08:50 დილა, ჩანთები ავიღეთ, ვიქექები რომ ჩემი საყვარელი ყვითელი თხელი სვიტერი ამოვიღო. მალაგაში სულ სხვა კლიმატია. რატომღაც ცივა და ბუსუსები მაყრია ტანზე.
ნუთუ აქ პლაჟზე შეხრუკვა არ მეღირსება 🙁
Salida – გავდივართ აეროპორტიდან …
მთელი თრიფის ყველაზე ამაღელვებელი და საოცარი წუთები, ქეთო, ჩახუტება, კივილი, წივილი, ხტუნვა, მილიონი კოცნა და უამრავი თვალი რომელიც გვიყურებს.
თავიდან ვერც მოვედით აზრზე რომ ეკას და საულს მივსალმებოდით, რომლებიც იქვე იდგნენ და ჩვენს აღტაცებას ჩუმად და ღიმილით ადევნებდნენ თვალს, მაგრამ მალე მათი ჯერიც დადგა. გავიცანით: ეკა – ქართველი გოგონა, რომელიც იქ ცხოვრობს და წლებია ქეთოსთან მეგობრობს და საული – ეკას მეუღლე, უსაყვარლესი ესპანელი არსება.
თავგადასავლები დაიწყო წამიერად:
მანქანით დაგვხვდნენ
ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ – არსად ღია კაფე არ გვხვდება, ბოლოს უყავობისგან დაღლილებს და მშივრებს გვიხსნიან, აქ ცხოვრება სხვა რიტმში მიმდინარეობსო. აქ ცხოვრება დღის 12 საათზე იწყება და დილის 5 –6 საათამდე გრძელდებაო.
სხვა რა გზა გვაქვს, უნდა დავემორჩილოთ…
წავედით სასტუმროში დასაჩექინებლად.
ქეთომ ჩართო ნავიგატორი, არ იცოდნენ სად იყო ეს სასტუმრო, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, მივყვებით ნავიგატორის მწვანე კლაკნილ ხაზს, ავტობანზე გავედით, ყველა მე მიყურებს – „ რა არის ეს სად დაგიჯავშნია სასტუმრო, აქედან პლაჟზე როგორ უნდა ვიაროთ“ – მზერით. არადა როცა თრიპედვაისორზე რევიუებს ვკითხულობდი ჩვენი სასტუმროს შესახებ და რუქას ვნახულობდი, გარკვევით ეწერა და ჩანდა რომ რომ 15 წუთი უნდა ტორემოლინოსის პლაჟამდე თანაც ფეხით.
ნუ რა თქმა უნდა ვინ გაბედავდა ნავიგატორს არ დამორჩილებოდა, ვიარეთ ვიარეთ და უცებ ჩანს გზის მაჩვენებელი – 4 კილომეტრში სხვა ქალაქი იწყება :დ :დ :დ
აი მანდ უკვე ყველამ სათითაოდ გამოართვა ქეთოს ტელეფონი და აღმოვაჩინეთ რომ არასწორად არის შეყვანილი მონაცამები, ვიხარხარეთ უზომოდ. უცებ ჯავშნის ფურცელი გამახსენდა სადაც ნომერი წერია, თან ესენი ხომ სამივე გადასარევად საუბრობს ესპანურად.
გადავრეკეთ…
OMG, ტიპი რომელმაც გვიპასუხა ამბობს, რომ ახალი თანამშრომელია და არ იცის ავტოსტრადადან როგორ მოგვასწავლოს გზა 🙁 🙁 🙁
დავხედეთ რუქას თუ სად ვიყავით იმ წუთას და წამოვედით უკან, რამდენიმე კილომეტრში უდიდესი სავაჭრო ცენტრი დაგვხვდა, რომლის წინაც რამდენიმე ტაქსი იჯდა.
ვაშაა, გვეშველაა
ტაქსისტმა, არც კი გაისარჯა და არ გვითხრა როგორ უნდა მივიდეთ სასტუმრომდე, მე წავალ და თქვენ გამომყევითო და ამ სერვისში 10 ევრო აგვახია :დ :დ :დ
წამოვედით უკან ქალაქში, შემოვედით და ზუსტად პლაჟების ზონა რომ დაიწყო მანდვე უნდა აგვეხვია თურმე მარჯვენა მხარეს, უზარმაზარი ტრაფარეტიც ეკიდა და თან საოცარ ადგილას იყო სასტუმრო. მთის ძირში. საოცარი ეზოთი, საოცრად გრილი და მაცოცხლებელი ჰაერით, პაწაწუნა სასტუმრო იყო უზომოდ საყვარელი. რასაც მოველოდი კიდეც.
სასტუმროს ერქვა Años 50 ანუ 50–იანი წლები, ფანტასტიური სტაფი, რომელიც სამწუხაროდ არ საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ სახლში ვგრძნობდი თავს, ყველაფერს გვეკითხებოდნენ, გვესაუბრებოდნენ, უგემრიელეს ყავას გვიკეთებდნენ.
სასტუმროში სუფევდა იდეალური სისუფთავე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოთახები იყო ძალიან ლამაზი და მთლიანად სასტუმროს დეკორაციები იყო 50–იანი წლების კულტურისადმი მიძღვნილი. რამდენიმე რესტორანი და 2 ღია კაფე ჰქონდა, ეზოც სადაც ბავშვები გემრიელად ითამაშებდნენ, რომ წაგვეყვანა და თქვენ წარმოიდგინეთ ნომრის ფასი, რაც სულ რაღაც 50 ევრო იყო შეიცავდა საუზმესაც, რომელიც რა თქმა უნდა გამოვტოვეთ მეორე დღეს რადგან გამთენიისას მივედით სახლში. სასტუმროში იყო სულ 8 ნომერი და იდეალური სიწყნარე სუფევდა 🙂
ამასობაში გახდა 12 საათი, გამოვიცვალეთ პლაჟზე გასასვლელად და წავედით პლაჟისკენ, რომელსაც მანქანით მივადექით ზუსტად 5 წუთში 🙂
იქვე რაღაც ღია კაფეში ვისაუზმეთ, სადაც გვემსახურებოდა არაჩვეულებრივი და საოცარი იუმორის გრძნობის მქონე მიმტანი, გადავიხადეთ და წავედით პლაჟზე.
აი აქ გავჩერდები ცოტა ხნით ამბის მოყოლისგან და მოგიყვებით თუ რა საოცარ ფასებში ხდება მალაგაში ეს ყველაფერი:
ბათუმზე გაცილებით იაფად !!!
დამიჯერეთ !
სასტუმრო, იდეალური მდებარეობით, სუფთა ჰაერი, ფანტასტიური ეზო, ულამაზესი და საოცრად კომფორტული ნომრებით – 50 ევრო – ნახავთ სადმე ასეთს ბათუმში? ვერა !!!
საუზმე 5 კაცზე – 16 ევრო – ბათუმში მე ვიკი და დიმა უფრო მეტს ვიხდიდით, დამიჯერეთ!!!
სადილი 5 კაცზე, თევზეული და ზღვის დელიკატესური პროდუქტებით, მათ შორის რვაფეხა და ასე შემდეგ : 58 ევრო – 5 კაცზე, ეს იყო ყველაზე დიდი შოკი რაც მე მანდ მივიღე.
მაგრამ კიდევ უფრო იაფი იქნება კვება თუ იქვე სადაც შეზლონგზე წევხარ იმ კაფეში ჭამ სენდვიჩებს და სალათებს.
სასმელი – კაპიკებში, აი რასაც ქვია კაპიკებში.!!!
შეზლონგები 4 ევრო მთელი დღე, თუ გინდა წადი, მოდი დატოვე ყველაფერი რაც გაგიხარდება, ყველა მონაკვეთს თავისი დაცვა ყავს, ტელეფონი რომ დაგრჩეს ისიც კი არ დაგეკარგება.
ამინდი: დღისით ცხელა, საღამოს მზე მოეფარება თუ არა, ისე გრილა რომ თხელი, თხელი ჟაკეტი ან სვიტერი გესიამოვნებოდათ.
მოკლედ სამოთხეა ფანტასტიურ ფასებში და თანაც გარანტირებული ამინდები – ერთადერთი განსხვავება არის ის რომ ვიზა და თვითმფრინავის ბილეთი გვჭირდება. თუმცა ბათუმის წვიმებისგან თავის დასაღწევად და ნერვების შლის თავიდან ასაცილებლად მგონი ღირს.
–––
+ ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ყველანი ადგეთ და მალაგაში გაიქცეთ დასასვენებლად, უფრო იმიტომ ვწერ, რომ იქნებ შესაბამისმა პირებმა ოდესმე მაინც გადახედონ რა ფასებია საქართველოს პლაჟებზე და სხვაგან. შეადარონ ამინდები და პირობები და მისცენ ჩვენს ხალხს საშუალება რომ დაისვენონ და ისიამოვნონ დასვენებით და არა დაბრუნდნენ ნერვოზიანები, როგორც ჩვენ მოგვივიდა შარშან ბათუმში 6 დღიანი წვიმების და უამრავი დახარჯული ფულის შედეგად.
ეხლა რაც შეეხება პლაჟებს, პლაჟები დაყოფილია Beach Club-ებად, თითოეულ ქლაბს გააჩნია გადახურული შენობა,სადაც დღისით არის კაფე, ღამე კლუბი და საიდანაც შედიხარ პლაჟზე. აი მაგალითად ჩვენ დავდიოდით “მოლიერე პლაიაზე” და შევდიოდით ამ შენობიდან:
შემდეგ ვიპ ზონა, რომელიც დღისით ქირავდება ისევე როგორც სტანდარტული შეზლონგები, თუმცა დღისითაც შედარებით ძვირი ღირს, თუმცა გაცილებით კომფორტულია ამვდროულად, ხოლო ღამე ეს ადგილები უკვე იყიდება სადღაც 100-150 ევროდ ანუ Night Party-ს დაწყებისას აქ თუ გინდა დაჯდომა ეს თანხა უნდა გადაიხადო, თუმცა ეს თანხაც იცვლება ივენთების მიხედვით. ეს ჩვენი მოლიერეს ვიპ ზონა:
და ბოლოს ჰამაკები, ანუ შეზლონგები თავისი ჩრდილებით, მაგიდებით, საშხაპეებით და მთელი კომფორტით.
მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ არის 10-ეულობით ასეთი Beach Club, ისინი ერთმანეთისგან არის გამოყოფილი დაახლოებით სიგანეში 400 მეტრიანი “Free Zone-ებით”.
ამ Free Zone-ებში ხალხი მოდის პლაჟის მაცივრებით, ქოლგებით, პირსახოცებით და არ იხდიან ფულს არაფერში, რადგან ეს ზონები არ არის აღჭურვილი არც შეზლონგებით და არც არაფრით. მხოლოდ ტუალეტები და ხელსაბანებია. მაგრამ ეს ადამიანები გადასარევად იყენებენ ამ ადგილებს, იქვე ჭამენ და სვამენ და მთელს დღეს ატარებენ იქ, თანაც ისე რომ ერთ ცალ დაგდებულ ნაგავს ვერ ნახავთ, მათ შორის სიგარეტის ნამწვსაც. დილით ისეთი დალაგებული და დაკრიალებული გვხვდებოდა პლაჯები, სერიოზულად მშურდა და მახსენდებოდა ჩვენი სიმინდის ტაროებიანი, კოკაკოლას ბოთლებიანი და სიგარეტის კოლოფებიანი სანაპიროები 🙁
რაც შეეხება ხალხს, Beach Club-ებში ძირითადად სასტავებად დადიან, უფრო მეტად ახალგაზრდობა, ნაკლებად ბავშვებით, უფრო ახალგაზრული სიტუაციაა. ოჯახები და ბავშვები თქვენ წარმოიდგინეთ და ბევრი არც დამინახავს ამ ტერიტორიაზე. კიდევ უფრო გარეუბნისკენ უფრო იაფფასიანი პლაჟებია, ეს ადგილები უფრო გაცილებით მაღალშემოსავლიანი ფენისთვის არის განკუთვნილი და რა თქმა უნდა პლაჯები არის აქაც Topless.
მალაგა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც გოგონების უმეტესობა კიარადა აბსოლუტური უმრავლესობა იყო ძალიან მოვლილი, ლამაზ ტანებზე და თავადაც ლამაზები. მეორე დღეს განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმე ირგვლივ ადამიანების შესწავლას და მივხვდი, რომ მართლა მთელი ევროპის ყველაზე სიმპათიურ ახალგაზრდობას, როგორც გოგონებს ასევე ბიჭებს აქ მოეყარათ თავი.
მაგრამ ამავდროულად ვერ ნახავდი ვერც ერთ Skinny ხსეულს, პირიქით, საშუალოზე მაღლები და მაღლები, საკმაოდ ჯიშიანი და ზომიერად ფერხორციანი გოგონები. მთელს პლაჟზე ყველაზე გამხდარი ვიყავი მე და ქეთო “წიწილას” მეძახდა ამის გამო :დ :დ :დ
შუადღისას, ან შენივე პლაჟის კაფეში უკვეთავ საკვებს ან კიდევ სხვა რომელიმე რესტორანს ირჩევ და გარკვეული დროისთვის, შენი პლაჟის მომსახურე პერსონალს აჯავშნინებ მაგიდას, მიდიხარ, გადაივლებ, ნივთებს ტოვებ, სადილობ და ბრუნდები.
გარდა ამისა პლაჟზე წოლისას სვამენ ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლს, ვისაც რა უნდა და ეგრევე ბანაობენ, თუმცა ძირითადად მსუბუქი კოქტეილები დავინახე მე პირადად, იქვე შეზლონგებზე აკეთებენ მარიხუანას და იქვე ეწევიან.
ისეთი უცნაური იყო ჩემთვის საულმა იქვე რომ დაიწყო მარიხუანას შეკეთება და მოწევა, ეგრევე “დავიზმენდი” დაგიჭერენ ეხლა მეთქი და მაგარი დამცინეს.
შუადღეზე ვისადილეთ თევზის რესტორანში, ეს ტიპები ჭამეს ამათმა, მე ვერაფერს ვერ ვჭამდი, 1 საათი უმიზნოდ დავყურებდი მენიუს და მოცურავე თევზები მელანდებოდნენ თვალწინ. მაგრამ ძაან მაგრად აქეს, უგემრიელესიაო, დიმას ისე მოეწონა მეორე დღესაც ეგ შეუკვეთა.
მერე ცოტა ხანი წყალში ვიყავით, ვკაიფობდით თბილი და სუფთა წყლით, ამოვედით, დავენარცხეთ შეზლონგებზე და ყველას, ხუთივეს დაგვეძინა პლაჟზე დაახლოებით ალბათ 2 საათი მაინც.
ამასობაში პლაჟის მომსახურე პერსონალი, განსაკუთრებით ყურადღებას გაქცევს, მაგალითად, თუ გძინავს, არადა ყველას სძინავს მანდ ხოლმე :დ 😀 ბედნიერი ძილით, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოდიან და გაგწევენ ჩრდილისკენ, ისე რომ არ დაიწვა. ბოლოს ისე მიმაჩოჩეს ჩრდილში რომ გაყინულმა გავიღვიძე.
როგორც კი გაიღვიძებ ეგრევე მოქანდებიან, იციან რომ ცივ ცივი სითხე გესიამოვნება და მოაქვთ მოხიტოები, რედბულები ან სხვა რამე, რაც გაგისწორდება. ჩვენ მოხიტოები ვსვით, რომელიც ყოფილა ამ კლუბის სახე, რადგან აქაური ბარმენი ყოფილა გამორჩეული მოხიტოების კეთებაში. აკეთებდა 6 სხვადასხვა სახის მოხიტოს და 6-ივეს გასაოცარი გემო ჰქონდა.
საღამოს გვიან დავიშალეთ, ისე კარგად ვიყავით და ისე კარგად ვგრძნობდით ყველანი თავს, რომ არც ადგომა და არც არსად წასვლა არ გვინდოდა. მაგრამ ეკა სამსახურში უნდა წასულიყო სხვა ქალაქში და ამიტომ ეკა და საული გაემგზავრნენ, ჩვენ მანამდე სასტუმროში დაგვტოვეს.
სასტუმროს სტაფს მოველაპარაკეთ, რომ ქეთოც ჩვენთან დარჩებოდა ნომერში, თავიდან ძალიან იწუწუნეს, მაგრამ ქეთომ შეაბა მაინც და დავიწყეთ მზადება Night Out-ისთვის
ჯერ წავედით სავახშმოდ, ცენტრში. იმდენი ვიარეთ, იმდენი ვიარეთ, რომ ბოლოს როცა დავჯექით ალბათ ერთი 5 კილომეტრი გვქონდა გავლილი. უგემრიელესად ვივახშმეთ და ქუჩის წარმოდგენებიც ვნახეთ.
მერე წავედით ისევ პლაჟზე, სადაც უკვე კლუბური ამბები დაიწყო. თავიდან Cafe Del Sol-ში გვინდოდა შესვლა, მაგრამ იმხელა რიგი იდგა, რომ 1 საათის მერე თუ შევაღწევდით. ჩვენს კლუბში სადაც დღისით ვიწექითთ არ გვინდოდა, იმიტომ რომ სალსას საღამო იყო და ქეთომ მაგ დროს ბებრები დადიან ხოლომეო 🙂
წავედით ამიტომ Maracas Beach Club-ში, სადაც შესვლა 10 ევრ ღირდა- რომელიც შეიცავდა სპეციალურ ამ კლუბის ექსკლუზიურ კოქტეილსაც, ბილეთის წარდგენის შემთხვევაში ამ კოქტეილს იღებდი უფასოდ. შიგნით უამრავი ხალხი იყო და რომ შევედით მივხვდით, რომ ფეხზე დგომის მუღამზე არ ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ მაგიდა აგვეღო, რომელიც ღირდა 100 ევრო და იყო ვიპ ზონებში, სადაც თუ მაგიდა არ გქონდა ადამიანს არ გიშვებდნენ. გარდა ამისა ამ მაგიდას 100 ევროში მოჰყვებოდა 1 ბოთლი რაღაც ძალიან ძლიერი სასმელი, არ მახსოვს სახელი და 9 ცალი კოკაკოლა, ყინულებიანი ვედრო და უზომოდ თავაზიანი სერვისი, ღიმილებით, შენ გენაცვალე-შენი ჭირიმეებით და ასე შემდეგ. ამ სასმლის კოკაში შეზავების შედეგად გამოდიოდა რაღაც კოქტეილი, რომელსაც ადგილობრივები ეძახდნენ “ლეჰენდარიო”-ს. ქეთომ ეგრევე წამებში გაგვიკეთა ეს კოქტეილები.
ნორმალური მუსიკა უკრავდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კარგი და საუკეთესო, კარგი სიტუაცია, იყო, ჩვენც ძალიან კარგად ვიყავით, ვიპ ზონის შეზლონგებისგან გამყოფი ღობის იქეთ ულამაზესი და წყნარი ზღვა იშლებოდა მთვარის ზოლით და ჩვენ ვხედავდით ამ ყველაფერს. მოკლედ ცხოვრება იყო იდეალურ ფაზაში, მაგრამ !!!
ვაი შენს დღეს ტუალეტში თუ მოგინდებოდა 😀
გერჩივნა ტაქსი აგეყვანა და წასულიყავი სასტუმროში.
ტუალეტები გადატენილი იყო, მაგრამ არა მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. იკეტებოდნენ გოგონები და ბიჭები ძირითადად სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების მიზნით, სექსი უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ დაუნგრევდნენ კარებს, ყველა ტუალეტებისკენ იქაჩებოდა. იმხელა რიგები იდგა, იმხელა რიგები რომ მართლა აღარ გინდებოდა შესვლა.
დაახლოებით 5 საათისკენ წამოვედით, ნახევარი საღამო არ მახსოვს, ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს სამივე და ვცეკვავდი დიდხანს, დიდხანს. ესენი არც ამდგარან, ნუ დიმა ცოტა ხნით. ქეთო დაეჭედა დივანზე 😀 ბოლოს რაც მახსოვს ტაქსიში რომ ჩავჯექით ძალიან მციოდა და ქეთოს ვუთხარი გათბობა ჩართოს ამ ტაქსისტმა მეთქი. ამის მერე მახსოვს დილა :))))))
გავიღვიძე, 12 საათი ხდებოდა, ჩექაუთი უნდა გაგვეკეთებინა, თავი რომ ავწიე, უცებ ლამის მოვკვდი სიცილით: ქეთოს აუღია ნომერში არსებული დეკორატიული ბალიშები და დაუწყვია იატაკზე, ზედ გაუშლია საბანი, რომელიც მანამდე კარადაში იდო დაკეცილი, ჩვენი საწოლის გადასაფარებელი აფარია და ძინავს გემრიელად. ეგრევე დავუფრთხე ორივეს ანგელოზები, წამოვყარე და გავედით ყავის დასალევად, თან ჩანთები ჩავალაგეთ და დავტოვეთ რესეფშენში. მერე წავედით პლაჟზე, სადაც მალე ქეთოს ესპანელი მეუღლე ხოსე-ალბერტოც შემოგვიერთდა.
მთელი დღე ისევ პლაჟზე ვიყავით და ისევ ვნებივრობდით და ვტკბებოდით საოცარი დღით. მერე ვისადილეთ და მე გავბედე და გავსინჯე რაღაც რაღაცეები, მათ შორის მოლუსკები და რვაფეხა შემწვარი 😀 😀 😀
საღამოს ავიღეთ ჩვენი ჩანთები და ალბერტომ და ქეთომ აეროპორტში მიგვიყვანეს. ვჯღნაოდით მე და ქეთო, ისე არ გვინდოდა განცალკევება და უკან წამოსვლა, მაგრამ სხვა რა გზა გვქონდა.
ჩვენი მოგზაურობაც დასასრულს მიუახლოვდა, მე და დიმამ ჩვენ-ჩვენს ავიახაზებზე გავიარეთ რეგისტრაცია, ავედით ზევით, 15 წუთი კიდევ ვიჯექით ერთად სტარბაქსში და დავიშალეთ 🙁
დიმა მანჩესტერში გაფრინდა 2 დღით, მე ბარსელონაში, სადაც ღამე ნონიკოსთან დავრჩი და მეორე დღეს შუადღისას საქართველოსკენ გამოვფრინდი.
sainteresoa
Tatulinka, zalian visiamovne sheni naambobit. zalian giji da sakvareli gogo xar shen!!! <3
auuuu martlaa dzalian kargii iko 🙂
შენ რომ იატაკზე გეძინა მარტო ეგ რად ღირდა :დ :დ :დ
მადლობა დორა 🙂
შენც უსაყვარლესი და მენატრები უზომოდ
Crazy Georgian Girlz – ჩაატარეთ? :))))))))
რა საყვარელი გოგოა შენი ქეთო
მაგრამ შენ და დიმა ხართ რაღაც ბრწყინვალე წყვილი, არაჩვეულებრივი
მომენატრა ესპანური ჰაერი, ესპანეთი და საჭმელი განსაკუთრებით
აი ეს ორი ბოლო პოსტი ჩემთვის იყო ძალიან ძალიან მშობლიური თაათ
და ამისთვის განსაკთრებულად გიხდი მადლობას
შენ ხარ ადამიანი რომელიც უნდა ამოგზაურო – იმიტომ რომ ყველაფრისგან იღებ ტკბობას
და მერე უნდა აწერინო ეს ყველაფერი
საოცარი გოგო ხარ <3
სასტუმრო და პლაჟი მომეწონა
მართლა თუ ეგეთი ფასებია, ღირს დაფიქრება
თორე ეს ქვეყანა უკვე მზემაც დაივიწყა 🙁
au ra gemrielad giceria ambebi :*
თა, არ მოვყვები ყველა პოსტზე კომენტებს, აქვე დავწერ ჩემს მთლიან შთაბეჭდილებებს.
უმაგრესი თრიფია, აი თავიდან ბოლომდე. თითქოს თქვენთან ერთად ვიმოგზაურე. ჯერ მარტო ის რად ღირს ქმართან ერთად მარტო რომ წახვალ ევროპაში და თან ამდენი ხნის უნახავ მეგობრებს რომ ნახავ :)) მოკლედ სუპერ, ცალკე თემაა შენი გარუჯული, მკვრივი და ლამაზი ტანი, შემოგხედოს ყველა ნამშობიარევმა და ზოგიერთმა გასათხოვარმა ქალმაც და მოგბაძოს.
მოკლედ, წელიწადში ერთხელ საჭიროა ადამიანმა ასეთი სამოთხეში გასეირნება მოიწყოს, განიტვირთოს, ახალი ენერგიით შეივსოს და იყოს ბედნიერი 🙂
თაკო გვაზავა
მადლობა <3 <3 <3
გეთანხმები ბოლო ფრაზებში