მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო განხორციელებული იდეის შესახებ.
6 აპრილს თბილისში, დედაენის ბაღში ჩატარდა პირველი Tbilisi Flea Market, იგივე ძველმანების ბაზრობა როგორც უწოდებენ ხოლმე.
იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი ბაზრობები უბრალოდ აუცილებელია, რადგან ჩვენი კონსუმერული მოთხოვნილებები ყველა სეზონის ბოლოს გარდერობის გამოჭედვაში გამოიხატება ხოლმე და მერე ვხვდებით, თუ რამდენი უსარგებლო და “აუ ეს არც ერთხელ არ ჩამიცვამს” ნივთი გვაქვს გარდერობში.
სწორედ ასეთი ნივთების: რაც არ მოგწონს, რაც მოგბეზრდა, ბებიის სკივრიდან ამოღებული ან სადღაც გადანახული კარგად დავიწყებული სამოსის, აქსესუარების, ფეხსაცმელის თუ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა – გადაცვლის შესანიშნავი საშუალებაა ეს ბაზრობა.
მე ჩემი სამკაულის სკივრი კიდევ ერთი გახაფხულოვანი ყელსაბამით, ხოლო ვიკიკომ თავისი სათამაშოები ულამაზესი სახტუნაოთი გავამდიდრეთ.
პირველმა ღონისძიებამ საკმაოდ კარგი სტარტი ანახა: კარგი ამინდი, საოცარი სიმწვანე ირგვლივ, სიფთა ჰაერი და უამრავი ძალიან იაფად გამოტანილი ნივთი, რომლებიდანაც რამდენიმეს აუცილებლად აარჩევს ყველა.
ბაღში მუსიკა უკრავდა, ადამიანებს ერთად ყოფნა და ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, სვამდნენ “მეობას” 2 ლარად, იყო ბევრი ხალისიანი შეძახილი, მოკითხვა და ბურბუშელას გამყიდველები 😀
ერთი სიტყვით ძალიან სასიამოვნო აუთდორ სიტუაცია იყო და ვინც ვერაფერი ვერ შეიძინა დარწმუნებული ვარ დათვალიერებით და ამდენი ჟანგბადის ჩასუნთქვითაც მიიღო დიდი სიამოვნება.
ამბობენ, კიდევ ჩატარდებაო და დიდი სურვილი მაქვს აუცილებლად გამოვიტანო ჩემი ნივთებიც და გავუზიარო სხვებს.
მადლობა ორგანიზატორებს ამ მშვენიერი იდეის განხორციელებისათვის.
P.S. ძალიან კარგი იქნება თუ ამ იდეას ქართველი დიზაინერებიც შემოუერთდებიან და თავიანთ ძველ კოლექციებს გამოიტანენ გასაყიდად.
ეგ ივენთები ზოგადად მგონი ყველა ქვეყანაში ტარდება და არა მხოლოდ აქ ჩამოთვლილ ნივთებს, არამედ ავეჯსაც და სახლის აქსესუარებსაც ნახავთ ხოლმე.
ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი ივენთია, იმედია საქართველოშიც განვითარდება და საინტერესო ნივტები გამოიფინება.
მე პირადად დოლჩე და გაბანას ფეხსაცმელი მაქვს ნაყიდი ბარსელონაში ეგეთ ბაზრობაზე.
სად უნდა ვნახო როდის ჩატარდება კიდევ?
სიამოვნებით მოვიდოდი
ra sakvaeli var <3 mmmmm
მართლა საყვარელი ივენთი ყოფილა 🙂
ცოტა ადრე რომ მცოდნოდა შემოგიერთდებოდით.
პ.ს.–ში გეთანხმები აბსოლუტურად 🙂
აუ ძაან კაი რაღაცეები შევნიშნე და უახლოეს მომავალში იმედია უფრო მაშტაბური იქნება და აუცლიბელად შენაძენის გარეშე არ წავალ სახლში <3
აუ რატომ არ ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი და რაღაცეებსაც შევიძენდი. ძალიან, ძალიან მაგარი იდეაა
მშვენიერია ნამდვილად ეგეთი ამბები ქალაქს უხდება.