ვიკი 2 წლისაა

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში 19 ივნისს მოხდა – ვიკი 2 წლის გახდა, ჩემი წიწილა უკვე დიდია 🙂

ძალიან ძალიან ბედნიერი მინდა იყოს, ჯანმრთელი, ხალისიანი, ჭკვიანი, კეთილი და განათლებული. უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ <3

მთელი დღის მანძილზე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა დაბადების დღეზე, იცოდა რომ ტორტი ელოდა და უნდა ჩაექრო 🙂

მზადება წასასვლელად

Continue reading

PayLess

სრულ შოკში ვარ, გაღიმებული, ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ვზივარ . . .

ვიბადრები

და ვკაშკაშებ

დღეს მეორე პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი მაგრამ ასეთი რამე როგორ არ უნდა დავწერო არ ვიცი.

პირველად taa.ge-ს ისტორიაში, ბლოგი მოხვდა პრიალა ჟურნალის ფურცლებზე, თან ისეთი საყვარელი ტექსტი ახლავს რომ მემილიონეჯერ გადავიკითხე უკვე.

მოკლედ დღეს ჩვენთან გადამღებმა ჯგუფმა მოიტანა ჟურნალი ფეილესი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და იქ განთავსებულ ვაუჩერებს ძალიან ხშირად ვიყენებ კიდეც.

გარდა ამისა ახალი ნათების რეკლამა ყოველთვის დევს ამ ჟურნალში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენთან და თანამშრომლები იწერენ კიდეც, რათა იქ არსებული ვაუჩერები გამოიყენონ.

ხოდა როგორც კი წავიდა გადამღები ჯგუფი, გავხსენი ჩემი სახელით და გვარით დასათაურებული კონვერტი და ვათვალიერებ ჟურნალის ფერად გვერდებს, როდესაც ერთი სურათი მომხვდა თვალში, ჩემი სურათი – რომელიც სავარაუდოდ ფეისბუქიდან მომპარეს 😀 😀 😀

და უსაყვარლესი ტექსტი, როსთვისაც უზომოდ დიდ მადლობას გიხდით მთელს ფეილესის გუნდს.

ძალიან გამახარეთ, მასიამოვნეთ და მეცხრე ცაზე შემომასკუპეთ

მადლობააააააააააააააააა

გადაკარგვის მიზეზები, დღე მეორე

გამოფენა მართლაც ძალიან საინტერესო იყო ყველანაირი თვალსაზრისით, კომპანიას კარგად წაადგა, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, კარგად გავერთეთ, ბევრი ახალი ადამიანი გავიცანით და ბევრ ჩვენს პარტნიორს შევხვდით არასამუშაო გარემოში.

მეორე დღის სურათები:

ჩვენი უსაყვარლესი კლიენტები და პარტნიორები, ყველაზე საყვარელი და მხიარული წყვილი ნინკა და მირიანი, არქიტექტორები Continue reading

Highly Recommended

რა კატასტროფა გრაფიკში ვცხოვრობ რომ იცოდეთ . . .

1 წამი არ მაქვს თავისუფალი რომ დავჯდე და დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე დავწერო. სამსახურში იმდენი საქმე მაქვს – სახლშიც მიმაქვს და იქაც ვმუშაობ. ღამეები არ მძინავს ნორმალურად. მაგრამ ისეთ მაგარ საქმეებს ვარ შეჭიდებული, რომ წამითაც არ ვწუწუნებ დაღლილობაზე, პირიქით მეტი დრო რომ მქონდეს მეტსაც ვიმუშავებდი 🙂

ამიტომ ამ პატარა პოსტს დაგიტოვებთ, ძალიან რომ არ მოიწყინოთ ვიდრე მოვიცლიდე გრანდიოზული პოსტე4ბისათვის :დ

მილანში გალერეაში ვიზიტის დროს გვაჩუქეს Clarins-ის ტონალური კრემი: Skin Illusion

მე მინდა ყველას გირჩიოთ ეს საოცრად ნაზი და ძალიან მაგარი ხარისხის, ურბილესი და უგრილესი ფაქტურის, უსურნელოვანესი ტონალური კრემი, რომელიც ისე მომიხდა, ისე რომ მაშინვე დავიწყე ძებნა საიტებზე, თუმცა ჯერ ახალია და არ იყო კოსმეტიკურ ონლაინ მაღაზიებში, თუ წააწყდით ან თბილისის მაღაზიებში, ან ინტერნეტში – აუცილებლად შემატყობინეთ.

Highly Recommended By Taa – არ ინანებთ დამიჯერეთ 🙂