პრაღაში წასვლას ამ ზაფხულს ნამდვილად არ ვგეგმავდით და ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ პრაღაში აღმოვჩნდით ლოპოტას ნაცვლად.
მოკლედ: მას შემდეგ რაც ბავშვებს ვუქირავეთ აგარაკი და გავამწესეთ სიონში ბებიკოებთან ერთად მე და დიმამ გადავწყვიტეთ 2 ვიქენდი გაგვეტარებინა საქართველოში სხვადასხვა კურორტზე: ლოპოტა და კიდევ სადმე.
ამისთვის ვაპირებდით წლის განმავლობაში დიმას AMEX – ზე დაგროვილი ქულების გამოყენებას, მაგრამ აღმჩნდა რომ ლოპოტაზე ამექსის ქულებით შაბათ კვირას ვერ მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ პრაღაში, ბუდაპეშტში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქალაქში 4 დღით ისე რომ ვიქენდს მოაქცევ შუაში. მოკლედ გრძელ ვიქენდზე.
დავუკავშირდით AMEX-ის მოგზაურობის განყოფილების არაჩვეულებრივ გოგონას და დავგეგმეთ 4 დღიანი თრიფი პრაღაში, რომლის ფარგლებშიც ამექსი გვიფარავდა ქუთაისიდან ფრენის, სასტუმროს და საუზმის თანხას და 28 ივლისს ქუთაისის აეროპორტიდან გავფრინდით ჩეხეთის დედაქალაქში.
პრაღაში არაჩვეულებრივ ადგილას, ისტორიული ქალაქის ერთ ერთ მთავარ მოედანზე Malé Naměstí -ზე მდებარე Hotel Rott – ში ვცხოვრობდით. საკმაოდ კარგ Continue reading