ერთ ერთი საუკეთესო პარიზულ ჩვენებათაგანი – Viktor & Rolf. დეფილე რომელიც გახდა ერთ ერთი ყველაზე უფრო განხილვადი და ცნობადი მოდის სამყაროში.
თითქოს მოდის სათავეებთან მდგომ ხალხს ვეღარაფრით გააკვირვებ, მაგრამ ამ წყვილმა ეს შეძლო. მათ სცენაზე გამოუშვეს მოდელები კრეატიულ სამოსელში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ გრავიტაციის კანონებს. შთაგონებად აღნიშული კოლექციისათვის დიზაინერების ნათქვამით, იქცა ფინანსური კრიზისი. ყველა ჭრის და კვეცავს ბიუჯეტებს და ჩვენც შევკვეცეთ და დავკუწეთ საღამოს კაბები – გაიხუმრა როლფმა 🙂
სცენას ამშვენებდა მბრწყინავი უდიდესი გლობუსი, მეორე მხარეს კი მომღერალი როიშინ მერფი. ფეხმძიმე მომღერალი დიზაინერებმა პირამიდისებრ ტიულის მოსასხამში შეფუთეს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრმა განაცხადა რომ კოლექცია აბსოლუტურად არ არის ცხოვრებისათვის განკუთვნილი, ის მაინც აღმოჩნდა შთაგონება და ახალი სუფთა ჰაერი პარიზის მოდის კვირეულის დახუთულ შენობებში.
ისე დადიან მგონია ან ეხლა წაიქცევიან ან ეხლა თქო : ს
მაგათ ყურებაში მეც დავიძაბე : დ
ბოლოს რა ქართველებივით ადრე წამოიშალნენ
V&R სერიოზული სასტავია.
მინდოდა მაგაზე დაწერა, თან მეზარებოდასავით… ახლა აღარ დავწერ 🙂
😀 😀 😀
ზაან ასწორებს