საუკეთესო მოდური ჩვენებები Viktor & Rolf

vr_front ერთ ერთი საუკეთესო პარიზულ ჩვენებათაგანი –  Viktor & Rolf. დეფილე რომელიც გახდა ერთ ერთი ყველაზე უფრო განხილვადი და ცნობადი მოდის სამყაროში.

თითქოს მოდის სათავეებთან მდგომ ხალხს ვეღარაფრით გააკვირვებ, მაგრამ ამ წყვილმა ეს შეძლო. მათ სცენაზე გამოუშვეს მოდელები კრეატიულ სამოსელში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გრავიტაციის კანონებს. შთაგონებად აღნიშული კოლექციისათვის დიზაინერების ნათქვამით, იქცა ფინანსური კრიზისი. ყველა ჭრის და კვეცავს ბიუჯეტებს და ჩვენც შევკვეცეთ და დავკუწეთ საღამოს კაბები – გაიხუმრა როლფმა 🙂

vr-show სცენას ამშვენებდა მბრწყინავი უდიდესი გლობუსი, მეორე მხარეს კი მომღერალი როიშინ მერფი. ფეხმძიმე მომღერალი დიზაინერებმა პირამიდისებრ ტიულის მოსასხამში შეფუთეს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრმა განაცხადა რომ კოლექცია აბსოლუტურად არ არის ცხოვრებისათვის განკუთვნილი, ის მაინც აღმოჩნდა შთაგონება და ახალი სუფთა ჰაერი პარიზის მოდის კვირეულის დახუთულ შენობებში.

DYSFASHIONAL

იცით რა არის DYSFASHIONAL?
ოოოოოოოოოო, ეს ძალიან, ძალიან მაგარი გამოფენაა 🙂
dysfashional_poster გამოფენა “DYSFASHIONAL”  ეძღვნება მოდას, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი გამოფენა. აქ ტანსაცმლის კოლექციას ადამიანის სხეულზე ვერ იხილავთ.
ორგანიზატორების ჩანაფიქრი მდგომარეობს მოდის სხვა მხრიდან დანახვაში. გამოფენა შეიქმნა იმისათვის რომ მოდას შეხედონ ადამიანებმა ესთეტიური თვალსაზრისით, უფრო სხვა მხრიდან ვიდრე ტანისამოსის თუ აქსესუარების მორიგი კოლექცია.
გამოფენის ორგანიზატორებმა შეკრიბეს ყველაზე კრეატიული დიზაინერები, რათა მათ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მოდის სამყაროს მიმართ. უკვე მესამე წელია ისინი ამ ამოცანას ძალიან წარმატებით უმკლავდებიან: საცეკვაო დადგმებით, ვიდეო ინსტალაციებით, არტ-ობიექტებით და ინტერაქტიური დადგმებით.
სულ, სულ პირველი გამოფენა 2007 წელს შედგა ლუქსემბურგში. 2008 ლოზანაში, წელს პარიზში ხოლო 2010_ში ბერლინში იგეგმება. გამოფენის ლოგო იმიჯი სურათზე ნახეთ.
dys4 გამოფენაზე წარმოდგენილია ყველა ის მატერიალი რაც მოდას აქცევს თვით გამოხატულების და იდენტიფიკაციის იარაღად. თავად პრეფიქსი “დის” ზუსტად ამას გამოხატავს მოდის უსაზღვრო სივრცეს და სისტემის რღვევისკენ მიმართვას.

იდეა მდებარეობდა იმაში რომ, თავდაყირა დაეყენებინათ პრინციპები, მოეწვიათ დიზაინერები რათა მათ წარმოედგნათ არა კოლექციები არამედ გამოეხატათ თავიანთი შინაგანი სამყარო, მათი წარმოდგენები მოდაზე. და ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მათ სხვადასხვა საშუალებებით.