Yves Saint Laurent “Manifesto”

თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია თავის თავზე ამა თუ იმ კომპანიის დაირექთ მარკეტინგის უნიჭო სვლები, იქნება ეს ფოსტით მოსული უსარგებლო და არაფრისმთქქმელი ინფორმაცია, უაზრო და ტვინის წამღები მესიჯები თუ სხვა რამე, შეგიძლიათ კომენტარებში განავრცოთ.

manifesto2მაგრამ მარკეტინგიც არის და მარკეტინგიცო თქვეს Yves Saint Laurent -ში და წამოიწყეს დიდი პარტიზანული და პირდაპირ მარკეტინგული აქციები ბრენდის სიახლეების განვრცობისა და ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით. საუბარია პროექტზე Manifesto.

Manifesto – ეს არის 20-30 გვერდიანი ბუკლეტი, რომელშიც წარმოდგენილია კოლექციების ფოტოები, გარკვეულ პერიოდზე გარკვეული მოდელების მიერ.  2007- 2008 წლის შემოდგომა -ზამთრის კოლექცის წარმოადგენს ჯიზელ ბუნდჰენი, 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას კეიტ მოსი, შემდეგს ნაომი კემპბელი, მერე კლაუდია შიფერი და ბოლოს 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას კრისტი ტარლინგტონი.

manifesto5ადამიანები დილაადრიან დგებოდნენ და    რიგებში იდგნენ ამ ბროშურის  მოსაპოვებლად,    დაჟე ისინიც კი     ვინც ვერ მოიპოვა,    შემდეგ ებეიზე ყიდულობდნენ მათ თანაც საკმაოდ კარგ ფასში. ცოტა სიგიჟეა ხო დამეთანხმებით, მაგრამ ამ კონკრეტულმა აქციამ უდიდესი პოპულარობა მოუპოვა ბრენდს.

ამ ბულეტს ფასს მატებდა მისი ჩანთაც, ეს იყო ნაჭრის ჩანთა სტეფანო პილატის ექსკლუზიური დიზაინით. გარდა ბუტლეტისა ჩანთაში სხვადასხვა საჩუქრებიც იდო ხოლმე მაგალითად ფლეშკა გულის ფორმის. ძირითადად ხალხი სწორედ ამ ჩანთის გამო ნადირობდა აღნიშნულ პრომო მასალაზე, რადგან უმეტესობა ფიქრობდა რომ თუ ამ ჩანთით ივლიდა უფრო მაგარი როჟები იქნებოდნენ 🙂

აქცია Manifesto ბრენდმა ჩაატარა მიზნით: მოსახლეობის ყურადღება გადაეტანა აქსესუარებიდან ტანისამოსზე, მაგრამ გათვლა სწორად ვერ მოხერხდა და Manifesto_ების ჩანთებში ჩადებამ კიდევ მეტი აქცენტი გააკეთა აქსესუარებზე. თავად ბრენდი დიდი ხანია უკვე ძირითადად აქსესუარების გაყიდვით საზრდოობს.

Manifesto_სთვის გადაღებების პროცესი, ბროშურის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიდო საიტზე, გავრცელდა ფეისბუქით და ტვიტერით და შესაძლებელი გახდა მისი ონლაინ გადმოქაჩვაც

manifesto3ბუკლეტი, რომელიც დაიბეჭდა ნახევარ მილიონიანი ტირაჟით, უფასოდ ვრცელდებოდა პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს, ჰონკონგისა და სეულის ქუჩებში. ხოლო ჩანთები კი მხოლოდ რამდენიმე ათას იღბლიანს ერგო.

ძნელია შეაფასო აღნიშნული აქციის კომერციული მომგებიანობა.   Manifesto საკმაოდ სოლიდურად ღირებული პრომო მატერიალია, თუმცა ამავე დროს ერთ ერთი ყველაზე განხილვადიც. ის არის მილიონობით მოდის მიმდევარის სურვილის საგანი, რომლებიც წერენ მის შესახებ ბლოგებზე და აქედან კიდევ დამატებითი ბენეფიტი აქვს ბრენდს რეკლამის სახით. აი მეც თქვენ ჩემს მკითხველს გეკითხებით, ყველამ იცოდით ამ აქციის შესახებ? და თანაც მიუხედავად იმისა რომ ბუკლეტები დარიგდა აბსოლუტურად უფასოდ, ის რაღაც დოზით მაინც ექსკლუზივად დარჩა.   თუმცა ეს აქცია შეიძლება ასეთი მასობრივი არც ყოფილიყო რომ არა ზუსტად დაგეგმილი და თანამდევი მხარდამჭერი კამპანია, რომელის იყო აჟიოტაჟების ინიციატორი. არადა მართლაც შეიძლებოდა ბევრის საფოსტო ყუთში ეს ბუკლეტები გაუხსნელად დარჩენილიყო 🙂

MANIFESTO …

Comments

comments

2 thoughts on “Yves Saint Laurent “Manifesto”

  1. antimelancholy says:

    ცოტა მეგომება რა მსგავსი რამ.. კი აიტაცეს, მაგრამ ხალხი გააფანატებს ნებისმიერ Yves Saint Laurent-ის ივენთზე & უაზრო იდეაზე, მით უმეტეს რომ ნაომი, კეით მოსი, ჟიზელი , კლაუდია შიფერი & მსავსი სახეები იყვნენ ჩართული ამ აქტივობაში..

    არის ბრენდები რომელსაც სუპერ-Fეშენ-ძერსკუალობაში ამოვლებული რეკლამა თუ არ აქვთ & ასეთვე აქტივობები, ჯობს საერთოდ არაფერი ქნან ფიარ კუთხით.

    არამგონია ამ დემონსტრაციით YSL-ის პოპულარობა გაზრდილიყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *