5-ე დღის შესახებ კიდევ ერთ პოსტს დავწერ, მაგრამ მინდოდა ამ საოცრებისათვის ცალკე დამეთმო პოსტი.
ბურჯ ხალიფაზე ასასვლელი ბილეთები, ჩემი მეგობრის რჩევით წინასწარ ვიყიდეთ ინტერნეტით და ძალიანაც მოგებულები დავრჩით, რადგან წამში ალბათ 10 ბილეთი იყიდებოდა და რომ არ გვეყიდა წინასწარ ისე წამოვიდოდით რომ ვერ ვიყიდდით ბილეთებს და ვერ ვნახავდით ამ საოცრებას. დაადლოებით 700 მეტრის სიმაღლიდან ხედს ქალაქისას რომელიც 40 წლის არის მხოლოდ.
მოედანი ბურჯ ხალიფას წინ
ხალიფას გადმოსახედ პუნტქამდე ასვლა ძალიან კარგად აქვთ მოწესრიგებული, ძალიან კომფორტულად გრძნობ თითოეულ ეტაპზე თავს
ჯერ შედიხარ შენობაში სადაც ინტერნეტით ნაყიდი ბილეთები წარვადგინეთ და ჩვეულებრივი ბილეთები მოგვცეს და თან მოლარე ბიჭი წამოხტა დიმას პასპორტს რომ დახედა “ooo Georgia, Georgia” იძახა, მე ვაპირებო 1 კვირაში საქართველოში ჩამოსვლასო და ბაკურიანში უნდა წავიდეო და უშგულშიო. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, ფერარი პარკში ვისაც არ ვეკონტაქტეთ არავინ არ იცოდა სად იყო საქართველო.
ამის მერე ჯერ ესკალატორებით ვიარეთ სწორზე დაახლოებით 8-19 წუთი, მერე ესკალატორებით ზევით და მერე ჩაგვსვეს საოცარ ლიფტში, მეჯიქ ლიფტში რომელმაც 124 სართული 1 წუთსა და 6 წამში აიარა, დავინიშნეთ მე და დიმამ. როგორც კი ლიფტი დაიძრა 15 წამში უკვე ყურები გვტკიოდა ყველას.
124 სართულზე, რომელიც არის ბურჯ ხალიფადან გადმოსახედი უმაღლესი პუნქტი (ამის ზევით არ უშვებენ) საოცრებების მომსწრენი გავდხით, რომელიც მხოლოდ სურათებით მინდა გაგიზიაროთ.
ტექსტები აქ სრულიად ზედმეტია, ერთადერთი მინდა გითხრათ რომ ამ სურათზე ჩანს სუბაი მოლი ზევიდან – ხედავთ რამხელააა :))))))
იმოგზაურეთ ჩემთან ერთად 700 მეტრის სიმაღლეზე :))))))
************************************
ბოლო რა მაგარი სურათია : )) ბლინ, გულს სადმე არარსებულ ნასკებში დავკარგავ მანდ ასვლის წამებში.
ძალიან მაგარია მართლაც:) არ შეგეშინდათ ცოტათი? 🙂
P.S. გ ი ლ ო ც ა ვ დაგვიანებით დაბადების დღეს! გისურვებ საუკეთესოს და კიდევ უფრო წინსვლას და წარმატებებს ყველაფერში!
არა, საერთოდ არ შემშინებია
მადლობა მოლოცვისთვის 🙂
რა მაგარიაა გავგიჟდი…. ბოლო ფოტო ძალიან ლამაზია
ძალიან კარგი სურათებია თაა:* სულ ესე ლამაზად გაგეტარებინოს ყოველი დაბ.დღეეეე.წარმატებებიიიიიი:*
ერთი კაცი ვიცი, ეგ ყველაფერი რომ მოეწონა შენსავით და გადმოქონდა ნელ-ნელა საქართველოში, მარა ვინ აცალა…
🙂
ეჰჰ ლორდ, არადა იმის მერე როგორ ბნელა ჩვენთან
სინათლეს ვგულისხმობ ამჯერად :))))))))
magaria 🙂