უკომენტაროდ და დიდი სიყვარულით 🙂
ეს შაბათიც ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა სხვების მსგავსად რომ არა რამდენიმე ცვლილება, შუადღეზე ჩემმა დამ დამირეკა გურიიდან გამოვდივართ და ვიკი და დედა მოგვყავსო და გორში დაგვხვდითო. თვითონ იქ უნდა დარჩენილიყვნენ 1 დღით, ვიღაცის ქორწილში, ამიტომ სადღაც 5 საათი იყო, სამსახურიდან გამოვედი, დიმას მივაკითხე, ვისადილეთ და წავედით გორისკენ.
გორში არასოდეს არ ვიყავი ნამყოფი, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი 🙂 მისადგომად ცოტა დახლართული მეჩვენა, სადღაციდან სადღაც უნდა გადაუხვიო, მერე სადღაც ჩიხებში იბოდიალო, მაგრამ უცებ თვალწინ იშლება პატარა და საოცრად სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი, თუმცა დაცხრილული და დანაღმული ფასადებით.
სადღაც 7 საათი იყო გორში რომ ჩავედით და აღმოჩნდა რომ მინიმუმ საათნახევარი უნდა გველოდა რადგან ხატიას სურამში შეუვლია ჩვენს მეგობართან. სიამოვნებით მივირე ეს ნიუსი, მანქანა გავაჩერეთ ძალიან სუფთა და მოწესრიგებულ ცენტრში, ყავის სახლის წინ, დავკეტეთ და წავედით სასეირნოდ.
ფოთის მაღაზიის ნახვა განსაკუთრებით მაინტერესებდა, რადგან აქ განხორციელდა პირველი რებრენდინგი, კერძოდ კი ფასადის ფერების შეცვლა ლურჯ და თეთრ ფერებში.
დანახვისთანავე შემიყვარდა ახალი მაღაზია, თან ბოლო 2-3 კვირა ისე გადავაკვდით მე აქედან და შოთა და ბიჭები იქვე ამ მაღაზიის “დანავაროტკებას” და გახსნას რო- შანსი არ იყო არ შემყვარებოდა.
A4 ფურცელზე მქონდა ჩამოწერილი მთელი დღის გეგმა, რაც უნდა მომესწრო მეორე დღემდე, უამრავი საქმე იყო და ძალიან ცოტა დრო, გარდა ამისა უნდა მომესწრო სალონის ნახვა სადაც მეორე დღეს შევძლებდი თმის დავარცხნას.
შოთამ მაღაზია გააღო, დამლაგებლები შევუშვით, დავალებები მივეცით და წავედით საქმეებზე, დაახლოებით 2 სათი დავკარგეთ რაღაცეების გარკვევაში, ყიდვაში, მოპოვებაში, ამასობაში ბიჭები მივიდნენ მაღაზიაში და დავიწყეთ საბოლოო ინსტრუქტაჟი, 1 საათში მაღაზია ცოტა ვიდზე უნდა მოსულიყი რადგან გადაღებები იყო დანიშნული რუსთავი 2-სთვის.
ამასობაში ფოთის მერიამ ძალიან კეთოლი საქმე გაგვიკეთა, განცხადება გვქონდა შეტანილი მაღაზიის წინ ხეების გადაბელვაზე, რადგან ფასადი საერთოდ არ ჩანდა შორიდან. რამდენიმე დღე ველოდით მათ გადაწყვეტილებას და ისე რომ პასუხიც არ უთქვამთ – გამოგზავნეს ბრიგადა რომლებმაც მოაკრიალეს ის ტერიტორია, დაალაგეს კიდევაც და ფასადმა გამოანათა.
Continue reading
რამდენიმე დღეა ერთი სიტყვის დაწერასაც ვეღარ ვახერხებ, წინა პოსტშიც ძალიან სიტყვაძუნწი ვიყავი, რადგან უამრავი საქმე მაქვს ეს ერთი კვირაა სამსახურში.
ვინც არ იცით გაგაგებინებთ რომ 9 ივლისს ახალი ნათების რიგით მეათე მაღაზია იხსნება ფოთში და ჩემი უზომოდ დაკავებულობაც აქედან აიხსნება. მილიონი საქმე მაქვს რადგან მთელი პრეზენტაცია ჩემს ხელშია, თან შორს რომ არის ძალიან რთულია 🙁
მე ამაღამ გვიან მიწევს ფოთისკენ გამგზავრება და რამდენიმე დღით ალბათ პასიურად ვნახავ ხოლმე ბლოგს, არ მოიწყინით, იაქტიურეთ გივევეისთან დაკავშირებით, მეც მალე დაგიბრუნდებით ახალი ამბებით.
მანამდე კი რამდენიმე ლამაზ ნივთს დაგიტოვებთ რომ არ მოიწყინოთ
Balenciaga by Nicolas Ghesquière Seashore Tote