ბედნიერები ვხვდებოდით, როცა დავივიწყეთ რომ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ცხოვრებამ საოცარი საზრუნავი გაგვიჩინა . . .

იქ სადღაც, მაშინდელი კამოს ქუჩაზე კონკრეტული ადამიანები უკვე იცნობდენ პიარს, როგორც დისციპლინას და ქვეყანაში სადაც ბიზნესები “არ არსებობდა” ან თუ არსებობდა რა იყო ყველას კარგად მოგეხსენებათ, საუბრობდნენ პიარის დანერგვასა და განვითარებაზე საქართველოში.

და მე 2007-08 წლებში, მაშინ როდესაც პირველად დავიწყე ფიქრი “პიარშიცობაზე”, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ პიარს საქართველოში ასეთი იდუმალი და რაღაცანაირად “იატაკქვეშა” დასაწყისი ჰქონდა.

და 5 აპრილს, როდესაც ყველანი გასუსულები ვუსმენდით მარიკა დარჩიას, რომელიც ამ ამბებს გვიყვებოდა, დარწმუნებული ვარ ყველამ რაღაც საოცარი შეთქმულების ნაწილად ვიგრძენით თავი. თითქოს რაღაც უდიდესი საიდუმლო გაგვანდესო და ჩვენც ამაყად უნდა ვატაროთ ეს საიდუმლო.

  — აი ასეთი იყო პიარ დღეები 2014.

Continue reading →

Zuhair Murad F/W 2014 PFW

ლიბანელ კაცებს საოცარი გემოვნება ჰქონიათ, მოდის ისტორია ამის უტყუარ ფაქტებს ინახავს Ellie Saab  და Zuhair Murad კი მტკიცებულებაა ამ ფაქტებისა.

Zuhair Murad-ის ოტ კუტურ კოლექცია ნახეთ ამ ლინკზე 

ხოლო შემოდგონა ზამთრის კოლექციაზე კი აქვე მოგიყვებით:

კოლექცია აგებულია თემაზე ქალი მწერი: პეპელასავით მოფარფატე, მრავალფეროვანი და ლამაზი.

ობობის ქსელივით მსუბუქი და ჰაეროვანი, მაგრამ ამავე დროს ამავე ქსელის შემქმნელი ობობასავით ვერაგი და მაცდური.

ლამაზი და სექსუალური, მაგრამ შხამიანი და უამრავი საცეცით 🙂

  Continue reading →

Burberry S/S 2014 Accessories collection

გაზაფხული – ბუნებისა და ორგანიზმის გამოღვიძების, ყვავილობის, ბალახის აბიბინებისა და პასტელური ფერების დღესასწაულია.

Burberry-ს აქსესუარები კიდევ უფრო ამძაფრებენ ამ საყოველთაო გამოცოცხლებისა და სიხალისის შეგრძნებას.

ულამაზესი ფერადი ფეხსაცმელი, აბრეშუმის უნაზესი შარფები, ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი ფერების თუ დიზაინის მიხედვით, პოლკა დოტები და ულამაზესი მოდური სათვალეები და მთლიანად გაზაფხულის სურნელი გადმოტანილი ერთ კოლექციაში.

ისიამოვნეთ და გაიხალისეთ წვიმიანი და მოღრუბლული დღე

Continue reading →

David Koma F/W 2014 – London fashion week

David Koma – დავით კომახიძე,  ქართველი დიზაინერი, რომლის სახელი რამდენიმე წელია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, ლონდონში მოღვაწეობს და თანაც ძალიან წარმატებულად. მისი ბრენდის მმართველი მენეჯერი ამ ეტაპზე არის დევიდის რუსი მეუღლე საშა, რომელიც უნდა ავღნიშნოდ რომ ძალიან კარგად ართმევს დავალებას თავს.

2013 წლის დეკემბერში მოდის სახლმა (ტერი მიუგლერ)  Thierry Mugler დევიდ კომა ახალ სამხატვრო დირექტორად დანიშნა.

ლონდონის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ისევ David Koma-ს სახელით გამოჩნდა, თუმცა მე პირადად დიდი ინტერესით ველოდები როგორი იქნება მიუგლერისა და კომას კოლაბორაცია.

 

Continue reading →