Last Day in Dubai

როგორც ყველაფერი კარგი, ეს მოგზაურობაც დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან გულდაწყვეტილმა გავიღვიძე დილით რადგან ვიცოდი რომ ამ ღამით ვტოვებდი ემირატებს. სწორედ ამიტომ, წინასწარ ძალიან ,ძალიან საინტერესოდ დავგეგმეთ ეს დღე რომ მაქსიმალურად ყველაფერი გვენახა და დაღლილები და კმაყოფილები წამოვსულიყავით.

მაშ ასე: დილა დაიწყო 08:30-ზე, მაღვიძარამ გამაღვიძა, მოვსწერიგდით და ჩავედით სასაუზმოდ. საუზმის შემდეგ საბოლოო გადაკონტროლება გავაკეთე ჩალაგებული ბარგის, ღამე ჩასაცმელები ცალკე ჩავდეთ, რადგან აეროპორტში წასვლამდე თბილად უნდა ჩაგვეცვა, თბილისში ხომ ციოდა. ჩანთები ჩავკეტეთ, ლეპტოპები და მსგავსი ტიპის ნივთები ერთად ჩავაწყვეთ და სეიფში შევანახინეთ ადმინისტრაციას, რადან საღამოს 11 საათზე ისევ სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით საიდანაც ტრანსფერი გვქონდა აეროპორტში.

11 საათზე ჩექაუთი გავაკეთეთ და წავედით ბოლო დღისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად:

პირველი სადაც წავედით იყო ე.წ. Golden Souk – ოქროს ბაზრობა, რომელიც ძალიან დიდ ტეროტორიაზე არის გადაჭიმული და უამრავი მცირე ფარდულისგან, პატარა მაღაზიისაგან და დიდი სავაჭრო ცენტრებისაგან შედგება

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3384.jpg?w=620

ოქროს ყელსაბამი, 10 580$-ის ღირებულების  :დ :დ :დ

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3399.jpg?resize=547%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3401.jpg?resize=563%2C631

დუბაის ამ ძველ ნაწილში არ ვიყავით ნამყოფები და ამიტომ დაახლოებით 40 წუთი, ოქროს ბაზრობის შემდეგ ფეხით ვიბოდიალეთ, რომ შედარებით ძველი დუბაის სუნთქვაც შეგვეგრძნო. აქვე არის ზღვაც და აეროპორტიც ახლოა რადგან ლამის თავზე დაგვფრინავდნენ თვითმფრინავები

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3409.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3412.jpg?w=620

შემდეგ წავედით ბურჯ ხალიფასკენ, მართალია მასზე ასვლა ჯერ ადრე იყო, ბილეთები 3-ის ნახერაზე გვქონდა აღებული, მაგრამ გვერჩივნა იქვე ცენტრში გვეტრიალა და თან ყავაც დაგველია სადმე.   და რა თქმა უნდა დუბაი მოლში შეგვევლო და ცოტაც გვეშოპინგა :დ :დ ფულს უკან ხომ არ წამოვიღებდი :დ

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3415.jpg?w=620

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3460.jpg?resize=564%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3423.jpg?resize=620%2C589

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3429.jpg?resize=620%2C560

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3424.jpg?resize=618%2C631

ამის შემდეგ ვეწვიეთ ბურჯ ხალიფას და ეს შთაბეჭდილებები თქვენ უკვე ნახეთ წინა პოსტში. ხალიფადან დაახლოებით 5–ის ნახევარზე ჩამოვედით, იქვე დუბაი მოლის გარე კაფეში ვივახშმეთ და წავდით მეტროთი დუბაის მეორე ბოლოსკენ – ატლანტისშიhttps://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3652.jpg?w=620

ატლანტისი არის ის ხელოვნურად შექმნილი პალმის ფორმის კუნძულების დასასრული, სადაც უდიდესი სასტუმრო დგას ამავე სახელწლოდების და არის აკვალენდი და აკვარიუმები, ასევე შოპინგ ცენტრი ტურისტებისათვის. მეტროდან ამოვედით გაჩერებაზე რომელსაც “დუბაი მარინა” ჰქვია და ასევე არის ცათამბრჯენებით სავსე ულამაზესი ადგილი

იქედან მხოლოდ ტაქსით თუ მიხვიდოდი ატლანტისთან. როდესაც ამ საოცარ კუნძულებზე მგზავრობ ან ფეხით დადიხარ, საერთოდ არ გაქვს ის შეგრძნება რომ ის კუნძულია და მით უმეტეს რომ ხელოვნურად, ადამიანის მიერ შექმნილი კუნძულია. იმდენად კარგად დასახლებულია და გზებიც ისე კარგად არის გაყვანილი თითქოს ჩვეულებრივი კონტინენტური ხმელეთი იყოს

https://i2.wp.com/architectureintlprogram.files.wordpress.com/2011/06/palm-jumeirah.jpg?resize=554%2C316

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3689.jpg?resize=568%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3696.jpg?w=620

ატლანტისში ძალიან ვისიამოვნეთ ღამის ნაპირით, ტურისტები ყველგან ბუზებივით არ ირეოდნენ, რაც ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. ამიტომ მშვიდ გარემოში, ზღვის პირას გავატარეთ საღამო, ფოტოებიც გადავიღეთ და სეირნობით და ლამაზი ადგილების ნახვითაც დავტკბით.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3704.jpg?w=620

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3707.jpg?resize=620%2C621

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3709.jpg?resize=617%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3712-1.jpg?resize=489%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3713.jpg?resize=603%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3714.jpg?resize=517%2C631

https://i2.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3715.jpg?resize=605%2C631

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3716.jpg?resize=609%2C420

მოგვიანებით შევედით ატლანტისის წყალქვეშა სამყაროში, მაგრამ დიდად თვალიერების თავი აღარ გვქონდა, ძალიან დაღლილები ვიყავით. ერთადერთი რაც რა თქმა უნდა არასოდეს მღლის არის შოპინგი და ამიტომ ბრენდ მაღაზიებში შევიარეთ, სადაც მამაკაცებისთვის პორშეს ძალიან მაგარი ფეხსაცმელი და ჩანთა ვნახეთ, მაგრამ იმხელა ფასები ღირდა რომ მაგდენი სულ მქონდა მგონი წაღებული  და ქალთა განყოფილებაში ვნახე Frankie Morello-ს პიჯაკი, შავი ოქროსფერში, სთადებით, მაგრამ არა ძალიან აგრესიული – რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ რამდენიმე ათასი დირჰამი ღირდა. 2012 წლის შემოდგომის კოლექციიდან იყო 🙂

მერე სტარბაქსს ვეწვიეთ და დავბრუნდით სასტუმროში.

https://i0.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3725-1.jpg?resize=531%2C631

https://i1.wp.com/i651.photobucket.com/albums/uu237/tatushka55/IMG_3731-1.jpg?w=620

სასტუმროში მისვლამდე ახალი სამგზავრო ჩანთის ყიდვა მოგვიწია რადგან იმ ჩანთაში აღარ გვეტეოდა, ვიყიდეთ ჩანთა გადავალაგე ყველაფერი, გამოვიცვალეთ ტანსაცმელი და სულ ცოტა ხანში ტრანსფერიც მოვიდა და წაგვიყვანა აეროპორტში.

 

 

 

 

Comments

comments

9 thoughts on “Last Day in Dubai

  1. ვეკო _ sun_waiting says:

    თაა, ის უხერხული მომენტი , როცა გინდა რაღაც დაწერო და რა არ იცი :დ
    რომელმა ტურისტულმა კომპანიამ დაგიგეგმათ ტური? ყველაფერი ძალიან მაგარიუ იყო.

  2. Taa says:

    მე თავად, 3 –4 დღე ვიჯექი გუგლში და ვნახულობდი ტუტორიალებს “what to see in dubai” კიდევ 5 პუნქტი მაქვს დარჩენილი რაც ვერ ვნახეთ

    ისე თვითმფრინავი, სასტუმრო და ასე შემდეგ ყველაფერი Nita Tour –მა

  3. ლენკა says:

    იმედი მაქვს შემდეგი დაბადების დღე კიდევ უფრო უკეთესი გექნება
    შენ ისეთი მიზანსწრაფული ხარ რომ დარწმუნებული ვარ უკეთესს დაგეგმავ შემდეგი წლისთვის

  4. Lord Vader says:

    ბოლოს დუბაის საამაყო მამულიშვილების გალერეაა თუ უბრალოდ სასტუმროს მფლობელების? 🙂

    კაი ჰიდერია. მშვიდი. მინიმალისტური.

  5. თაკო გვაზავა says:

    ვაიმე, ოქროებიი :)))) ჩემი ჩეეემი ოქროები, ბეეევრიიი :))) რა მეშველება…
    მაგარია. ძაან კაი ტური გამოგივიდა აშკარად. ალბათ არ გაგიკვირდება, რომ გითხრა მეც მინდა მეთქი 😉

  6. Taa says:

    lord

    ეს ის შეიხები არიან ახლა რომ ყავთ The spirit of Union თუ რაღაც
    ხოდა ისე უყვართ რომ ყველგან მაგათი სურათებია გაკრული 🙂

    თაკო,
    მეც რომ გითხრა შენთან ერთადაც სიამოვნებით წამოვიდოდი კიდევ ერთხელ მეთქი არ გაგიკვირდება ვიცი 🙂

    მაგრამ ამ ოქროების გარდა მე შენთვის უფრო გემრიელი პოსტი მაქვს შემონახული

    უახლოეს 2–3 დღეში იხილავ

  7. მზია says:

    დიიიიიიიიდი ოქროს ყელსაბამი მომეწონა განსაკუთრებით
    საინტერესო ფოტოა 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *