“You have brains in your head. You have feet in your shoes. You can steer yourself in any direction you choose. You’re on your own.
And you know what you know. You are the guy who’ll decide where to go.”
ტარაააააააააააამ 🙂
Cambridge Study-ს კურსი : “PR მენეჯმენტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა” დასრულებულად გამოცხადდა 🙂 ქუდები არ აგვიქნევია ჰაერში, მაგრამ პროექტის დაცვა გვქონდა საოცრად სახალისო.
მთელი ჯგუფი 3 ნაწილად იყო დაყოფილი, თითოეულ ჯგუფს უნდა მოგვეფიქრებინა პროდუქტი, გაგვეკეთებინა ბრენდინგი, ბაზარზე შესვლა და პიარ კამპანია. გავაკეთეთ ლოგო რომელიც დავახატინეთ დიზაინერს, დავბეჭდეთ ლოგოები მაიკებზე რომლებიც გვეცვა პროექტის წარდგენისას, დავარიგეთ ფლაერები ინფორმაციით.
ჩვენმა ჯგუფმა სადაც ვიყავით მე სალი და თამთა ავირჩიეთ რეალური პროექტი, ბავშვის სლინგები, რომელიც სალიმ მართლაც უნდა შეკეროს და გამოუშვას ბაზარზე.
იქ მყოფი გოგონებისათვის საკმაოდ საინტერესო თემა აღმოჩნდა.
მეორე ჯგუფს ჰქონდა ფეხსაცმელი “ნავაროტკებით”, რომელსაც არ გავამხელ
ხოლო მესამე ჯგუფს ჰქონდა პიცერია “თირნიკე გურულთან”, ეს იყო ყველაზე მაგარი და სახალისო პროექტი, მათ მართლა შეუკვეთეს და მოგვართვეს პიცა 🙂
შემდეგ მივირთვით ბრენდირებული ტორტი, გუდვილის გამომცხვარი, უგემრიელესი უნდა აღვნიშნო. . .
და ბოლოს დაიწყო ყველაზე საინტერესო, დიპლომების გადაცემა, თორნიკე სათითაოდ გვახასიათებდა და უნდა გამოგვეცნო ვისზე იყო საუბარი. ჩემი დახასიათება ძალიან მომეწონა და მესიამოვნა. ჩემი ბლოგიც არ გამორჩა რაც ყველაზე სასიამოვნო იყო 🙂
მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კურსის, მინიმალურ თანხად მივიღეთ ცოდნაც, გამოცდილებაც, ახალი ძალიან კარგი ნაცნობებიც იმედია მეგობრები მომავალში, რაც მთავარია ბიზნეს პარტნიორები და უამრავი ხალისიანი საღამო.
ალბათ 3-4 თვე დავისვენებ ჩემს ვიკისთან ერთად და გაზაფხულზე კიდევ მინდა მათთან ერთი კურსის გავლა .
ჩემს ჯგუფელებს და ლექტორებს კი წარმატებას ვუსურვებ ყველას, დიდი სიყვარულით და პატივისცემით 🙂
გილოცავ!! გილოცავ!! გილოცავ!!!…
გილოცავ პირველ რიგში და შენი ვიკის სურათები დადევი რა ახალიო აქ. მომენატრა პატარა ვიკი..საყვარელი
მადლობა გოგონებო
ვიკისთან ეხლა უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე 🙂 და დავდებ აუცილებლად
თათა გილოცავ, მაგარია:* ვებ-გვერსი აკვს კემბრიჯ სთადის? ან სად შეიძლება ისი კურსების ნახვა? მადლობა:*
გილოცავ თააა!!!მოკლედ ისეთი ენერგიული ხარ რომ ყველაფერს ასწრებ!წარმატებებიიიი:*
გილოცავ :*
მადლობა გოგონებო
სალო აი აქ ნახე
http://www.facebook.com/cambridgestudy
გილოცაავ : ))
ასეთი ჯგუფი აგარ იქნებააა:)
მე თათა ისევ მივედიი ანუ გავაგრძელეე მაგრამ ჩვენი ჯგუფიი რაღაც ძალიან კარგი გამოვიდაა ამ ახალ ჯგუფში არვარ ისე კომფორტულად, თუმცა მაინც საინტერესოოააა:)) მოკლედ მეც ვფიქროობ რომ მართლა საინტერესოო კურსი იყოოო!
გილოცავ კიდევ ერთხელ
მართლა ძალიან საინტერესოო ჯგუფიი შევიკრიბეეტ და თან ძალიან კარგი ტრენერეები, ამიტომ ცოტაა გულიიიც კი მწყდება რომ დამთავრდაა ჩვენი სწავლაა, მე და ქეთიმ გავაგრძელეთ და სხვა კურსსზეც დავდივართთ, მაგრაამ ჩვენიი კურსიი უფროო მაგარი იყოოო:))) მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ და რაიციი იქნებ გაზაფხულლზეეც შევიკრიიბოოოთ:))
გილოცავ თაა, წარმატებები მუდამ და ყველაფერში :*
რა ღირდა კურსი თუ საიდუმლო არ არის? 🙂
თათ მალე შევხვდეთ:))
ყველას დიდი მადლობა
გვანცა
კურსი ღირდა 445 ლარი, არავითარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს 🙂
თამთა
თამ, სამშაბათს, ოთხშაბათს, ენი თაიმ
ოკ, აი’მ რედი:)))***
გილოცავ 🙂