6- 10 მაისი – გარდაცვლილი მოდის ქალაქში მოდა ბრუნდება.
მე პირადად ვიყავი ერთ ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელმაც განცხადება, რომ 2013 წლის შემოდგომაზე თბილისის მოდის კვირეული არ ჩატარდებოდა – ძალიან მტკივნეულად აღვიქვი.
მაგრამ საბედნიეროდ ამჯერად ორგანიზატორებმა ძაააააააალიან იყოჩაღეს და მოდის კვირეული ჩვენს ლამაზ ქალაქს უბრუნდება
წელს თბილისის მოდის კვირეული არაჩვეულებრივ გარემოში – ვარდების ბაღში ჩატარდება და 20–მდე ჩვენებას უმასპინძლებს. რა თქმა უნდა ტრადიციულად ყველა ჩვენება ერთ სივრცეში არ გაიმართება და რამდენიმე დიზაინერი ვიცი რომ განსაკუთრებულ ადგილს შემოგვთავაზებს.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი აზრით სწორად რომ თბილისის მოდის კვირეულების დამსახურებაა ის, რომ ქართველი დიზაინერების სამოსი აიტაცა ქართველმა საზოგადოებამ და ამით ქართულ ბიზნესს ვუწყობთ ხელს – რაც ძალიან დასაფასებელია. გარდა კონკრეტული სალონებისა, დღეს არის უკვე ინტერნეტ მაღაზიებიც სადაც შეგვიძლია შევიძინოთ ქართველი დიზაინერების სამოსი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები.
მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან- წინა წლის საუკეთესო დამწყები დიზაინერი მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი. თუმცა დიანა ქვარიანის კარიერული წინსვლა ბოლო ერთი წლის მანძილზე იმდენად დიდი იყო, რომ ის დამწყები კიარა უკვე ერთ ერთ წარმატებულ დიზაინერად მიმაჩნია მე პირადად.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში იქნებიან უცხოელი სტუმრები: იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ამბავი : წელს თბილისის მოდის კვირეულს საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დააკვირდებიან და გააშუქებენ: L’officiel, Style Du Monde, Buro 24/7, Vogue Russia, Fashion Collection, NARGIS Magazine და Esquire (USA).
მოკლედ ვარდების პარკი 6–10 მაისის პერიოდში იქნება ძალიან ცოცხალი, ძალიან მოდური და მე მოუთმენლად ველი ამ დღეს.
TFW 2013 – ქარვასლა… მენატრება ეს აურზაური
Comments
მეც გამეხარდა. ჯერ ისე ძლივს ფეთქავს მოდა ამ ჩვენს თბილისში და ასე უმოძრაობაში ხომ სულ სულ ჩაკვდებოდა.
კარგია, ნელ-ნელა გამოვფხიზლდებით 🙂
წარმატებები ორგანიზატორებს და მონაწილეებს 🙂
მადლობა ნოკიას 😉