Beauty Oils

გაზაფხული ბუნების და ამავდროულად სხეულის გამოღვიძების პერიოდიცაა.

უფრო მეტად ხარ მომართული მოძრაობისკენ, გარეთ ყოფნისკენ, სეირნობისკენ. მაგრამ პარალელურ რეჟიმში თავს იჩენს მთელი რიგი ზამთრის მიერ მიყენებული ზემოქმედებები, როგორიცაა გამომშრალი კანი, სიცივისგან გაუხეშებული ხელები, სახეზე ლაქები და კანის აქერცვლა, დამსკდარი კანი ტუჩებზე და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის თავიდან აცილება, თავის განსაკუთრებული მოვლის პირობებში, მაგრამ მეორე ნაწილი სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებს და სწორედ რომ გაზაფხულზე გვიწევს ჩვენს სხეულთან მიმართებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მათ შორის არასაკმარისად დატენიანებული და მოუვლელი კანი და ზედმეტი კილოგრამები.

ზამთრის ყინხა, ხელოვნური გათბობა, ზაფხულთან შედარებით მაკიაჟის მეტი დოზებით გამოყენება – ეს არის მიზეზი, რომლის შედეგადაც სახის კანი გაზაფხულზე გვაქვს აჭრელებული და აქერცვლისკენ მიდრეკილი.

ამიტომ გადავწყვიტე ისეთი პროდუქტები გამომეკვლია, რომლის შესახებაც ადრე არც დავფიქრებულვარ და მივედი კანის ზეთებამდე – რომელსაც ადრე არც კი განვიხილავდი თავის მოვლის საშუალებად. თუმცა როგორც ამბობენ Never say Never და მთავარი ის კი არ არის რას გამოიყენებ, მთავარი არის ეფექტი.

მაშ ასე

1.  Caudalie Energizing Concentrate – 44$ საშუალოდ

bb_p

100% მცენარეული – თანაც ნატურალური ზეთი, რომელიც იცავს კანს ყველანაირი ზემოქნედებისაგან, მოიცავს ყველა იმ ზეთოვან კომპონენტს რომელიც სჭირდება სახის კანს აღდგენისათვის, შედის კანში ღრმად და ააქტიურებს კანის ყველაზე შორეულ ფენებს, რათა მოხდეს მათი საკმარისად დატენიანებაც და უზრუნველყოფს კანის სიგლუვეს.

2. Boscia Tsubaki Beauty Oil – 46$ საშუალოდ

Boscia Tsubaki Beauty Oil

არანაირი შეგრძნება რომ გისვიათ ზეთოვანი მასა, არანაირი მძაფრი სუნი და ამავდროულად პროდუქტი რომელიც საოცრებებს ახდენს სახის კანზე და პროდუქტი რომელიც დამოიყენება როგორც დღისით ასევე ღამით.

არის ani-aging პროდუქტი და ასევე ხელს უწყობს კანის კარგად დატენიანებას და გარემო პირობების მიერ კანზე მიყენებული ზარალის აღდგენას. შეიცავს ომეგა 3-ს.

3. Josie Maran Pure Argan Oil Light – 48$ საშუალოდ

100% არგანის ზეთი, უმსუბუქესი ფორმულა, რომელიც უცებ გაიწოვება კანიდან და კანს უტოვებს საოცრად მიმზიდველ ფერს. არის დამატენიანებელი და იყიდება 2 ვერსიაში. უფრო მსუბუქი და მეორე უფრო მშრალი კანისათვის.

4. Bobbi Brown Extra Face Oil – 62$ საშუალოდ

ეს ზეთი უფრო ინტენსიური გამოყენებისთვისაა, აქვს საოცრად დამარბილებელი ზემოქმედება რომელიც იდეალურია სეზონური ცვალებადობების გავლენის თავიდან ასარიდებლად. განსაკუთრებით იდეალურია ზოგადად მშრალი და გამომშრალი კანისთვის, რომელსაც ზეთისხილი და სეზამი განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს.

5. Fresh Seaberry Moisturizing Face Oil – 50$ საშუალოდ

SEABERRY MOISTURIZING FACE OIL

  უნიკალური საშუალებაა მისი შემადგენლობის მიხედვით: თითქმის ყველანაირი კენკროვანი მცენარისა და ნუშის ზეთი ერთად – ეს არის მართლაც ჯანსაღი კანის ელექსირი. 24 საათიანი დამატენიანებელი ეფექტი აქვს ე.წ. აბლეპიხის გამო, რომელიც არის მთავარი კომპონენტი. ხოლო anti-aging ეფექტისთვის, მასში გამოყენებულია: ომეგა 3, 6, 7 და 9 !!!

 მართლა გასაოცარი პროდუქტია და ამის ყიდვას ვაპირებ ამ დღეებში

 

Comments

comments

5 thoughts on “Beauty Oils

  1. Teolina Sultanishvili says:

    სად აპირებ, ამაზონ?? მომე რა ლინკი. თქს)))

  2. სალომე says:

    მე ვიყენებ ჯოსი მარანის არგან ოილს უკვე კარგად ხანია და კმაყოფილი ვარ:)

  3. თათა says:

    თაა :)) ძალიან კარგი პოსტია, სახის კანს მართლაც რომ სჭირდება აღდგენა ზამთრის შემდეგ.

    ნი ვ წემუ 🙂 მაგრამ გადავხედე და ვერ მივაგენი. შენეული რისერჩი იქნებ ჩაატარო და ვისაც შეღებილი თმა გვაქვს რჩევები ჩვენთვისაც მოამზადო. რა საშუალებები სჯობს თმის დასარბილებლად, აღსადგენად და ა.შ ასევე შამპუნი . კარგი იქნებოდა.

  4. Taa says:

    თათა

    თათ, მე აღმოვაჩინე შამპუნი დესანჟი
    მიდი მაგათ სალონში და მოგხედავენ, თავად შამპუნები არის რაღაც ზღაპარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *