Archive for the ‘FASHION, FASHION BLOG’ Category
სეზონური სეილები დაიწყო მთელს დედამიწაზე, ინტერნეტ თუ არაინტერნეტ მაღაზიებში. სამწუხაროდ ქალაქში არსებული მაღაზიების სეილებზე ვერაფერს დავწერ – რადგან ვერსად ვახერხებ გასვლას, მაგრამ ინტერნეტ მაღაზიების ზოგიერთ საინტერესო სეილს შემოგთავაზებთ
მე პირადად ძალიან მიყვარს სეილები და განსაკუთრებით ისეთი სეილები 30%ზე მეტი რომ არის ხოლმე. სწორედ ასეთი სეილის დროს წინა კვირაში გემრიელი შესყიდვები განვახორციელე :
ამჯერად მინდა ინტერნეტ მაღაზია ATHLETA-ს რამდენიმე საინტერესო სეილი გაგაცნოთ:
1. საცურაო კოსტუმები ჭრელა-ჭრულა თუ ვინმეს გიყვართ აქვთ საკმაოდ კარგ ფასებში 14.99$ + 14.99$
გავაგძელებ თემას და ამჯერად ისაბელის ბოლო კოლექციას შემოგთავაზებთ.
შემოდგომა -ზამთარი 2010 – 2011
მაგრამ ვიდრე უშუალოდ გადავიდოდე კოლექციაზე, თავად დიზაინერს მინდა შევეხო:
საკმაოდ წარმატებული და ცნობილი დიზაინერია არა მხოლოდ საფრანგეთსი არამედ შტატებშიც და განსაკუთრებით ჰოლივუდში. მისი ბოჰემური სტილი ძალიან მოსწონს კამერონ დიასსა და კირსტენ დანსტს და ერთგული კლიენტები არიან
Isabel Marant – ფრანგი გოგოშკების საყვარელი მარკა, რომელიც 1984 წელს მხოლოდ აქსესუარებით დაიწყო და უკვე 1994 წლიდან სამოსის კოლექციებსაც ქმნიდა ..
მინდა გაგაცნოთ ეს ბრენდი ვინც არ იცის
spring-summer 2010
1. ამ აუთფიტში ყველაფერი მომწონს

2. სიამოვნებით მექნებოდა ეს კაბა

3. ეს იუბოჩკაც
რამდენიმე კვირაა ძალიან პირად პოსტებს ვწერ და სულ ამოვვარდი ბლოგის ჩარჩოდან …
ამჯერად მინდა მოდას მივუბრუნდე ცოტათი, სანამ ზაფხული დაგვემშვიდობება თვალი გადავავლოთ საცურაო კოსტუმების შემოთავაზებებს:
სიას ამჯერადაც 8 პუნქტად გავაკეთებ.
1. OndadeMar – 110$

2. Nicole Olivier 202$
რამდენი ფული უნდა გქონდეს ქალს რომ იყიდო ყველაფერი რაც გჭირდება და ხანდახან ისიც რაც უბრალოდ ძალიან გინდა?
ძალიან ბევრი, იმიტომ რომ უმეტესობა ჩვენთაგანის ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს საჭიროებებსაც კი. ჩემი თავიდან დავიწყებ, რამდენი რამე მინდა რაც არ მაქვს და ვერ ვყიდულობ. კი არ მინდა მჭირდება. ხოდა ფული არ მაქვს
ხოდა ძალიან ცუდი, არადა რა ლამაზ ნივთებს ქმნიან რო მომანდომონ ყველაფრის ქონა
1.Lanvin Aumoniere Evening Bag
ულამაზესი ჩანთაა, არადა ფაქტიურად მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ დაიჭერ და რამდენი უნდა გადაიხადო? 770$ – ვოტ ტაკ, როგორი გადასახდელია? ჩემთვის საკმაოდ რთული

2.Meredith Wendell Mr.3 Bags
ან ესენი, უსაყვარლესები, რა სიამოვნებით დავიჭერდი და დავდებდი მაგიდაზე სადმე კაფეში გოგოშკებთან ერთად რომ ვიჯდებოდი(518$)

3.Christian Louboutin Straratata Glitter Sandals
ლაბუტენი რომ ჩემი სიყვარულია ჩემმა მკითხველმა კარგად იცის, როგორც კერის უყვარს მანოლო ბლანიკი ისე მე მიყვარს ცემი კრისტიანი, მაგრამ ერთი უდიდესი განსხვავებით, არც ერთი ფეხსაცმელი არ მაქვს მისი. შორიდან მიყვარს და ვტკბები. აბა 1045$ როგორ გადავიხდი ამაში?

4. Chanel Skis
აბა მოთხილამურეებო და სრიალის მოყვარულებო, ვინ ხართ მზად 4055$ გადაიხადოთ ამ თხილამურებში?
არის აქ ვინმე ასეთი? :დ

5. Swarovski Idomeneo Crystal Pocket Binoculars
950$ სულ რაღაც

6. Van Cleef & Arpels Lucky Alhambra Necklace

7.Bottega Veneta Embellished Hair Comb
ეს არა იმიტომ რომ მჭირდება, არამედ იმიტომ რომ მომწონს და იმიტომ რომ ვენეტაა, ვენეტას კოლექციებს კიდე გულგრილად ვერ ვუყურებ ხოლმე, მისი კაბების ერთიორ მოდელზე შეყვარებული ვარ ყურებამდე
560$

8. Marni Chain Necklace





