თბილისის მოდის კვირეულის პირველ დღეს, გახსნის ცერემონიალის შემდეგ 2 ჩვენება გაიმართა: ატელიე კიკალამ (ლადო ბოკუჩავა) და გოლა დამიანმა (დალოოდ ჯგუფი) თავიანთი შემოდგომა – ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.
აქვე შეგახსენებთ რომ თბილისის მოდის კვირეულის სპონსორია სავაჭრო სახლი გოლეთიანი და NOKIA X.
არ შემიძლია არ აღვნიშნო მოდის კვირეულის დამსწრეთა და ორგანიზატორთა “შეძენილი” ძალიან კარგი თვისება.
ყველა ჩვენება თავის დროზე იწყება – აი, მართლა გაოცებული ვარ 2 დღის მერეც – (+/- 10 წუთი არ ითვლება) და ეს არის ძალიან კარგი, რადგან როგორც ყველამ ვიცით დღევანდელ დღეს ყველაზე ძვირფასი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის დრო და ის ფაქტი რომ დროს არ ვკარგავთ ჩვენების დაწყების მოლოდინში არის დიდი წინსვლა.
რაც შეეხება კოლექციას, ლადო ბოკუჩავა რომელიც წარმოადგენს კიკალას უდაოდ ნიჭიერი დიზაინერია. მე პირადად ძალიან მოვიხიბლე 1 წლის წინ მოდის კვირეულზე რარმოდგენილი მისი კოლექციით და სიმართლე გითხრათ მსგავს რამეს ველოდი, მაგრამ ლადომ ამჯერად ცოტა განსხვავებული კოლექცია წარმოგვიდგინა, უფრო ფერადი, უფრო მრავალფეროვანი. ძალიან მომეწონა ფეხსაცმელი და უსაზღვროდ შეყვარებული დავრჩი კაბაზე, რომელიც თაკო ჩხეიძეს ეცვა.
ამ ისედაც მახინჯ მოდელებს რაღაზე ამახინჯებენ ამ ვითომ კრეატუილი მაკიაჟით?!
საერთოდ არ ვთვლი რომ ჩვენი მოდელები მახინჯები არიან
გასაგებია, რომ ჩვენებაზე უმეტეს მათგანს კონკრეტული მაკიაჟი არ უხდება, მაგრამ ეგ დიზაინერის მოთხოვნაა და ისევ თავად ამახინჯებს ან თვლის რომ ალამაზებს ამ გოგონებს.
თუმცა რეალობაში მახინჯებად არ ვთვლი მათ
ლადო ბოკუჩავა – ატელიე კიკალასთვის !!! ყოჩაღ.
ძალიან მომეწონა კოლექცია.
ამ გაგანია გაზაფხულზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს რატო წარადგენენ? რა დროს ნაქსოვი სვიტრები და მუქი ფერებია?! სულ მთლად აცდნენ მსოფლიო მოდის კალპოტს ქართველი ვითომ “დიზაინერები”. ავთანდილს სულ შავები ან ლურჯები რატომ აცვია ნეტა, ფანტაზია აღარ უჭრის? 🙂
მდა. ცუდი კოლექციაა, ჩემო მოკრძალებული აზრით.
ეს ტოტალური ოქროსფერი, გიგანტური ფხრიწები, მოდელებზე ქვემოთ დათრეული აბსტრაქტული ნაჭრები, არ ვიცი რას ემსახურება, ფეხსაცმელებს არაუშავს, თუმცა მე არასდროს ვიყიდდი. ზოგადად დაკვირვებული ვარ, რომ ქართველი დიზაინერების მიერ ქალებისთვის შეკერილი ფეხსაცმელების აბსოლუტური უმრავლესობა რეალურად მამაკაცებისთვისაა. ძალიან უხეში მოდელები აქვთ.
რაც შეეხება ძირითად თრენდს, რომელსაც დიზაინერი მიყვება – უხეში მოყვანილობა, დაკარგული ან 3-4 ზომით გაზრდილი სილუეტი, გეომეტრიული ხაზები …. – კარგით რა! ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რასაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია ნაგავსაყრელზე გაიტანს, მივარდებიან ეს ჩვენი დიზაინერები და წამოაცუნცულებენ ჩვენთან. ახალი გააკეთეთ რამე, ძვირაფასებო, ა-ხა-ლი!
ერთადერთი კარგი მოდელი ესაა თაკო ჩხეიძის კაბა, რომელიც ამ ლამაზ ქალს სულ სხვანაირად უხდება და მოდელს ისე საძაგლად აქვს დაკონწიალებული, რომ გული მომიკვდა. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ სამოსს ნორმალურად არც ირგებენ ისე გამოდიან პოდიუმზე. რას აკეთებს ამ დროს დიზაინერი?.. ან როგორ შევაფასოთ ამგვარი სახით მოწოდებული პროდუქცია?..
ცალ-ცალკე თუ დავშლით, ცუდი არ არის http://taa.ge/wp-content/uploads/2014/05/MG_3771.jpg
http://taa.ge/wp-content/uploads/2014/05/MG_3804.jpg ამ ლუქის ქვედაბოლო,
ხოლო აი ეს http://taa.ge/wp-content/uploads/2014/05/MG_3806.jpg მე ვფიქრობ, თვითონ დიზაინერს უნდა ჩავაცვათ, ალბათ ძალით და ისე გავუშვათ ქუჩაში.
პ.ს. ანუკი არეშიძის მზერა :))
ვაიმე ეს რეებია ხალხო ? 🙂 ძაან სასაცილოა რა აი ძაააააააააან საღადაო
ეს არის ვის უფრო მეტი კრეაწივის შობა შეუძლია. სადაა ქალური ფორმები, სილუეტი, სადმე ხომ მაინც უნდა ჩადეს რომ ქალის ტანისამოსია და არა ზომბის? მოდა უნდა იყოს სიახლე+ბაზრის მოთხოვნების პასუხი. სიახლე არ ვიცი რამდენად არის მაგრამ ნუთუ ქალები ითხოვენ რომ რაც შეიძლება მეტად დაამახინჯონ? დამალონ წელი, ფეხები… შეიძლება რაღაც დამალო და რაღაცას გაუსვა ხაზი. მაგრამ ყველაფერი დამალო და არაფერი დატოვო არ ვიცი რა არის.
ფეხსაცმელები მართლაც კარგი იყო, რატომ მომეწონა ( საშუალოდ) ეს კოლექცია . 1. მოდური 2. ყველა ფეხსაცმელს მოარგებ ბევრ ლუქს. 3 უცხო და იმავდროულად ნაცნობი.