TFW GOLA DAMIAN F/W 2014-15

06.05.2014

ეს უკვე მეორე ჩვენება იყო გოლასთვის დალოოდ ჯგუფის ფარგლებში. ვთვლი რომ ეს კოლაბორაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გოლას წინა კოლექცია სრულ დეფიციტში აღმოჩნდა ძალიან მალევე ჩვენებიდან. გოლას სამოსი ძალიან წარმატებით იყიდება რუსეთშიც. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ გოლა თვითნასწავლი დიზაინერია.

მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.

_MG_5465

შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ისევე მოიწონა პუბლიკამ როგორც წინა კოლექცია. გოლას ყველა იცნობს როგორც უზომოდ შრომისმოყვარე, ნიჭიერ და ძალიან გაბედულ დიზაინერს და დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მას.

კოლექცია იყო გაფორმებული გოლას მეგობრის ელენე მეტრეველის მიერ შექმნილი უსაყვარლესი ბავშვის ნახატების მსგავსი პრინტებით, სადაც მფრინავი თეფშები იყო ძალიან ლამაზად გამოსახული. ელენემ ეს პრინტი სპეციალურად გოლასთვის შექმნა.

_MG_3882 _MG_3890 _MG_3892 _MG_3909 _MG_3910 _MG_3922 _MG_3934 _MG_3972 _MG_3975 _MG_3983 _MG_3989 _MG_4004 _MG_4010 _MG_4016

_MG_4039

Comments

comments

4 thoughts on “TFW GOLA DAMIAN F/W 2014-15

  1. Nutsa Gogelia says:

    პრინტებს და ზოგადად კოლექციას დადებითად შევაფასებდი.
    მაგრამ აი მაკიაჟი არის სრული ფეილი – რატომ ექცევიან ასე საკუთარი სამოსით შემოსილ მოდელებს არ მესმის 🙁

  2. თაკო გვაზავა says:

    კოლექცია მართლა საყვარელია, საერთო ჯამში. პირველი მოდელი განსაკუთრებით, მაგრამ აი მაკიაჟი 🙁
    რა გითხრა აბა, პირდაპირ საცოდაობაა…

  3. მარტიშკა says:

    რომელიღაც ონლაინ საიტზე ვნახე ამ გოლას ტანსაცმლის ფასები და გულიანად ვიხარხარე სიმართლე გითხრათ.
    300- 400$ ისე ეწერა ვითომც არაფერიო. ცოტა არ იყოს და სასაცილოდ მეჩვენება ამხელა ამბიცია 🙁

  4. Tamara Gachechiladze (McBain) says:

    ფეხსაცმელები ცუდი არ იყო მაგრამ ტანსაცმელი საშინელება. სრულ კოშმარამდე ცოტა აკლია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *