ძალიან დიდი ხანია თავის მოვლაზე არ დამიწერია, არადა მართლაც ბევრი დამიგროვდა სათქმელი. ჯერ იყო და დუბაიდან უამრავი ახალი საშუალება ჩამოვიტანე და გავტესტე და მათ შესახებ მაქვს მოსაყოლი, მერე აქ დაიწყო ფასდაკლებები და ქავთარაძის გუდვილში არსებული ლუტეციიდან ხელცარიელი არ გამოვდიოდი (ვერ გამოვდიოდი :D). ბლოგზე არ დამიწერია თორე taa.ge-ს Facebook-ის გვერდზე ყოველთვის ვწერდი ხოლმე რიგი საშუალებების შესახებ.
დღეს გადავწყვიტე ხელის კრემებით დავიწყო, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავის მოვლის საშუალება, რომლი არ ქონა, ჩემის აზრით არც ერთ ქალს არ ეპატიება. ჯერ ერთი იმიტომ რომ ხელის კანი ყველაზე მგრძნობიარეა და რეაგირებს როგორც სხვადასხვა საშუალებაზე ასევე ამინდზეც, რის გამოც მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თანაც არ დაგვავიწყდეს რომ – ხელები ყველაზე ადრე ბერდება – ნუ დავუშვებთ, რომ ხელებმა გასცენ ჩვენი ასაკი 🙂
წერის მანერა დღეს ცოტათი შევცვალე და მინდა რომ გარდა რეკომენდაციებისა, თუ რომელი ხელის კრემი უნდა გამოიყენოთ და რატომ, ასევე მინდა გაგაცნოთ ე.წ. Black List – რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ.
Recommended:
The Body Shop Hemp Hand Protector – $20.00
რატომ?
შრება ძალიან მალე და არ ტოვებს არანაირ კვალს თითქმის წამებში, კარგად ძლებს კანზე და ანოტივებს, კანი ხდება ძალიან გლუვი და ნაზი.
L’Occitane Shea Butter Hand Cream, $28.00 – ჩემი ფავოროტი
ხელები ხდება ძალიან ნაზი და დატენიანებული, აქვს საოცარი სურნელი და რაც მთავარია – აახალგაზრდავებს კანს
Eucerin Intensive Repair Extra Enriched Hand Creme, $5.99
სახელი თავად მეტყველებს, აღმდგენი !!! ძლებს დიდხანს და არის ანტიალერგიული
Elizabeth Arden Eight Hour Cream Hand Cream
ერთ ერთი საუკეთესო ხელის კრემი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნდება როგორც სურნელი ასევე მოქმედება ხელის კანზე. დამარბილებელი ეფექტით
Clarins Hand and Nail Treatment Cream
Clinique Deep Comfort Hand and Cuticle Cream
იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის, განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. სურნელიც ნაზი აქვს და ფაქტურა შესანიშნავი. ძალიან მალე შრებოდა და საკმაოდ კარგად ანოტივებდა კანს.
**********
Not Reccommended
Carrefour Hydraterende Handcreme
წარმოუდგენლად ცუდი პროდუქტია, იზილება ხელებზე, არაიანირი დამცავი ეფექტი, სიცივეში ყოველ 20 წუთში უნდა წაისვა თუ გინდა რამე იგრძნო.
Avon Skin So Soft and Sensual Hand Rescue Balm
კარგი სუნი აქვს, მაგრამ არანაირი ეფექტი, გინდ წაგისვამთ გინდ არა. ტყუილად ფულის ყრაა
Nivea Soft 😀
ამის გაყიდვას საერთოდ ავკრძალავდი, ჯერ ერთი ძველისძველი კრემია და მერე მეორე როგორ შეიძლება ენდო კრემს რომელსაც აწერის :Face/Body/Hands – ბარემ ფეხებიც მიეწერათ
Burt’s Bee’s Shea Butter Hand Repair Cream, $13.00
ისეთი მძაფრი სურნელი აქვს აწუხებს ყველას ირგვლივ, გარდა ამისა კრემია თუ ფაფა ვერ გაიგებ, წასმის შემდეგ ხელსახოცით უნდა მოიშორო – რაღაც ნაწილი ან კრემისა არასოდეს არ გაიწოვება და სულ რჩება კანზე.
აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც კომენტარებში 🙂
da tat clarinsze ras ityvi?me ramdendac vici yvelaze kargi xazi tanis movlis aris clarinsis
დღეს რაღაცა ძაან მაგარი პოსტების დღეა 🙂
ესეიგი, აბსოლუტურად გეთანხმები კლარინსში, ზოგადად მიყვარს რა ეს ბრენდი, და ხელის კრემიც ფანტასტიურია, სუნი აქვს რაღაცა უსასიამოვნოესი, ნაზი და საკმაოდ ეფექტურიცაა. ამჟამად ვხმარობ ივ როშეს ხელის კრემს, მე ვიტყოდი რომ არა უშავს, ცოტა დიდხანს რჩება ხელზე და ეგ მიქმნის დისკომფორტს, თორემ ისე ეფექტურია. ამიტომაც ვისვამ ღამე, ძილის წინ. საერთოდაც ნებისმიერ ხელის კრემს ვხმარობ ძილის წინ, 2 ეტაპად ვისვამ, ჯერ ერთხელ, მერე დაველოდები 5 წუთი და კიდევ და ისე ვიძინებ. შედეგად, დილით ხელები ბავშვის კანივით მაქვს ხოლმე 🙂 სხვა დნარცენი კრემების რაც გიწერია მე არ მომისინჯავს, გავითვალისწინებ რჩევებს მადლობა :*
Clarins – მაქვს მოხსენიებული ზევით, როგორც ერთ ერთი საუკეთესო <3
თაკო გვაზავა
აბა სხვა პოსტებიც მანახე 🙂
მე მაგალითად ხელის კრემს ვისვამ ზამთარში სახლიდან გასვლის წინ, ოდნავ რომ შეშრება და ხელთათმანს ვიკეთებ .
სამსახურში მოსულს ხელები მაქვს ბავშვივით <3
მე ზემოთ ჩამოთვლილთაგან მქონია კლინიკი, კლარინსი და L’Occitane– რომელზეც ვაფანატებ <3
მე დღისით ვერ ვისმევ, იმ უბრალო მიზეზით, რომ თითქმის ყოველთვის მიკეთია ბეჭედი და დისკომფორტს მიქმნის.
ლორდის ახალი პოსტი ვიგულისხმე. თუმცა, შენ ჩემზე ადრე წაგიკითხავს 🙂
http://stylishblog.net/2013/02/13/burberry-trench/
მეღსი.
კარფურის პროდუქციის ყიდვა როგორ შეიძლება, იაფფასიანი ნაგავი აქვთ ყველაფერი.
ნივეასი მეც გამკვირვებია, ანტიკური ფირმაა და როგორ შეიძლება ერთი კრემის გამოშვება, რომელსაც ყველგან წაისვამ?! :დ
მე ნიტროჯინას კრემი მომწონდა ერთი პერიოდი, ზუსტად შემადგენლობა არ მახსოვს. ახლა ივ როშეს კრემი მაქვს, თან ფრჩხილებს რომ ამაგრებს, თუმცა საზიზღარი სუნი აქვს და შეცვლას ვაპირებ. კიდევ სხვადასხვა ადგილობრივი გერმანული მაღაზიების კრემებსაც ვაექსპერიმენტებ, მაგრამ ჯერჯერობით იდეალური ვერაფერი ვნახე 🙁
SOPHIE
სოფი, როგორ გამოხარდი <3
კარფურის კრემი ვიყიდე "ჩისტა" ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ ისეთი კაპიკები ღირდა არც გეწყინება კაცს ნაგავი რომ გამოდგა
ნიტროჯენას მეც ვხმარობდი და თუმცა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ცოტა მძიმეა თავად კრემი. სქელია და ადვილად არ გაიწოვება
არანაირად.
კრემი არ ვიცი და შოკოლადი კარგი აქვთ. 🙂
L’Occitane Shea Butter Hand Cream, $28.00 – ჩემი ფავოროტი ____ ჩემიც <3
და საერთოდ ძალიან კარგი პროდუქცია აქვთ და არც ისე ძვირი ღირს <3
ხელის კრემი სახეზე როგორ უნდა წაისვა ასეთი უნივერსალური როგორ არის რომ ყველგან "მიდის" :)))
faberlic-is kislorod body-s aqvs dzaan magari xelisa da frchxilebis krem-balzami tan fasic misagebia 🙂
მე ვხმარობ orly reach renewal hand&body cream-ს პაპაიათი და გრეიპფრუტით. სალონებში ვყიდულობ ხოლმე. სასწაული სუნი აქვს და ძალიან მსუბუქია.