6 მაისი, 2014 წელი.
სრულიად “Fashion” და არა მხოლოდ “Fashion” საზოგადოება მოუთმენლად ელოდება თბილისის მოდის კვირეულის გახსნას.
ამინდი არაჩვეულებრივი, ლოკაცია ზღაპრული, განწყობა ყველაზე საუკეთესო, უამრავი ღიმილი და ბევრი ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული ადამიანი შამპანურით ხელში – გახსნის ცერემონიალის ოფიციალური მასპინძელი ხომ MOET & CHANDON იყო.
აქვე გეტყვით რომ თბილისის მოდის კვირეულს ყავს წელს ძალიან კარგი სპონსორი, გოლეთიანის სახლი, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ჩვენთაგანისათვის ხარისხის ნიშანიცაა. ხოლო ნოკიას უახლესი მოდელები კი თავიანთი ფერებით, დიზაინითა და საოცარი ფოტოების გადაღების რესურსით პირდაპირ კავშირშია მოდასთან.
თბილისის მოდის კვირეულზე სავაჭრო სახლი გოლეთიანი წარმოადგენს NOKIA X-ს ანდროიდს. მისი ფრომოუშენი მოხდება კვირეულის ლოკაციაზე, ასევე ონლაინ რეჟიმში განთავსდება NOKIA-თი გადაღებული ფოტოები კვირეულის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. სავაჭრო სახლი „გოლეთიანი“ რამდენიმე სტუმარსაც დაასაჩუქრებს Nokia-ს ტელეფონით.
ნოკია ლუმიასგან შექმნილი კაბა – პოდიუმზე
ნიკას ფრაზას დავესესხები და ვიტყვი, რომ მოდის კვირეული წლიდან წლამდე ძალიან უშუალო ხდება, ძალიან საინტერესო, კიდევ უფრო მეტად წარმატებაზე ორიენტირებული, უფრო ლამაზი და უფრო დახვეწილი.
მინდა ჩემი კომპლიმენტები მივუძღვნა ორგანიზატორებს ამ ლამაზი სივრცისთვის,
სიმწვანემ, დიდი რაოდენობით ჟანგბადმა და ცოტა შამპანურმა ყველა სტუმარს თავბრუ დაახვია და მართლა ძალიან მეგობრული, ჯადოსნური და თბილი გარემო შეიქმნა.
ამ პოსტში მირჩევნია დამსწრე საზოგადოება წარმოგიდგინოთ და კოლექციებზე უკვე შემდეგ პოსტში გადავალ.
პირველ დღეს ცოტა რეტროსკენ წავიყვანე ჩემი ჩაცმულობა, თმის აქსესუარი, რეტრო კლოში კაბა და რეტროს სტილის თითებზე მოჭრილი ფეხსაცმელით:
მაისური: Vikiko by MyMaika.ge /ქვედაბოლო: Starshop /ჩანთა: Miss Selfridge / ფეხსაცმელი: Aldo /
ის რაც ვნახე მომეწონა !!!
უდაოდ მომეწონა,
ბევრი ლამაზი ადამიანი, ლამაზად და გემოვნებით ჩაცმული
უსაყვარლესი თაა
უმშვენიერესი თაკო ჩხეიძე და კრისტი ყიფშიძე.
ყოჩაღ, დღეიდან აქტიურად ვადევნებ თვალს თბილისის მოდის კვირეულს
რა კარგ ფორმაში ხარ 🙂 აი თვალს ვერ გაშორებ. თან გარემოს უხდები ძალიან.
ქვედაბოლო ულამაზესი <3
თაკო ჩხეიძე რომ ძალიან მომწონს, მიყვარს და ასე შემდეგ ეგ არ ახალია, მაგრამ ეს შავი უბრალო თმის რეზინი ამგვარ კაბაზე.. რა ვიცი აბა, უხერხულად არ იგრძნო ნეტავ თავი? :/
ზოგადად მომეწონა ის, რაც პოსტშიც თქვი, ხალხი გასადავდა, აღარ დაფრიალებენ უაზროდ და ეს სასაცილო პეროებიც სახლებში დატოვეს. უმეტესობა კარგ ფორმაშია.
თიკო არ მომეწონა და მეწყინა 🙁 რა ჭირს, ვერ მივხვდი…
თაა, რა საყვარელი ხარ <3
ულამაზესი, ვინტაჟური და ფრიალა… უფფ საშინლად მომანდომე ეგეთი ქვედაბოლო
ეს სურათი გამახსენდა რაღაცნაირად
http://photos.posh24.com/p/776417/z/scarlett_johansson/scarlett_johansson_is_a_style_chameleon.jpg
აშკარად კარგი გარემოა, სურათებიდან იგრძნობა სიცოცხლე
ყოჩაღ !
სადუნიშვილმა რა უქნა თმას 🙁
ძალიან დიდი მადლობა ყველას
გამარჯობათ 🙂
დიდი თხოვნა მაქვს ჩავანაცვლოთ ჩემი ფოტო მოდის კვირეულის გასნიდან, თუ არ გაქვთ სხვა კადრი მე შემიძლია გამოგიგზავნოთ მომწერეთ თქვენი ელექტრონული მისამართი.
საუკეთესო სურვილებით,
ირმა შარიქაძე
ირმა შარიქძე
taa@taa.ge აქ გამომიგზავნეთ და ჩავანაცვლებ 🙂
ბევრის ჩაცმულობა მომეწონა.