მაშინ როდესაც,
მე და ჩემი ასაკის (+/-2-3წელი) ბავშვებს სკოლაში მისვლა აღარ გვიხაროდა, რადგან აღარავინ გვთხოვდა პალტოები გაგვეხადა, სადაც საკლასო ოთახების გარესამყაროდან იზოლაციისათვის ფანჯრებს სკოჩებს ვაკრავდით და კერასინკასთან გარშემორტყმულები ვსაუბრობდით ისტორიაზე, ლიტერატურაზე, გეოგრაფიაზე და ასე შემდე… როცა პურის რიგებიდან გათოშილები ამოვდიოდით სახლში, როცა შუქის მოსვლას არაადამიანური შეძახილებით და არაადამიანურად ბედნიერები ვხვდებოდით, როცა დავივიწყეთ რომ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ცხოვრებამ საოცარი საზრუნავი გაგვიჩინა . . .
იქ სადღაც, მაშინდელი კამოს ქუჩაზე კონკრეტული ადამიანები უკვე იცნობდენ პიარს, როგორც დისციპლინას და ქვეყანაში სადაც ბიზნესები “არ არსებობდა” ან თუ არსებობდა რა იყო ყველას კარგად მოგეხსენებათ, საუბრობდნენ პიარის დანერგვასა და განვითარებაზე საქართველოში.
და მე 2007-08 წლებში, მაშინ როდესაც პირველად დავიწყე ფიქრი “პიარშიცობაზე”, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ პიარს საქართველოში ასეთი იდუმალი და რაღაცანაირად “იატაკქვეშა” დასაწყისი ჰქონდა.
და 5 აპრილს, როდესაც ყველანი გასუსულები ვუსმენდით მარიკა დარჩიას, რომელიც ამ ამბებს გვიყვებოდა, დარწმუნებული ვარ ყველამ რაღაც საოცარი შეთქმულების ნაწილად ვიგრძენით თავი. თითქოს რაღაც უდიდესი საიდუმლო გაგვანდესო და ჩვენც ამაყად უნდა ვატაროთ ეს საიდუმლო.
— აი ასეთი იყო პიარ დღეები 2014.
4 აპრილს პიარ დღეები მულტიმედია განათლების ცენტრში მეთიუ გონრინგის სკაიპ კონფერენციით გაიხსნა. მიუხედევად იმისა რომ ცოტა ტექნიკური ხარვეზი ხელს გვიშლიდა ნაამბობის მოსმენაში, რაღაც საინტერესო და ჩვენს კონკრეტულ მიმართულებასთან მორგებული დარწმუნებული ვარ ყველამ წამოვიღეთ.
5 აპრილის ღონისძიება სასტუმრო კრუიზის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა და დაეთმო პიარ პრაქტიკოსების პრეზენტაციებს სხვადასხვა დარგისთვის აქტუალურ თემებზე. სულ 3 ბლოკი იყო თემატიკის მიხედვით დაყოფილი: პიარის ისტორია და განვითარება საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მომავლის პიარი.
საღამომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩემს 3 ფავორიტ სპიკერს გამოვყოფ ამ საღამოდან:
1. გიორგი კალატოზიშვილი, პრეზენტაცია “პრOFFანიდან – პროფესიONალამდე”
გამოსვლა ეხებოდა პიარ წიგნს, რომელიც უნდა გამოიცეს და აქცენტებს თუ რაზე იქნება მასში გამახვილებული ყურადღება. თავად თემაც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იყო პრეზენტაციის ვიზუალური მხარე რომელიც თურმე 22 წუთს გაგრძელებულა და არც კი შეგვინიშნავს არავის.
აი ასე ვუსმენდით მომღიმრები და ყურადღებით 🙂
2. კახა მაღრაძე, პრეზენტაცია “უპასუხისმგებლო სოციალური პასუხისმგებლობა”
კახას გამოსვლა იყო ყველაზე სახალისო, პრინციპში რატომაც არა, თვითონ ისეთი არტისტულია რომ სხვანაირად არც იქნებოდა და ამასთანავე ძალიან საინტერესო.
აქვე ბარემ განვავრცობ კახას თემას და მეც მოგიწოდებთ, ვირბინოთ მათთვის ვისაც არ შეუძლია. გადადით ლინკზე
კახას გამოსვლა ვიდეო კლიპით დასრულდა და ამიტომ განსაკუთრებით გავხალისდით.
3. თეონა ბაღდავაძე – “პიარი მომავლის პროფესია”
თეონას გამოსვლისას დამსწრე საზოგადოება უკვე გადაღლილი იყო, ამთქნარებდა და ჟანგბადიც უკვე ნაკლები იყო დარბაზში. რეალურად ყველას ერთი სული ჰქონდა როდის დაასრულებდა თეონა თავის პრეზენტაციას, მაგრამ …
იმდენად საინტერესო აღმოჩნდა რომ დარბაზი გამოცოცხლდა, სახეები გაგვისწორდა, გაგვეღიმა, ტელეფონები მოვიმარჯვეთ სლაიდების გადასაღებად. არც კი გვიგრძვნია ისე გადავდიოდით სლაიდიდან სლაიდამდე და ვმოგზაურობდით 2015-20 წლების პიარში – მომავლის პიარში. ყოჩაღ თეო <3 ძაან ძაან well done.
ტექსტუალური და ვიზუალური მხარე იმდენად იყო დაბალანსებული, რომ გასუსულები ვუსმენდით.
მერე დაიწყო ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულთა გამოცხადება და მესამე ადგილზე თათა მორჩილაძე რომ გამოაცხადეს მოულოდნელობისგან შევხტი. არ ვიტყვი, რომ არ ველოდი იმიტომ რომ თუ კონკურსში იღებ მონაწილეობას, ავტომატურად ემზადები, თუნდაც რაღაც დოზით გამარჯვებისთვის. მაგრამ იმ წუთას მაინც რაღაცნაირად მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. მადლობა ელდარს და პერიტუს ჯგუფს.
საკონკურსო პოსტი წაიკითხეთ ამ ლინკზე.
6 აპრილი – გალა
საღამო იყო არაჩვეულებრივი, ლამაზი, მხიარული, კრეატიული, სიურპრიზებით და საჩუქრებით სავსე.
იმდენად ხალისიანი რომ ბოლოს ჩანთებს ვიქექავდით საჩუქრების დაწესების მიზნით.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო და კომპლიმენტები მივუძღვნა მაგიდა #6–ის გოგონებს და განსაკუთრებით მაკუნა გამცემლიძეს. კაბარეს მსახიობობა და მოცეკვავეობა თუნდაც 3 წუთით ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ყველასთვის. 4–5 წუთში დაგეგმილმა ექსპრომტმა მგონი გაამართლა და ხარვეზებიც მოგვიტევეს 🙂
მოკლედ სიმღერა და კრეატივი სადღეგრძელოს ნაცვლადო თქვეს მაგიდა #6–ის გოგონებმა და აიყოლიეს მთელი დარბაზი.
****
მადლობა ყველას და განსაკუთრებით ნუკა ლეჟავას ამ 3 დღის ასეთ დაუვიწყარად გადაქცევაში.
მომავალი წლის To do list-საც დავაგდებ აქვე, ყოველი შემთხვევისთვის
1. ელდარ ცოლი უნდა მოიყვანო !!!
2. პიარ კლუბის ჰიმნივით რამე პრომო უნდა დაიწეროს და კლიპი გაკეთდეს.
3 წლის იუბილემდე . . .
თათააააააა <3 <3 <3
well done baby! ♥
წავიკითხე პოსტები და ორი სიტყვა მიტრიალებს თავში:დ მაგარი გოგოა თააა<3
მეტსაც ვიტყვი მისაბაძი მაგალითი (ჩემთვის პირადად)
თამუუუუ <3 <3 <3
PR დღეები 2014 იყო ინფორმაციული, კარგად დაგეგმილი ღონისძიება, ასევე ძალიან სახალისო! მადლობა ორგანიზატორებს და კლუბის წევრებს! მე <3 PR club!
ყველა ადამიანს აქვს უფლება შექმნას ოჯახი მაშინ როცა უნდა! რა იყო ეგ, შევწუხდი :/
rogor momewona, iseti interesit vkitxulobdi titqos ar ravswrebivar am dgeebs :))) mshvenieria :*
გამახსენე რაზე ამბობ, თან მახსოვს და თან ვერ ვიხსენებ :))))))
Taa Morchiladze 23 წლის ვარ და უკვე დაიწყო ჩემთანაც ცოლი როდის მოგყავს ოჯახს არ ქმნი 🙂 ელდარის ადგილას რომ წარმოვიდგინე თავი არ ვიცი . მე ცუდად მოვიქცეოდი . ყოჩაღ მოთმინებისთვის.
Gocha Gabodze აააააააააა 🙂
ხოო მეც მაღაიზიანებდა ეგ ფაქტი, მაგრამ ელდარის შემთხვევაში სახალისო იყო ეგ ყველაფერი.
Taa Morchiladze მე ვერ ვიხალისე. ეტყობა წინაპირობები რომ არ ვიცოდი ამიტომ.
Taa Morchiladze ჩვენ კი ვიხალისეთ, მაგრამ ელდარი თუ ხალისობდა ნეტა? :))))
Nanka Pavich Kikalia მეც სწორედ მანდ ვარ. ისედაც ორი კინკილა მამაკაცია ამ პროფესიაში ცოტაც და გენდერული ნიშნით ძალადობის კვალიფიკაციას მივანიჭებდი ამ ხალისს :))))
Gocha Gabodze გოჩა არ გაგიგოს ქ-მა მარიკამ, თორემ 2015 წლის პრ დღებზე ადგილზევე ცოლის მოყვანით დაისჯები 😀 :)))
Nanka Pavich Kikalia არ იქნება პრობლემა. გარკვეული თემების ლობირებას მოვითხოვ სანაცვლოდ 3:)
Gocha Gabodze გოჩა, ეს სრულად ხუმრობა იყ თავისთავად, ქ-მა მარიკამ ააგორა გასულე წელს და განვაგრძეთ ხალისი. არ გაღიზიანდე, ძალადობა არაფერ შუაშია:) ელდარიც ხალისობს, ზუსტად ვიცი:)
თათა:* სუპერ გოგო ხარ! ჰო , აი ბოლოში, მესამე წლის იუბილეს ორგანიზების პასუხისმგებლობა, რომ გადმომეცა სათვალესთან ერათად, ეგ დაგავიწყდა:))))))
მართლაა?
მაგ დროს წასული ვიყავი.
მოკლედ აბა შენ იცი, შემდეგი უკეთესი უნდა იყოს
Sofie Khachapuridze მიხარია თუ ასეა. მე მის ადგილას ვერ ვიხალისებდი. სუბიექტურად ასე აღვიქვი. წინაპირობები როცა არ ვიცოდი.
შევინახოთ არქივშ ეს ტატია 🙂 ლამაზია და ყოვლის მომცველი , მადლბა თათა :*