WORK OUT WITH L.O.V.E.

ქალი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს!!!  ამაზე არ ვკამათობთ

ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, მიუხედავად იმისა “კუხნაშია”, აქვე ეზოში ჩადის პურისთვის, ვარჯიშობს თუ წვეულებაზე მიდის.

ვარჯიშის ბევრი სახეობა არსებობს, ასევე ბევრია სავარჯიშო დაწესებულებები და ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ამჯობინებენ და ყოველწლიურად სავარჯიშო ობიექტებს ემატება და ემატება ადამიანები, რაც აბსოლუტურად მისასალმებელია.

მაგრამ მოდით გადავხედოთ ქართულ სავარჯიშო დარბაზებს, იქნება ეს იოგის, ფიტნესის, აერობიკის თუ სხვა ტიპის დარბაზები. რა აცვიათ აქ მოვარჯიშე ადამიანებს?  რას გვეუბნება მათი ჩაცმულობა?

სამწუხაროს ამ კუთხით საქართველოში სავალალო მდგომარეობა გვაქვს, ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ გამოიყურებიან ვარჯიშისას, ამოიცვამენ ნებისმიერ ელასტიურ სამოსს და მორჩა.

არადა ვარჯიშსაც თავისი ესტეტიკა აქვს და ვთვლი რომ სარკეებში, რომლებიც თითქმის ყველა სავარჯიშო დარბაზშია, როგორც მინიმუმ უნდა მოგწონდეთ თქვენი თავი.

პირადად ჩემი სავარჯიშო სამოსი ასე გამოიყურება, იმის გამო რომ არ მინდოდა სტანდარტული ყოფილიყო mymaika.ge-ს შევუკვეთ და ვარ კმაყოფილი.

1508618_10203029108796472_1169846630_n

მაგრამ გუშინ ვნახე ერთი არაჩვეულებრივი კოლექცია სახელწოდებით WORK OUT WITH L.O.V.E.   ფეისბუქზე და მომინდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის.

კოლექცია არის ქართველი დიზაინერის დიანა ქვარიანის მიერ შექმნილი. დარწმუნებული ვარ დიანას შესახებ ყველას გსმენიათ და ჟურნალებშიც გინახავს. მე პირადად ერთ ერთ საუკეთესო ქართველ დიზაინერად მიმაჩნია და აუცილებლად ვაპირებ გაზაფხულისთვის ჩემი გარდერობი გავამდიდრო მისი სამოსით.

დიანას სპორტული კოლექცია ვალენტინობას ეძღვნება, მაგრამ მე გირჩევდით რომ მხოლოდ ვალენტინობა და სხვადასხვა დღესასწაული არ დაისახოთ კარგად ჩაცმის მოტივატორად, რადგან რაც უფრო ლამაზად გაცვია და კომფორტულად გრძნობ თავს, მით უკეთესია განწყობაც და მით მეტია ყოველთვის თვითშეფასება.

დიანას მესიჯიც ამ კოლექციის შექმნისას იყო ზუსტად ვარჯიშის ესთეტიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სილამაზის შერწყმა.

ძალიან ნაზი და ლამაზია კოლექციაა, რასაც ხაზს უსვამს მაქმანები და სხვადასხვა დეტალი სამოსზე.

ისიამოვნეთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარების დატოვება

 

 

 

Comments

comments

12 thoughts on “WORK OUT WITH L.O.V.E.

  1. Tamuna Chachashvili says:

    ძალიან ლამაზი კოლექციაა, ოღონდ სავარჯიშოდ მე პირადად არ გამომადგება, დისკომფორტს შემიქმნის.

  2. ლელუ says:

    ძალიან მომეწონა ეს კოლექცია
    და საერთოდ პირველად გავიგე ამ დიზაინერის შესახებ
    მინდა რომ სანამ სულ ამოიყიდა ხვალვე ვიყიდო და იქნებ დამიწეროთ კონკრეტულად ამ 2 სეტის ფასი

    https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn2/v/t34/1620238_1843083965831361_622410203_n.jpg?oh=5d064ed265edb794315ec640976a3602&oe=52FD3372&__gda__=1392329597_193569c494eb8b4de694a412414ddd1d

    აი ამ სურათზე ზედაც და ქვედაც რა ღირს და რა ზომები გაქვთ

    და აი ამ სურათზეც ზედა და შორტი რა ღირს და რა ზომები გაქვთ?

    https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn2/v/t34/1781650_1843084162498008_951130533_n.jpg?oh=4b27dea708336680d0cb55634ee830c8&oe=52FD011B&__gda__=1392315476_d93d7b48f1cda7e5c7a1ed9571996380

  3. Any says:

    კოლექცია ძალიან კარგია ♥ სიამოვნებით ჩავიცვამდი რამდენიმეს. 🙂
    მოდელი არ მომეწონა. :/ ყველა ფოტოზე ერთნაირია და რაღაც უხერხულად დგას 😀

  4. LiLaC says:

    მაქმანიანი სპორტული მომეწონა, მაგრამ ისე მე უფრო ტანზე მომდგარი ტანსაცმელი მომწონს, თუნდაც ვარჯიშის დროს ელასტიკებზე კომფორტული არაფერია ჩემი აზრით.
    ისე, ეს კოლექცია უფრო ღამის სამოსს მაგონებს 🙂

  5. ნინკა says:

    ლამაზი კოლექციაა გეთანხმებით,
    საიტზეც გადავედი და დავათვალიერე, საკმაოდ გემოვნებიანი სამოსი დევს

    მაგრამ !!!!
    ცოტა ქართულ ბაზარს რომ მოარგოთ ეს ფასები არ შეიძლებაა?
    რამდენი ადამიანი გეგულებათ სპორტულ სამოსში რომ 250 – 300 ლარები გადაიხადოს?
    ცოტა რეალობისკენ გამოიხედეთ და ბიზნესიც უკეთ წავა, კლიენტიც მეტი გეყოლებათ და მეტად კმაყოფილი

  6. Daenerys Targaryen says:

    არარეალურს ამ ფასებში ნამდვილად ვერაფერს ვხედავ, ძალიან ლამაზი და ძალიან ხარისხიანი ტანისამოსი აქვს ამ დიზაინერს და პირიქით მადლობელი ვარ რომ ესეთი არარეალურად დაბალი ფასები გაქვთ ხარისხთან შედარებით.
    უნიჭიერესი ბრძანდებით დიანა და არც მომხმარებელი გაკლიათ ჩემის ჩათვლით!!!

  7. Diana Kvariani says:

    თბილისი მოლში არის უამრავი მაღაზია სადაც შარვალს იყიდით 70 ლარად.ასე რომ არავინ არ დარჩება ნაწყენი.
    მე არ ვქმნი ჩემს კოლექციებს იაფი ნაჭრებით,და არ შემიძლია გავყიდო მაგაზე იაფად.
    დიზაინერების სამოსი არსად არ ღირს იაფი,რადგან არის განსხვავებული და ხარისხიანი.და რაც შეეხება ბიზნეს რეალობას,დამიჯერეთ მე ჩემი საქმე ძალიან კარგად ვიცი.მადლობა კომენტარისტვის.

  8. Toma says:

    ამ სპორტული კოლექციით, სპორტულ დარბაზამდე თუ მიხვალ თორემ ისე დიდი არაფრის მაქნისია. სპორტული ტანსაცმელის დიაზინერებმა თავად უნდა ჩაიცვან თავისივე ტანსაცმელი და წავიდნენ სავარჯიშოთ რომ მიხვდნენ რა უნდა შეკერონ, როგორი მატერიალით და ა.შ.

  9. tako gvazava says:

    მოკლედ, მთლიანად ვეთანხმები ნინკას პათოსს და პირდაპირ მიკვირს და გამკვირვებია თავად დიზაინერის. “მე არ ვქმნი ჩემს კოლექციებს იაფი ნაჭრებით,და არ შემიძლია გავყიდო მაგაზე იაფად”. პირველ რიგში, აქამდე მეგონა, რომ ელი სააბი, დომენიკო და სტეფანო, კატენები ქმნიდნენ და ახლა გავიგე, რომ თურმე დიანაც “ქმნის” :)) ცოტა მეტი თავმდაბლობა, მეგობრებო, თქვენ კერავთ და არ ქმნით. ეს ერთი და მეორეც, ეძებეთ ცოტა იაფფასიანი ქსოვილები? მემგონი არა, იმიტომ რომ კარგად რომ მოგეძებნათ, აუციელბლად ნახავდით, იმიტომ რომ ქსოვილების მსოფლიო ბაზარი საკმაოდ იაფია, თუ ინდივიდუალურ ჰენდმეიდ შემთხვებთან არ გაქვთ შეხება, რაც ძაან მეეჭვება 🙂 ასე რომ, თუ გინდათ რომ გაყიდოთ ეს თქვენი კოსტიუმები, რომლბიც საკმაოდ სიმპათიურია, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მოუხერხებელი, მიუდექით თქვენ ბიზნესს ცოტა უფრო გონივრულად, თუ არადა თქვენი თქმის არ იყოს, წავალთ და ვიყიდით 70 ლარიან სპორტულ ტანსაცმელს, დიანა ქვარიანი არაა თუნდაც ადიდასი და ნაიკი, რომ ამ ბრენდს ვინმე დახარბდეს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *