ალკოჰოლური სასმელი და კოქტეილები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.არა მხოლოდ ღამის კლუბებში არამედ კაფეებსა და ბარებშიც უამრავ ადამიანს ნახავთ გემრიელი კოქტეილების წრუპვით გართულს, მე პირადად ჩემი შევებულების ყოველი ღამე ახალი კოქტეილების და ახალი სასმელების დაგემოვნებას მივუძღვენი და ძალიან საინტერესო ვერსიებიც აღმოვაჩინე. ერთი პერიოდი იდეას კი გამიჩნდა ინტერნეტში რეცეპტებს ვნახავ, ინგრედიენტებს ვიყიდი და სარამოობით სახლში გავერთობი მეთქი, მაგრამ მალევე უკუვაგდე ეს იდეა, “პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო” ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ჩემი კოქტეილები ისეთი გემრიელი და დახვეწილი ვერასოდეს იქნება როგორც უკვე გამოცდილი ბარმენების.
ამიტომ ინტერნეტში მხოლოდ ყველაზე ძვირიანი კოქტეილების მოპოვებით შემოვიფარგლე და მინდა გაგაცნოთ ისინი:
1. ყველაზე ძვირიანებს შორის ყველაზე იაფი კოქტეილი “Warp Core Breach” აღმოჩნდა, რომელიც სულ რაღაც 29.5$ ღირს, შეიცავს ლიქიორს, რამდენიმე სახეობის რომს, კიდევ რაღაც ალკოჰოლს და წვენებს. კოქტეილი მიძღვნილია რომელიღაცა “კოსმოსური ამბების” ფილმისადმი.
2. შემდეგი მოდის ქალების საყვარელი მარგარიტას ერთი ქვესახეობა “Goddess Elixir Margarita” , რომელიც არის საკმაოდ მაგარი სასმელი და ღირს 99$. კოქტეილი შეიცავს ტეკილას, სიროპებს და კიდევ რაღაც რაღაცეებს :დ
3. Liquid Gold – რომლის ფასიც არის $175. რომელიც შეიცავს Louis XIII Cognac, Krug Grand Cru Champagne და სხვა საკმაოდ ძვირიან სასმელებს.
სურათი ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ, ნამდვილი ამ კოქტეილის ინტერნეტში, მხოლოდ ხელნაკეთები ვნახე რადგან ნამდვილი ლიქვიდ გოლდი ექსკლუზიურად მოდის სპეციალური ოქროს ქაღალდის შეფუთვაში, ფორთოხლის ნაჭერთან ერთად.
4. Seablue Martini – რომლის ფასიც არის $275
სასმელი მომზადებულია სუპერ პრემიუმ არაყთან ერთად და მოდის ბელუგას ხიზილალასთან ერთად.
5. High Roller Martini – რომლის ფასი უკვე ოთხნიშნაა და $1,000 ღირს 🙂 ფასი გამოწვეულია ბრილიანტის ბეჭდით, რომელიც ამ კოქტეილს მოყვება როგორც სიკეთის განსახიერება, რადგან ამ ბეჭდების შეძენაში გადახდილი თანხები ქველმოქმედებას ხმარდება 🙂
6. King Richard’s Pride – ფასი $1,000
შემადგენლობა : Hennessy Richard, Dom Perignon Rosé 1996 და Chambord Liqueur Royale de France. ეს რა თქმა უნდა არის მხოლოდ ნაწილი ინგრედიენტებისა, თუმცა უკვე რამდენიმე ასეულ დოლარს აღწევს 🙂 კოქტეილი იყიდება მხოლოდ ბაკარას სპეციალურ ჭიქაში, სხვა ჭიქით ის უბრალოდ არ მოაქვთ.
7. The Presidential – ფასი $1,000. შეიცავს Remy Martin Louis XIII cognac და Dom Perignon champagne.
სურათი სამწუხაროდ არ მომეპოვება
8. Duvet Passion – $1,500 სასმელი შეიცავს ყველაზე ძველ, ძვირიან და იშვიათ კონიაკებს და შამპანურებს და მოდის აუცილებლად ორქიდეასთან ერთად
9. High Limit Kir Royale – $2,200
ასევე შეიცავს ძალიან იშვიათ და ძვირფას სასმელებს
და ბოლოს
ყველაზე ძვირი კოქტეილი : 3000$ Ménage a Trois
შეიცავს : Cristal Rosé, Hennessy Ellipse და Grand Marnier Cent-cinquantenaire
მე მოხიტო მომწონს, რომელიც ამ საიაში არ არის:):)
http://shu84.blogspot.com/
მოხიტო იაფიანი კოქტეილია 🙂
აქ კიდე ძვირიანებია ჩამოთვლილი
თათა რა გინდოდა?5 წთი მქონდა თავისუფალი, გადავიკითხე და იმას თავი დავანებოთ,რომ ეგრევე ქლაბინგის ხასიათზე მოვედი,რაღა დამალევინებს რედ ბულ ვოდკას?და ჩემი უსაყვარლესი ლონგ აილენდ აის თიი სადღაც ჩამობუნძულდა…:)))))))
კარგია, ვიცოდეთ რა შეიძლება ვინატროთ:)))
Roisin
აი ამიტომ მევასები და ამიტომ ვუგებთ ერთამენთს რაა 🙂
რა ამ თემის პასუხია და გუშინ სრულიად შემთხვევით ქალბატონი თათა არ გავჩითე YouTube-ზე. კოქტეილთან არაფერ შუაშია ის ნათურები მაგრამ მე მაინც ვაკომენტარებ
გოგლიკო
რა ვიდეო ნახე? იუთუბზე იმდენი მაქვს ატვირთული 🙂
http://www.youtube.com/watch?v=k-AaW4NsgBo
მე ეს ვნახე, რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი. taa.ge-ზე მეგონა თავი 😀
კიდე გაქ ვიდეოები?
კიი, იუთუბზე ჩემი ჩენელი მაქვს tatushka55 და მანდ არის ბევრი ვიდეო 🙂
ჩემები, ვიკიკოსები, მოდების ჩვენებები და ასე შემდეგ 🙂
სათაურში ,,ძვირადღირებული” მაინც დაგეწრა:))
:))
მართალი ხარ, მადლობა
ჩავასწორებ 🙂
tatushka მომეწონა. ჩემს პატარას ვეძახით
ბოლო 5-ს შევსვამდი სიამოვნებით
გეთანხმები, კოქტეილები მართლაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა
რა ჯობია კარგ, გემრიელ და გრადუსიან კოქტეილს და მეგობრებთან ერთად ლაქლაქს კარგ გარემოში
მე გაგაცნოიბთ ჩემს აზრსა და რეიტინგს კოქტეილების თაობაზე, რომლებიც თანამედროვე მაღალი კლასის რესტორნებსა და სასტუმროებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და ხშირად ვაგემოვნებ ჩემი გაუთავებელი ვიზიტებისა და მოგზაურობების გამო. რეიტინგის პირველ ადგილს “მარტინი ქვაზე” იკავებს, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ ნიუ-იორკშია შესაძლებელი. ჭიქა სასმელი 10 ათასი დოლარი ღირს. მეორე პოზიციაზე “ბრილიანტის კოქტეილი” გავიდა, რომელიც ლონდონის “პიანო ბარში” იყიდება. კოქტეილის ღირებულება 4350 დოლარია (მე დიდად არ მომეწონა). სამეულს კი “საფირონის მარტინი” ასრულებს, რომლის დალევაც კონექტიკუტის შტატში, კაზინო “ფოქსვუდთან” არსებულ რესტორანში შეიძლება. სასამელი 3 ათასი დოლარი ღირს.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილების რეიტინგის დანარჩენი ადგილები კი ასე გადავანაწილე:
4. “პლანეტის ვნება” – 1500 დოლარი.
5. “მაი ტაი” – 1400 დოლარი.
6. “მაჟე ნუარი” – 550 დოლარი.
გოგლიკო 🙂
მადლობა, გაიხარე
შენ ჩემი ბლოგის მონაპოვარი ხარ 🙂
დიდი მადლობა. მიხარია თუ ასეა ….