maxresdefault

BARCELONA 2018, MAY 20

20 მაისს პლაჟზე ყოფნა გვქონდა გადაწყვეტილი და ნამდვილად გაგვიმართლა ამინდში, ისე ცხელოდა რომ იმ ყინულივით წყალშიც გადასარევად ვბანაობდით.

Playa de la Barceloneta სადაც ჩვენ წავედით ერთ ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი პლაჟია, ყველაფერს იყიდი რაც შეიძლება პლაჟზე დაგჭირდეს, ქვიშაზე დასაფენებიდან დაწყებული საჭმელ, სასმელ კოქტეილებით დამთავრებული. ულამაზესი ოქროსფერი ქვიშა და ზღვის წყლის საკმაოდ დაბალი ტემპერატურა დამახასიათებელია ბარსელონას პლაჟებისთვის. როდესაც პირველად ვიყავით მე და დიმა ბარსელონაში, შუაგული ივლისი იყო და ხმელთაშუა ზღვის წყალი მაშინაც ცივი იყო მახსოვს.   Continue reading →

Barcelona Featured Image

Barcelona 2018, May 18 -19

18 მაისი

დავიწყებ იმით რომ ეს არ უნდა ყოფილიყო Barcelona Trip  თანაც 5 დღიანი, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო 8 დღიანი მოგზაურობა Prague + Budapest + Vienna სადაც მივდიოდით მე და დიმა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბიჭებმა (დიმამ და დათომ, ჩემმა სიძემ) აღმოაჩინეს რომ ვიზეარმა დაამატა პირდაპირი ფრენა ბარსელონაში და მილანში. იმ დღესვე დიმა მირეკავს (დაახლოებით შუა აპრილი იყო) და მეკითხება ჩვენება როდის გაქვთო, იცის რომ MBFWTbilisi – ს პერიოდში შანსი არ არის თბილისიდან სადმე  ფეხი გავადგა, ვუთხარი თარიღები და კარგიო.

საღამოდ მოდის სახლში და მეუბნება ბილეთები ვიყიდეთ ბარსელონაში 18- 23 მაისი, პირდაპირი ქუთაისიდან..  ვააა, ისევ ბარსელონა არ მინდოდა მაგრამ ნუ პრინციპში წინა ჩასვლაზე სულ 3 დღე ვიყავი და ბევრი რამე დამრჩა სანახავი.

  • მეორე დღესვე AirBNB-ზე ვიქირავეთ ბინა 3 საძინებლით და 2 სააბაზანოთი, საგრადა ფამილიასთან ახლოს.
  • იმ დღესვე დავიწყე duolingo-ს მეშვეობით ესპანურის გახსენება და ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, როდესაც აღმოვაჩინე რომ ასე თუ ისე ენა მახსოვდა.
  • ნელ ნელა დავიწყე და 3-4 დღეში თავისი მარშრუტებიან ფასებიანად გავაკეთე მოგზაურობის სრული გეგმა.
  • 1 კვირაში ვიყიდეთ ყველა ბილეთი თუ სადმე შესვლა და დათვალიერება გვინდოდა.
  • მოვძებნე ტაქსის კომპანია, რომელიც წაგვიყვანდა ქუთაისში და უკანა გზაზეც თითქმის გამთენიისას დაგვხვდებოდა და წამოგვიყვანდა უკან (ტაქსი 2 გზა 300₾ დაგვიჯდა)
  • 2-3 დღით ადრე გამგზავრებამდე გავაკეთეთ სამოგზაურო დაზღვევები.
  • ვიყიდეთ დამატებითი ბარგი 20კგ ჩემოდანი, რომელშიც ჩავდეთ კოსმეტიკა და ისეთი ნივთები, რომლის ატანა ბორტზე არ შეიძლებოდა და აი 18 მაისიც დადგა.

Continue reading →

Prabal Gurung, Spring 2018 NYFW

Gurung is using his platform to promote change, and in a Fashion Week taking place among headlines about Hurricane Irma and other global catastrophes, that made this show feel vital.

The collection had an appealing directness, as well. Over the past few seasons, Gurung has turned cut-outs trimmed with rouleau buttons into a key signature; this time around he added them to ribbed knit dresses and, most effectively, a deep-hemmed sweater. Some of his clients will probably take to wearing the top portion only. 

                                                                                                                                         NICOLE PHELPS, Vogue.com

Continue reading →