მილანის მოდის კვირეული , რომელიც ეძღვნებოდა 2013–14 წლების შემოდგომა ზამთარს, დასრულდა და დროა გადავიდეთ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი უამრავი ულამაზესი კოლექციის მიმოხილვაზე.
ვიწყებ Dsquared² -თი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ – ერთი ყველაზე კაშკაშა ბრენდის. კატანების ფანტაზია ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა.
2013-14 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, კატენებმა გადაწყვიტეს რომ 40-იანი წლების გლამური გაეცოცხლებინათ და ქალბატონების ელეგანტურობაზე გაეკეთებინათ აქცენტი. კოლექცია შედგება მამაკაცური სამოსისგან, რომლებიც იდეალურად არის მორგებული ქალბატონებზე, არაერთი ულამაზესი, დახვეწილი და ელეგანტური კაბისგან, მოსასხამისა და პალტოსგან.
ვგიჟდები ამ ბიჭებზე :))) უნიჭიერესები არიან
ვაიმე დედა, ვაი ვაი. ვსო, მუნჯი ვარ, ნოუ ქომენთ. ერთი 15 წუთი სანამ აზრზე არ მოვალ, მე ჭკუა არ მომეკითხება….
ესენი და ის იტალიელი გეები მე გამაგიჟებენ რა. რა ვიცი რა ვთქვა, საოცრებაა თავიდან ბოლომდე. ..
აბსოლუტურად ჩემს გემოვნებაში ჯდება მმმმ ო ლა ლააა
მართლა საოცრად ნიჭიერები არიან ეს ძმები
ხულიგანკა გოგონებიდან, ელეგენტურ 40-იანი წლების ქალებზე ისეთი გადახტომა გააკეთეს, თითქოს ის კოლექცია მათი არ იყო 🙂
ქუდების თემა დატოვეს თითქმის იგივე