milan-italy

To Milano 16.07.13

თბილისი დროით 04:40 საათი, რეისი თბილისი -სტამბული.

სტამბულში საბინა გოგჩენში ჩავფრინდით, გარეთ არ გაგვიშვეს ეგრევე სატრანზიტო ზონაში შეგვიყვანეს და ვაი ჩვენს დღეს:  არც ერთ კუთხეში, არც ერთ კაფეში, ტუალეტებშიც კი არ შეიძლებოდა მოწევა. არადა 3 საათი და 40 წუთი აქ გვიწევდა ყოფნა, ჩავირთეთ მუსიკები ტელეფონში და დავსხედით სადღაც, დაგვეძინა. ალბათ 40 წუთი გვეძინა, მერე გაგვაღვიძეს.

ავდექით და გადავედით კაფეში, ვისაუზმეთ, მერე წავედით მთელი ტერიტორია დეტალურად შევისწავლეთ, ფერაგამოს მაღაზია მახსოვს თავისი ფასებითურთ, მკითხეთ – გეტყვით :დ :დ

1 საათში სპორტ ბარი გაიხსანა მეორე სართულზე, ავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით უძილობისგან, შემდეგი ფრენა 3 საათამდე გრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგველია, რომ ბორტზე ეგრევე დაგვძინებოდა. მე კაბერნეს ვსვამდი, დიმა ლუდს როგორც ყოველთვის, რეისის გამოცხადებისას უკვე კარგად ვიყავით  :დ

IMAG3184800x651_zpsc4014fa1
Continue reading →

PayPal Launch in Georgia

მარტო მე ერთი – ვიცნობ ასეულობით ადამიანს ვისაც Paypal-ის საქართველოში შემოსვლაზე უოცნებია და არა მხოლოდ უოცნებია, უმოქმედია კიდეც რომ რამე შეეცვალა ამ მიმართულებით.

რა გზებს არ მიმართავდნენ, რა ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხებს, მაგრამ წლების მანძილზე ოცნება ოცნებად რჩებოდა …

ვიდრე!!!

თბილისი, 11 აპრილი

„ფეი ფალი“ საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს
გახსნან ფეი ფალის ანგარიში და ინტერნეტის საშუალებით
შეიძინონ ნივთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეიდან ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ინტერნეტ-მაღაზიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგადასახადო სისტემა ფეიფალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს ონლაინ გადახდა მეტად უსაფრთხოდ და მარტივად, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.

დღეს ონლაინ ანგარიშსწორების სისტემა ფეიფალი ამოქმედებულად გამოცხადდა საქართველოში. Continue reading →

Earth Hour 2013

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, 2013 წლის 23 მარტს შერატონში აღინიშნა “დედამიწის საათი” ახალი ნათების ოქროს სპონსორობით.

საღამო გამოვიდა არაჩვეულებრივი, იმაზე უკეთესიც კი ვიდრე წინა წელს. ბოლო 3 კვირის განმავლობაში მე (ახალი ნათება) , მაიკო წერეთელი (ჯორჯია თოდეი გრუფი) ნინო ისაკაძე (შერატონი) და მაკო ბურდული (ჯორჯია თუდეი) კვირაში 2-3ჯერ ვიკრიბებოდით შერატონში და ვგეგმავდით და ვგეგმავდით ყველაფერს დეტალურად.

IMG_5153

Continue reading →

Isabel Marant F/W 2013

ამჯერად გადავინაცვლოთ პარიზის მოდის კვირეულზე და დავათვალიეროთ ერთად ჩემი უსაყვარლესი დიზაინერის Isabel Marant-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია.

ეს ბრენდი არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, ის ყოველთვის იქნება ფრანგი და ამერიკელი გოგონების უსაყვარლესი ბრენდი, თუმცა არა მხოლოდ მათი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექცია საკმაოდ მუქი და საკმაოდ “შავოსანი” გააკეთა, მე მაინც არ დავრჩი იმედგაცრუებული, ის ლეერინგი, ის სტრიტ სტაილი, ის ნაქსოვი თემა რაც ასე მიყვარს მათ კოლექციებში აქაც უხვად არის გამოყენებული.

Casual & Simple –  ასე შევაფასებდი ამ ოდნავ ბოჰემურ მაგრამ მკვეთრად სთრიითსტაილურ კოლექციას.

 1

Continue reading →