GAP & ერთი fashion ბლოგერი

2009 წელი განსაკუთრებული იყო fashion ბლოგერებისათვის, როგორც იქნა მსოფლიომ ისინი შეამჩნია … fashion ბლოგინგის სამყაროში ოქროს ხანა დადგა. fashion ბლოგერებს იწვევენ ჩვენებებზე და პირველ რიგებში უთმობენ ადგილებს, სტატიებს უთმობენ ყველაზე წამყვანი პრიალა ჟურნალები, მათთან თანამშრომლობენ ყველაზე ცნობილი ბრენდებიც კი …

და fashionბლოგოსფეროდან მე გამოვყოფდი ერთ ერთ ყველაზე იღბლიან “ბლოგერკას” – გარანს დორ, რომელსაც ერგო პატივი და ისეთმა ცნობილმა ბრენდმა როგორიცა არის GAP – თანამშრომლობა შესთავაზა.

თავიდან საუბარი მიდიოდა გარანსის ნამუშევრების იმპროვიზირებული გამოფენის მოწყობაზე GAP-ის pop-up მაღაზიაში ლონდონის მოდის კვირეულის განმავლობაში. შემდეგ ეს გამოფენა არ შედგა და ახალ მოლაპარაკებაზე გადაერთო ორივე მხარე. GAP- მა გარანსს შესთავაზა მისი საკუთარი სკეჩებით შეექმნა მაისურების ლიმიტირებული კოლექცია. ყოველი დიზაინი უნდა ყოფილიყო 69 ცალი – რა მუღამი იყო ამ 69 ცალში მე არ ვიცი მაგრამ ასეც მოხდა. გარანსმა 3 სხვადასხვა დიზაინი შექმნა და GAP- მაც გამოუშვა მისი 207 ცალი მაისური.

dore-design

GAP – სათვის ეს გარიგება კაპიკები ღირდა, მაგრამ სანაცვლოდ ისეთი მედია გამოხმაურება მიიღო რომ ვერც კი იფიქრებდნენ. მაისურების გულისათვის, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, მოდის მიმდევარი გოგონები თავპირს იმტვრევდნენ. სერიოზული ომი გაჩნდა ამ მაისურების მოსაპოვებლად. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1 წლის წინ GAP-ის მაისურები საკმაოდ არაპოპულარული იყო გაყიდვებში.

სიახლე ამ კოლაბორაციის შესახებ ყველა fashion საიტს მოედო, (ჩემსასაც 🙂 ) კოლეტში გაიმართა ავტოგრაფ სესია, სადაც მაისურების დიზაინის ავტორი სიამოვნებით ავრცელებდა თავის ავტოგრაფებს. GAP – მა ახალ სეზონზე must have პოზიცია დაიკავა.

მართალია GAP-ის 40წლიანი არსებობის მანძილზე ეს არ იყო ერთადერთი თანამშრომლობა, მაგრამ უდაოდ ერთერთი  ყველაზე  წარმატებული. თავად გარანსი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან და ინტერვიუს დროს განაცხადა: “My first t-shirts, my first real exhibition, my first cold sweats with the printer, the first time I’m really able to have some perspective on what I’ve been doing on this blog for three years… What an adventure.”

მსოფლიომ დაიწყო fashion ბლოგერების შემჩნევა და დაფასება, საინტერესოა ჩემს ბლოგს თუ შეამჩნევს ვინმე?

Comments

comments

11 thoughts on “GAP & ერთი fashion ბლოგერი

  1. mr.picasso says:

    და ზოგადად ბლოგებს თუ შეამჩნევს ვინმე 🙂 ჩვენთან ხომ ასავალ -დასავალს უფრო კითხულობენ ვიდრე ბლოგებს 🙁 მოკლედ საახალწლოდ ჩავიფიქროთ და იმედია აგვისრულდება.
    წინასწარ გილოცავ დამდეგ ახალ წელს გისურვებ ბევრად მეტ ვიზიტორს და რომ შენც ასევე შეგამჩნიონ ცნობილმა დიზაინერებმა თუ პრიალა ჟურნალებმა .

  2. Taa says:

    beauty blog

    შენი ბლოგი დღეს შევამჩნიე, მაგრამ კომენტარი ვერ დავტოვე და აქ გეტყვი
    დააკორექტირე შენი ასაკი, თორე ერთ ტექსტთან შეუსაბამობაში მოდიხარ 🙂

  3. Lord Vader says:

    შენი ბლოგი მე შევამჩნიე. 🙂

    ჩემი აზრით არის ერთი ძალიან მაგარი ფ-ბლოგერი. მისი სახელია ქრის ჰოგანი. რალფ ლორენის ქსელის მენეჯერი იყო თავის დროზე.
    აქვს ძალიან კარგი გემოვნება და წერს ძალიან კარგად. სხვადასხვა ფ-ჟურნალთან თანამშრომლობს და არის კერძო კონსულტანტი იმ ტიპებისთვის, ვისაც ფული აქვს, მაგრამ არ იცის რომ შავ კოსტუმზე შავი პერანგის ჩაცმა და ზედ კიდევ თეთრი ჰალსტუხი არის უდიდესი გოიმობა. 🙂

  4. beauty blog says:

    რატომ ვერ ტოვებ კომენტარს? ეხლა შევამოწმე და ყველაფერი წესრიგშია :)ასაკი შევასწორე…

    Lord Vader
    ამ ასაკში აკორექტებენ :D:D:D

  5. Lord Vader says:

    მინდა გითხრა, რომ შენი ბლოგის მისამართი რომ გქონდა ამობეჭდილი პატარა ფურცლებზე და ლამფოჩქეის ყუთებში რომ ჩააწყვე – ძალიან მაგარი მარკეტინგული სვლა იყო.

    ახალი ნათურა რომ ამოვიღე ყუთიდან და რაღაც ქაღალდი ამოყვა – ჯერ საგარანტიო მეგონა – მერე დავხედე და თურმე ბლოგის მისამართია.
    მე პირადად შენი ბლოგის მისამართი ეგრე გავიგე და უამრავმა თბილისელმა ალბათ.

    2010-შიც გისურვებ მსგავს კრეატიულ იდეებს.

  6. Taa says:

    მადლობა საყვარელო ასეთი კრეატიული იდეის მოწოდებისათვის
    მაგრამ ეგ ჩემი სეგმენტი არ არის -კაკ გავარტსია

    მე შენი ბლოგის მისამართი ლაკოსტეს სვიტერის იარლიყზე წავიკითხე
    ამიტომ გყავს მხოლოდ გემოვნებიანი მკითხველი 😀

  7. Sweet says:

    ნუ ნერვიულობთ, ხალხო, ყველა ყველაფერს შეამჩნევს!

    განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მართლა გულით გინდათ რომ შეგვამჩნიონ. და ის რაც გულით გვინდა, მთელი სამყარო მომართული იქნება მის შესასრულებლად.

    ოღონდ წარმატების მიღწევას სჭირდება ბევრი შრომა და ცოტა გამართლება.

    ჩვენ ჩვენი “შრომა” შევასრულოთ და იღბალიც სადღაც აქვეა ჩასაფრებული – just around the corner!

  8. Valley Girl says:

    თუ მარტო მოდაზე დაწერ შეიძლება შენც მიაღწიო ერთხელ
    მაგრამ მაინცდამაინც ბიჭოლას ბალიშებზე წერას თუ არ დაიწყებ დაგვავალებ
    ისედაც ყავს მაგას თავისი პიარისტკა 🙂 😀 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *