Kiev October 20, 2011

მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ და რადგან დათოს და თათიას შუადღემდე ჩვენთვის არ ეცალათ გადავწყვიტეთ ჩვენ თავად მიგვეხედა ჩვენი თავისათვის, მოვწესრიგდით და წავედით საბოდიალოდ და ქალაქის დასათვალიერებლად.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ვცხოვრობდით საუკეთესო ადგილას შოთა რუსთაველის ქუჩაზე – ცენტრში, სტადიონამდე სადაც ტარდებოდა მოდის კვირეული მჭირდებოდა 5 წუთი ფეხით 🙂 ხრეშატიკამდე და მიწისქვეშა დიდ სავაჭრო ცენტრამდე 10 წუთი და  რესტორნების უბნამდე კიდე 3 წუთი 🙂

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა კაფე “შოკოლადნიცას” მივადექით, სადაც გადავწყვიტეთ გაჩერება. ძალიან საყვარელი 2 სართულიანი ინტერიერი ჰქონდა, და ძალიან გემრიელი ყავა და საუზმე. დიმამ ცეზარი შეჭამა და მე ცეზარის როლები გავსინჯე და ესპრესო შოკოლადის ნალექით

COFFEE SHOP SHOKOLADNITSA, Kyiv (Kiev) - Konstantinovskaya St. 1/2 - Restaurant Reviews, Photos & Phone Number - Tripadvisor
Continue reading

Kiev Oct 19, Part 1

დილის 8ის 20 წუთზე დაახლოებით ჩვენი თვითმფრინავი კიევის ულამაზეს მიწაზე დაეშვა…

– 3 გრადუსი იყო და დათოს მოლოდინში  სიგარეტს ვეწეოდით და ხელები მეყინებოდა. დათო მოვიდა 5 წუთში და ბორისპოლის აეროპორტიდან კიევისკენ გამოვეშურეთ.

თქვენ გგონიათ მარტო ჩვენ გვყავს ქართლის დედა? არაააა … უკრაინასაც ყავს თავისი მფარველი, ზუსტად კიევის შემოსასვლელთან

917 Kiev Mother Statue Photos - Free & Royalty-Free Stock Photos from Dreamstime

2005 წლის მერე კიევი უზომოდ არის შეცვლილი, ყველგან ისევ მშენებლობებია გაჩაღებული. კიევი 2012 წლისთვის ემზადება – ევრო 2012-ის თამაშები უნდა ჩატარდეს უკრაინის 4 ქალაქში.

მერე შორიდან ვნახეთ ოლიმპიისკა-ს სტადიონი, რომლის ვიპ ზონაშიც იმართება კიევის მოდის კვირეული

Continue reading

გადაღებები

სამსახურში რომ ძალიან დაკავებული ვარ, ჩემს ბლოგს ეგრევე ეტყობა ხოლმე 🙂

ამ წუთას 4 უზარმაზარ პროექტზე ვმუშაობ და ისეთი გრაფიკი მაქვს ცხოვრების რომ ბავშვს 2 საათით თუ ვნახულობ ხოლმე და 4 საათი თუ დავიძინე ღამე ძალიან მაგრად გამიმართლა 🙂

ერთ ერთი ამ პროექტთაგანი ახალი ნათების კლიპის გადაღებებია 🙂

გადაღების პირველი დღის პირველი ნაწილი, ნატალის სპა 🙂

Continue reading

10 ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი

ალკოჰოლური სასმელი და კოქტეილები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.არა მხოლოდ ღამის კლუბებში არამედ კაფეებსა და ბარებშიც უამრავ ადამიანს ნახავთ გემრიელი კოქტეილების წრუპვით გართულს, მე პირადად ჩემი შევებულების ყოველი ღამე ახალი კოქტეილების და ახალი სასმელების დაგემოვნებას მივუძღვენი და ძალიან საინტერესო ვერსიებიც აღმოვაჩინე. ერთი პერიოდი იდეას კი გამიჩნდა ინტერნეტში რეცეპტებს ვნახავ, ინგრედიენტებს ვიყიდი და სარამოობით სახლში გავერთობი მეთქი, მაგრამ მალევე უკუვაგდე ეს იდეა, “პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო” ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ჩემი კოქტეილები ისეთი გემრიელი და დახვეწილი ვერასოდეს იქნება როგორც უკვე გამოცდილი ბარმენების.

ამიტომ ინტერნეტში მხოლოდ ყველაზე ძვირიანი კოქტეილების მოპოვებით შემოვიფარგლე და მინდა გაგაცნოთ ისინი:

1. ყველაზე ძვირიანებს შორის ყველაზე იაფი კოქტეილი Warp Core Breach” აღმოჩნდა, რომელიც სულ რაღაც 29.5$ ღირს, შეიცავს ლიქიორს, რამდენიმე სახეობის რომს, კიდევ რაღაც ალკოჰოლს და წვენებს. კოქტეილი მიძღვნილია რომელიღაცა “კოსმოსური ამბების” ფილმისადმი.

Star Trek Experience - Warp Core Breach drink glass | RPF Costume and Prop  Maker Community

2. შემდეგი მოდის ქალების საყვარელი მარგარიტას ერთი ქვესახეობა Goddess Elixir Margarita” , რომელიც არის საკმაოდ მაგარი სასმელი და ღირს 99$. კოქტეილი შეიცავს ტეკილას, სიროპებს და კიდევ რაღაც რაღაცეებს :დ

3. Liquid Gold – რომლის ფასიც არის  $175. რომელიც შეიცავს Louis XIII Cognac, Krug Grand Cru Champagne და სხვა საკმაოდ ძვირიან სასმელებს.

სურათი ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ, ნამდვილი ამ კოქტეილის ინტერნეტში, მხოლოდ ხელნაკეთები ვნახე რადგან ნამდვილი ლიქვიდ გოლდი  ექსკლუზიურად მოდის სპეციალური ოქროს ქაღალდის შეფუთვაში, ფორთოხლის ნაჭერთან ერთად.

4. Seablue Martini –  რომლის ფასიც არის $275

სასმელი მომზადებულია სუპერ პრემიუმ არაყთან ერთად და მოდის ბელუგას ხიზილალასთან ერთად.

5.  High Roller Martini – რომლის ფასი უკვე ოთხნიშნაა და $1,000 ღირს 🙂 ფასი გამოწვეულია ბრილიანტის ბეჭდით, რომელიც ამ კოქტეილს მოყვება როგორც სიკეთის განსახიერება, რადგან ამ ბეჭდების შეძენაში გადახდილი თანხები ქველმოქმედებას ხმარდება 🙂

6. King Richard’s Pride – ფასი  $1,000

შემადგენლობა : Hennessy Richard, Dom Perignon Rosé 1996 და Chambord Liqueur Royale de France. ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ ნაწილი ინგრედიენტებისა, თუმცა უკვე რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს 🙂 კოქტეილი იყიდება მხოლოდ ბაკარას სპეციალურ ჭიქაში, სხვა ჭიქით ის უბრალოდ არ მოაქვთ.

7. The Presidential –  ფასი $1,000. შეიცავს Remy Martin Louis XIII cognac და Dom Perignon champagne.

სურათი სამწუხაროდ არ მომეპოვება

8. Duvet Passion – $1,500 სასმელი შეიცავს ყველაზე ძველ, ძვირიან და იშვიათ კონიაკებს და შამპანურებს და მოდის აუცილებლად ორქიდეასთან ერთად

9. High Limit Kir Royale – $2,200

ასევე შეიცავს ძალიან იშვიათ და ძვირფას სასმელებს

და ბოლოს

ყველაზე ძვირი კოქტეილი : 3000$ Ménage a Trois

შეიცავს : Cristal Rosé, Hennessy Ellipse და Grand Marnier Cent-cinquantenaire