TFW Day 5 – wonderful surprise

თბილისის მოდის კვირეულის მეხუთე დღე იყო ყვლაზე დატვირთული სანახაობრივად, ჯერ ნიუქამერები ვარდების ბაღში და მერე ავთანდილის შოუ რიტუალების სასახლის ბაღში – რომლებსაც ვერ დავესწარი სამსახურის გამო.

საღამოს უკვე რამაზო რომა, არადა თეოს ჩვენებაზე მოვედი და რამაზოს ჩვენებამ 1 საათით დაიგვიანა და მომიწია მასზე დასწრებაც, თუმცა საერთოდ არ ვგეგმავდი და ვიკა წამოვიყვანე იმ იმედით, რომ მხოლოდ 1 ჩვენებაზე დასწრება არ მობეზრდებოდა.

თუმცა ჩემდა გასაკვირად, ამ გარემომ თვით ყველაზე მოუსვენარი გოგონაც კი მოხიბლა და გასუსული და პოდიუმთან ჩასკუპებული უდიდესი ინტერესით უყურებდა გოგონების გამოსვლას.

Tbilisi fashion week vikiko

  ეს იყო დღე, როცა ძალიან დიდი სიურპრიზი მელოდა თურმე. Continue reading →

TFW GOLA DAMIAN F/W 2014-15

06.05.2014

ეს უკვე მეორე ჩვენება იყო გოლასთვის დალოოდ ჯგუფის ფარგლებში. ვთვლი რომ ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გოლას წინა კოლექცია სრულ დეფიციტში აღმოჩნდა ძალიან მალევე ჩვენებიდან. გოლას სამოსი ძალიან წარმატებით იყიდება რუსეთშიც. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ გოლა თვითნასწავლი დიზაინერია.

მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.

_MG_5465

შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ისევე მოიწონა პუბლიკამ როგორც წინა კოლექცია. გოლას ყველა იცნობს როგორც უზომოდ შრომისმოყვარე, ნიჭიერ და ძალიან გაბედულ დიზაინერს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მას. Continue reading →