Tata Naka A\W 20014-15 Collection

Tata Naka – უნიჭიერესი ქართველი დების თამარა და ნატაშა სურგულაძეების დიზაინერული დუეტია. სხვათა შორის გოგონები ტყუპები არიან 🙂

საქართველოდან 1996 წელს გაემგზავრნენ და სწავლა ლონდონში სან–მარტინის კოლეჯში განაგრძეს.

გოგონები დღემდე ლონდონში მოღვაწეობენ და თანაც უდიდესი წარმატებით რაც მე პირადა ძალიან მახარებს, რადგან ზოგადად ყველა ქართველის ასეთი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მახარებს ხოლმე.

შემოდგომა/ზამთარი 2014-15–ის კოლექციაც გამორჩეულია, როგორც სხვა დანარჩენი, მიუხედავად იმისა რომ ეს არის კოლექცია საკმაოდ ცივი და რუხი სეზონისა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა მუქი ფერებით იმოსება. თათანაკამ გადაწყვიტეს ისევე გაეხალისებინათ ეს სეზონი როგორც სხვა დანარჩენი და მსოფლიოს შესთავაზეს არაჩვეულებრივი ფერადი კოლექცია.

ულამაზესი ფერთა გამა, პრინტები, ფორმები, სახლის დეკორაცია და ინტერიერი სამოსზე – აი რატომ არის ეს კოლექცია ულამაზესი და გამორჩეული.

ისიამოვნეთ და კომენტარების დატოვებაც არ დაგავიწყდეთ.

Comments

comments

7 thoughts on “Tata Naka A\W 20014-15 Collection

  1. თაკო გვაზავა says:

    ვააააუ 🙂
    მოხიბლული ვარ, თათა, ეს რა სილამაზეაააა 🙂
    ფერები და პრინტები <3
    რა კარგი გოგოები არიან, ყოჩაღ მაგათ.
    დაახლოებით 10 ლუქი შემიყვარდა რასაც ქვია,
    შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ 🙂

  2. ნინკა says:

    ულამაზესია
    საქართველოში არ იყიდება?
    ვიყიდდი სიამოვნებით ერთ ლუქს მაინც

  3. Eka Meliqidze says:

    ვგიჟდები მე ამ გოგოებზე <3 თუმცა წინა კოლექციის პრინტები უფრო მომწონს

  4. ირინკა says:

    მე ყოველთვის ფერებისკენ და პრინტების მიქსისკენ ვარ! ჯერაც არ მავიწყდება მათი ფისოებიანი პრინტი ძველი კოლექციიდან. <3

  5. Taa says:

    ნინკა

    უფრო ინტერნეტით ალბათ
    მათსავე საიტზე შეგიძლია შეძენა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *