Ferrari Park, ოფიციალური სახელწოდებით კი Ferrari World, მსოფლიოში უდიდესი “ინდოორ” პარკი, ემირატების დედაქალაქ აბუდაბიში მდებარეობს და 2010 წელს გაიხსნა.
Abu Dhabi
ეს არის ადგილი სადაც შედიხარ და ვერ გამოდიხარ, ამ ფრაზის სრული ემოციური მნიშვნელობით. ეს არის გართობისთვის, დასვენებისთვის, ბავშვების გაბედნიერებისათვის და ადრენალინის გამოყოფისათვის საოცარი ადგილი. დახურული პარკი 200 000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მხოლო 2 აუთდორ ატრაქციონი აქვს, ჩქაროსნული გზები.
ან ზღაპრული პარკის არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Benoy-ს, ეს არის ბრენდი რომელიც აერთიანებს უამრავ არქიტექტორს, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერს მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას 11 ოფისი აქვს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, დაფუძნდა ბრიტანეთში და დღეს ჰყავს 500 უნიჭიერესი დასაქმებული.
პარკის არქიტექტურა, განლაგება, ინტერიერი და სერვისი საოცრებაა ნამდვილად!!!
თუმცა არც ისეთი იაფიანი სიამოვნებაა, ტური რომელიც კაცზე 110$ ჯდება მოიცავს მხოლოდ შესვლის ბილეთს და ლიმუზინით ტრანსპორტირებას დიბაიდან. დანარჩენი: კვება და გართობა, სხვადასხვა თამაშები (ატრაქციონების გარდა) და ნებისმიერი სხვა დამატებითი რამე იყო ფასიანი, ანუ რეალურად 1 ადამიანს შიგნით კიდევ 100–150$ გჭირდება.
მთელს ტერიტორიაზე არის 5 კაფე-რესტორანი და ყველა იტალიური
შიგნით არის დაახლოებით 10–11 ატრაქციონი დიდებისათვის და კიდევ რამდენიმე ბავშვებისათვის. მინი კინოთეატრები და სცენები წარმოდგენებისათვის, ფერარის შოურუმები, 2 ცალი გარე ატრაქციონი, 1 პატარა ქუჩა სადაც ტირის ფარდულები დგას ყველა საავტომობილო თემაზე და უამრავი პატარა მაღაზია ბრენდირებული ნივთებისათვის სადაც ეს ნივთები გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე თუნდაც მილანში.
რომ შედიხარ ცენტრში დგას Vertical Drop Ride ატრაქციონი (ჰაერში რომ გაგდებს საოცარი სისწრაფით სა ასევე საოცარი სისწრაფით რომ ვარდები), დავჯექით და ოოოო – მუხლების კანკალის საოცარი გამოცდილება მივიღეთ. ფრიად სასიამოვნო კოშმარი იყო, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მთელს აბუ-დაბის ზევიდან გადმოვხედეთ. ჟრუანტელისმომგვრელია, საოცარი სისწრაფით ავქროლდით ჰაერში და თან საოცარ სიმაღლეზე და იქ გაჩერებულები ასევე საშინელი სისწრაფით დავეხეთქეთ ქვევით – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასე მეგონა ძვლები ამეთქვიფაო :)) ძლივს გადმოვედი ატრაქციონიდან. ძალიან სასიამოვნო თაბრუსხვევით.
მერე წავედით ტირის ფარდულების ქუჩისკენ, ვიკასთვის რაღაცეები უნდა მოგვეგო 🙂 ეს არის ჩვეულებრივი ინდოორ ბულვარი, ულამაზესად გაფორმებული, ძალიან ცნობილი დიზაინერების სანათები და გარე ავეჯით <3
ამის მერე შევედით ატრაქციონზე რომელსაც ერქვა მოგზაურობა ფერარის ძრავში, საოცარი ატრაქციონი იყო, პატარა ფერარით დავდიოდით ბნელ გვირაბებში და ხან კლაპნები ჩნდებოდა, ხან კალენვალი, პორშნები და რავი სხვა მილიონი ნაწილი და ეს ყველაფერი იყო უზარმაზარი და ჩვენ ვიჯექით პაწაწუნა კარუსელ ავტომობილში და თითქოს მართლა ძრავში ვიჯექითო. მერე მივედით იმ ადგილას სადაც ძრავს ბენზინი მიეწოდება და “შხუუუუუუუუ” ვითომ ბენზინი იყო გადმოგვესხა წყალი და კიდევ კარგი ზუსტად ჰქონდათ გათვლილი ტრაექტორია და მხოლოდ გულის გახეთქვით და ოდნავ გაწუწვით შემოვიფარგლეთ და არ გავილუმპეთ, მაგრამ რაღა დაგიმალოთ დაა ეფექტი ჰქონდა საოცარი, ყველანი ვინც იქ ვიჯექით გიჟებივით ვხარხარებდით გამოსვლისას <3
მერე გავედით გარეთ და დავჯექით პირველ აუთდორ აქტრაქციონზე, ძალიან ძალიან ლამაზ ფერარებში ვისხედით და საოცარი სისწრაფით მივქროდით
Ferrari Avenue
Ferrari Showroom
შემდეგი ატრაქციონები იყო ფერარის ქარხანაში ტური, ფერარის ისტორიაში ტური და ფერარის როგორც სარბოლო მანქანის წარმატებებში ტური, ესენიც ბნელ გვირაბებში მიმდინარეობდა, სხვადასხვა ტიპის ფერარის მანქანებში ჯდებოდი და შიგნით მოძრაობდი და იქ იყო შექმნილი პროექციები. ძალიან საინტერესო იყო ყველა.
ამის შემდეგ შევედით ერთ ერთ კინოთეატრში, სადაც სკამები ისევე მოძრაობდნენ როგორც მანქანა ეკრანზე, რამდენიმე ძალიან ძალიან გიჟურ რბოლაში მივიღეთ მონაწილეობა კივილ – წივილით და გამოვედით ცოტა დასასვენებლად, რადგან უნდა წავსულიყავით ფორმულა როსაზე. აი ეს არის საოცრება და დაბლა მოგიყვებით მის შესახებ
Formula Rossa – The worlds fastest coaster – ეს არის ზღვა ადრენალინის, შიში, შოკი და ლოყების აქეთ იქეთ ფრიალი.
ჩემი ემოციის უფრო მეტი სიმძაფრისთვის გამოვიყენებ ტექსტს ვიკიპედიიდან
“Formula Rossa is the world’s fastest roller coaster with a top speed of 240 km/h (150 mph). The coaster train accelerates to its top speed in approximately 4.9 seconds using a hydraulic launch system which generates a release velocity similar to that of aircraft carrier steam catapults. The roller coaster track is 2.2 km (1.4 mi) in length, ranking it 6th in the world”
დიახ და მე და დიმამ გავბედეთ და დავჯექით ამ საოცარ მანქანაზე, მიუხედავად სპეციალური სათვალეებისა, ჩვენი ლოყები ქროლვის პერიოდში აქეთ იქეთ დაქროდა. ეს იყი სიგიჟე რომელიც კიდევ ცოტა ხანი რომ გაგრძელებულიყო ალბათ ვერც გადმოვიდოდი მანქანიდან და საერთოდ ფეხზეც ვერ გავივლიდი ალბათ უახლოესი 1 საათის მანძილზე.
ეს არის შეგრძნება, რომლის მსგავსს იშვიათად თუ განიცდით ცხოვრებაში, წარმოიდგინეთ 240კმ/ს აჩქარება 4 წამში, თან ზიხარ და ხედავ რომ რაღაც მოცუცქნულ ლიანდაგზე დადიხარ და რეალურად რამე რომ მოხდეს თითქოს ვერც ვერაფერი გადაგარჩენს. სუნთქვაშეკრული, ენაჩავარდნილი და აცახცახებული სხეულებით გადმოგვიყვანეს – რეალურად დგანან ადამიანები და გეხმარებიან გადმოსვლაში, თუკი შეგატყვეს რომ პირველად ხარ, იმიტომ რომ მიუხედავად საოცარი ბედნიერების შეგრძნებისა, ისე გაკანკალებს მთელს სხეულში, რომ დამხმარე მართლა გჭირდება გადმოსვლაში. დრო გჭირდება გონზე მოსასვლელად 😀
ამის შემდეგ, რამდენიმე, უკვე ამის მერე აბსოლუტურად უმნიშვნელო ატრაქციონზე ვიჯექით, ვივახშმეთ და ენერგიით და ემოციით გადატვირთულები, უზომოდ ბედნიერები დავბრუნდით უკან.
Ferrari World – 8 საათზე იკეტება, შუქები ქრება და უდიდესი მონიტირებიდან სხვადასხვა ლეგენდარული მრბოლელები გემშვიდობებიან, მე პირადად Fernando alonso დამემშვიდობა 😀 😀 😀
Comments
მხოლოდ პირველი სურათი გამოჩნდა ჩემთან 🙁 და ტრიალებს და ტრიალებს და ტრიალებს და ვერ ჩაიტვირთა….
იმედია მხოლოდ ჩემი ნეტის პრობლემაა.
სალო
ჩემთან ყველა იხსენება 🙂
ჩემი გიჟი გოგოოოოოოოოოოოოოოოო
როგორი ძალიან გიჟუნები ხართ
ჩემთანაც ყველა გაიხსნა, რა მაგარი ტური მოგიწყვიათ, შემშურდა გულწრფელად :))
და მონცა გამახსენდა, რა კაი იყოო….
I cannot read but yeep the best place on the world
იმდენად საყვარელი, ენერგიული და რაღაცნაირი ხარ რომ დარწმუნებული ვარ რომ გიცნობდე ძალიან მეყვარებოდი
ძალიან ვინანე რომ ეს პოსტი არ წავიკითხე დუბაიდან ჩამოსვლამდე, ჩვენც შემოგვთავაზეს აბუ დაბი და ფერარის პარკის ტური, მაგრამ რატომღაც ვიფიქრეთ რომ ფასი უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე სიამოვნება
ძვირია კი მაგრამ რაც წავიკითხე ვხვდები რომ ღირდა !!!
ვნანობ
წავიდოდი სიამოვნებით
ოცნება მაქვს ამ ქვეყანაში მოვხვდე როდესმე
არადა როგორც ვიცი არც ისე ძვირი ჯდება