გაღმა ნაპირი
არასოდეს დამიწერია ფილმის განხილვები ხოლმე, ისე ორიოდე სიტყვით თუ შევხებივარ ხოლმე. მაგრამ ეხლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ მეწერინება. მეწერინება ფილმის “გაღმა ნაპირი” შესახებ.
გუშინ მივედით 9ის ნახევრიან სეანსზე რუსთაველში მე & დიმა და ყველა ბილეთი დაყიდული დაგვხვდა. 09-ს დავეკონტაქტეთ და 22:00-ზე ამირანში გადისო. დიდად არ ვაფანატებ ამირანზე მაგრამ სხვა გზა არ იყო, მანდ წავედით. 1 საათი და 20 წუთი გვქონდა გასაყვანი სეანსამდე, ლიტერატურულში შევედით, იქ რემონტი იყო ისეთი ხმაური იდგა გამოვქანდით გარეთ. ისევ აივანზე დავსხედით ყავებით და სიგარეტით და ვისაუბრეთ ბევრი ბევრი, გუშინ რო ვწუწუნებდი სულ მენატრება დიმა მეთქი, კაკრას მისმინა ეტყობა რაღაცამ ან ვიღაცამ და მოგვცა ერთად ყოფნის დრო 🙂
რაც შეეხება ფილმს. შოკში ვარ, აღფრთოვანებული, აღშფოთებული, გაოგნებული, შეძრწუნებული და კიდევ 5 ამდენი ზედსართავი სახელი. პირველად აღვიქვი ბავშვის ბედი ასე მტკივნეულად, ალბათ უკვე მშობლის სტატუსით რომ ვუყურებდი მაგიტომ.
ჩამოვწერ პუნქტებად ჩენს გრძნობებს და ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს:
1. უფანტასტიურესი კადრებია როდესაც თედო თვალების ძალიან მაგრად დახუჭვით ცდილობს გარესამყაროდან გაქცევას. ძალიან მაგრად არის ნაფიქრი და განხორციელებული ეს დეტალი.
2. შევძრჭუნდი ის მეორე შავტუხა ბავშვი წებოს რომ ყნოსავდა, საოცრად მტკივნეულად აღვიქვი, არადა ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ესეთი უპატრონოდ მიგდებული ბავშვები, რომლებიც საზოგადოებამ კიდევ უფრო გარიყა და მათაც აგრესიის გარდა არაფერი დარჩენიათ.
3. ძალიან მეტკინა კიდევ ის მომენტები როდესაც დედას იმ ქონიან კაცთან ხედავდა და მერე ავტობუსში ფული რომ მისცა.
4. ძალიან გამიხარდა ფილმში აჩის ა.კ.ა. DJ GREENBEAM-ის დანახვა. საუკუნეა არ მინახავს. მართალია დურაკული როლი აქვს მაგრამ ძაან საყვარელი ადამიანია ცხოვრებაში.
5. სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო იმ საწყალი სოფლელი გოგოს გაუპატიურების და თედოს საქციელის სცენამ.
6. ლამის ვიტირე ხიდზე მკვლელობის სცენის დროს
7. ძალიან მაგარი იყო აფხაზეთში უცხო ოჯახში, შიშისგან საწოლის ქვეშ რომ სძინავს. ძალიან შემეცოდა ერთი ციდა 12 წლის ბავშვი აგრესიულ გარემოში მარტოდმარტო.
და ბოლოს ის შოკისმომგვრელი ცეკვა. არა ჯერ ტირილი და მერე ცეკვა … რაღაცა მინდა დავწერო ისეთი სულისშემძვრელი მაგრამ ვერ ვწერ. ძალიან მაგარი კადრი იყო. და ძალიან მაგრადაც დასრულდა, მეტი არც იყო არაფერი საჭირო. ბრავო პატარა თედოს ასეთი შესრულებისათვის და ბრავისსიმო ფილმის რეჟისორს – გიორგი ოვაშვილს.
თუმცა იქ იყო ერთი დეტალი: კაცი რომელიც ქუდს იხდის და რაღაცნაირად შეჰყურებს თედოს. მეც და დიმასაც ისეთი შეგრძნება დაგვრჩა რომ ეს იყო თედოს მამა, რომელსაც ასე გამწარებით ეძებდა პატარა ბიჭუნა.
ხომ არიან დედამიწაზე ადამიანები, რომლებსაც სითბო და მოფერება სჭირდებათ … 🙁
ვაა : ) ანუ ძალიან კმაყოფილი ხარ : )
მე ვაპირებ ამ დღეებში წასვლას, შენი პოსტით კიდევ უფრო მომინდომე : ))
კი, კი …
აუცილებლად ნახე
vai taa, ici ramdeni vitiree.. ai xidze rommkled isbichiiqedan davicye da.. martla dzalian magari filmia. me da dudim gadavcyvitet exla xelfass rom aviget rame shdarebit martivi IPOD vuyidot am bavshvs da sofelshi chavutanoit. umagresad tamashobs 🙂
xidze rom mokles is kaci mec lamis camskda tirili magram tavi shevikave….martla umagresi pilmia. vinc naxavs mnixvdeba rom laparakic zedmetia…namdvilad magari pilmi gadaiges da ai sagooool ra:))
ვაა, ყველამ ვინც რევიზია დაწერა, ყველა აქებს, დამაინტერესა და ვნახავ უეჭველი ამ ფილმს უახლოეს მომავალში 🙂
მეც რამდენიმე რეცენზია წავიკითხე და ჩავთვალე რომ ნანახი მაქვს.
აი 2012 კი წავალ.
ბევრმა იფიქრა, რომ ბოლოს თედოს მამაა, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ მასე იყოს. მაგ შემთხვევაში, მარტივი და სერიალური დასასრული გამოვა, თანაც ნაწარმოებში მაგის მსგავსი არაფერია, როგორც მახსოვს. ფილმი კიდევ წედმიწევნით მისდევს შატაიძის მოთხრობას…
Nino
ხოდა ეგაა რეჟისურის საოცრებები ზუსტად.
ტიპმა ჩაიფიქრა ალბათ და განახორციელა.
მართალი ხარ არ უნდა იყოს ეგ კაცი მამა, მაგრამ კარგად არის ეგ კადრი ჩასმული
მიყვარს ეგეთი ფილმები, მარტივი და დაღეჭილი დასასრული რომ არ აქვს
ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, ალმ ბოლო დროს სულ სისულელებს იღებენ ხოლმე, ამ ფილმს კი ბევრი შექება ეკუთვნის.