David Koma F/W 2014 – London fashion week

David Koma – დავით კომახიძე,  ქართველი დიზაინერი, რომლის სახელი რამდენიმე წელია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, ლონდონში მოღვაწეობს და თანაც ძალიან წარმატებულად. მისი ბრენდის მმართველი მენეჯერი ამ ეტაპზე არის დევიდის რუსი მეუღლე საშა, რომელიც უნდა ავღნიშნოდ რომ ძალიან კარგად ართმევს დავალებას თავს.

2013 წლის დეკემბერში მოდის სახლმა (ტერი მიუგლერ)  Thierry Mugler დევიდ კომა ახალ სამხატვრო დირექტორად დანიშნა.

ლონდონის მოდის კვირეულზე მისი კოლექცია ისევ David Koma-ს სახელით გამოჩნდა, თუმცა მე პირადად დიდი ინტერესით ველოდები როგორი იქნება მიუგლერისა და კომას კოლაბორაცია.

 

 ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციაში, ავტორის აჩვენებს Lucas Cranach the Elder (პატარა) -ის მიერ შექმნილ რენესანსის პერიოდის ნახატებზე გადმოცემული ქალების ჩაცმულობის მისეულ ხედვას.

კორსეტები, მჭიდროდ მოჭიმული წელის არე სხვადასხვა ტიპის სამოსში – აი ზუსტად ამ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება დიზაინერმა და გადმოსცა ის თავის კოლექციაში, რომელიც მართლა ულამაზესია ჩემი აზრით.

 

Comments

comments

4 thoughts on “David Koma F/W 2014 – London fashion week

  1. mako says:

    ძალიან სუფთა და მარტივი ხაზებია ამ კოლექციაში. ტყავის მასალა, რომელიც მის თითქმის ყოველ კოლექციაში დომინირებს, განსხვავებულ განზომილებაში აღგაქმევინებს ნამუშევარს. მომწონს ის რომ, აქცენტი უმეტესად კაბებზე აქვს და ქალურობას არ უკარგავს მოდელს. იმედია Thierry Mugler –სთან თანამშრომლობის მანძილზე არ შეიცვლის ხელწერას და არ გადავა აგრესიული სიშიშვლის ტალღაზე. :–)

  2. თაკო გვაზავა says:

    ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ფაქტია.
    ამდენი ბეწვი ისე წელს ვინმეს ჰქონდა გამოყენებული? :))
    ცოტა აგრესიული კოლექციაა, მაგრამ ძალიან დახვეწილი და ქალური. ეს სილუეტი საერთოდ ჩემს უსაყვარლეს სტილად იქცა ამ ბოლო პერიოდში – წელში მკვეთრად დაფიქსირებული და ქვემოთ უხვი კლოში, ძაან მომწონს.
    ეს ტყავის თასმებში დაჭრილი სამოსი მეცნო, ბიონსეს ეცვა სადღაც ამ ბოლო დროს, ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი გრემიზე, სცენაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *