TFW: Aka Nanitashvili F/W 2014-15

ეს იყო ზღაპრული კოლექცია …

1075643_525387067511177_920312626_nზუსტად აკასეული, ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული, ყველა დეტალში რომ ხელწერა იგრძნობა ისეთი. <3

ის რაც მახარებს არის აკას წარმატება და პოპულარობა საქართველოში, მის საუცხოო მაისურებს ულამაზესი პრინტებით,  ძალიან ორიგინალურად გაფორმებულს ხშირად შეხვდებით თბილისში. აკა ქმნის ლამაზ, ნაზ, ელეგანტურ და განსხვავებულ ქალს – რომელსაც შეუძლია თეატრის პრინტიანი კაბებითა და მაისურებით მოიწონოს თავი.

მართლა უზომოდ მომეწონა ეს კოლექცია და ბოლოში ჩემი ფავორიტების სურათებსაც დავდებ.

აკა ნანიტაშვილი არის ძლიერი დიზაინერი – მას უკვე არჩეული აქვს თავისი გზა და არ იგონებს –  “საოცრებებს” ამ სიტყვის არცთუისე კარგი გაგებით და არ კარგავს დროს “მინდავიყოკრეატიული” ტიპის ექსპერიმენტებში.

ამიტომ არის, რომ მას ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება კიდეც მუდმივი მომხმარებელი.

_MG_4554 _MG_4314 _MG_4327 _MG_4336 _MG_4362  _MG_4377 _MG_4378 _MG_4422 _MG_4430 _MG_4443 _MG_4458 _MG_4491 _MG_4502 _MG_4514 _MG_4526 _MG_4550

 ჩემი ფავორიტი ლუქები: წითელი სკამების პრინტი, ფრიალა რეტრო ქვედაბოლოები, მარგალიტებით დამშვენებული მაისურები, მაქმანები და თეატრის პრინტი – რაც უბადლოდ იყო შესრულებული.

es es1 es2 es2 (1) es2 (2)

Comments

comments

7 thoughts on “TFW: Aka Nanitashvili F/W 2014-15

  1. Nutsa Gogelia says:

    აკაზე შემიძლია ვთქვა ის რომ, მართლა ნიჭიერია, თავისი გზა აქვს და თავისი მიმართულება.
    ლამაზი სამოსი აქვს, ნაზი და ფარფატა.
    ეს კოლექციაც ლამაზია, თუმცა პრინტები თეატრის ძალიან დოლჩე და გაბანასკენ გადახვევას გავდა.
    ზოგიერთ კაბას კი მარგალიტებს მოვხსნიდი საერთოდ

  2. თაკო გვაზავა says:

    ბოლომდე ვერ გავიზიარებ შენს დიდ აღფრთოვანებას, თუმცა მართლა ნიჭიერი გოგოა და რაღაცეები მართლა კარგად გამოსდის. ამ კონკრეტულ ჩვენებაში დაგეთანხმები, თეატრალური პრინტები ძალიან ლამაზია, წითელი მაქმანებიც და რეტრო ქვედაბოლოები, მაგრამ ფაქტიურად დოლჩე & გაბანა აქვს გადმოხატული, ოღონდ სხვა თემით. არ მეთანხმები?..
    anyway, ამ ტოტალური უნიჭობის და ფსევდო-კრეატივის ფონზე აკას ნამუშევრები მართლა კარგია, უბრალოდ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შეუსაბამოდ ძვირად გაყიდის 🙂 როგორც სჩვევია, და თუ ნორმალურ ფასებს დაადებს, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც წავა მასთან ატელიეში და ამ ლამაზ თაღებს და ლოჟებს ჩაიცმევს.

    პ.ს. ზოგადად დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი გარდერობის უდიდესი ნაწილი იყოს დაკომპლექტებული ქართველი დიზაინერების სამოსით, მაგრამ სამწუხაროდ, ხარისხი და ფასი ძალიან დიდ შეუსაბამობაშია ხოლმე ერთმანეთთან. მაშინ, როცა მავანი დიზაინერი თავის ქვედაბოლოს 200-300 ლარად აფასებს, იმავე ხარისხის, სტილისა და მოცემულობის სამოსს ვთქვათ რივერ აილენდში 90 ლარად ნებისმიერ დროს შევიძენ. ასე რომ კეთილი სურვილებით მოვუწოდებ, რომ გამოიღვიძონ და ფასწარმოქნის თემას გადახედონ.

  3. თაკო გვაზავა says:

    ამ კომენტარს თბილისის მოდის კვირეულის ზოგად ფარგლებში გავაკეთებ თუ შეიძლება, მხოლოდ აკას არ ეხება : რატომღაც, ჩემდა გასაოცრად დავაკვირდი, რომ წლევანდელ მოდის კვირეულზე განსაკუთრებულად აქტუალური და მიღებულია, თითქმის ყველა დიზაინერის ჩვენებაში, საფარდე ქსოვილები. ხაზგასმით საფარდე :/ რა ხდება ვერ მივხვდი, ლილოს მეფარდეებთან შეიკრა ეს ხალხი?? სერიოზულად გაოცებული ვარ.
    სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა.

  4. მარტიშკა says:

    ძალიან ლამაზია გეთანხმები, მაგრამ კიდევ უკეთესი მომსახურება აქვს აკას თავის მაღაზიაში.
    ყოველთვის ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ ყოფნისას და რაც მთავარია იმდენად ნორმალური ფასები აქვს (შედარებით), რომ საკმაოდ ხშირად შენაძენითაც გამოვდივარ ხოლმე.
    აი ფეხსაცმელში კი, მიუხედავად იმისა რომ წლებია მომწონს აკას ფეხსაცმელი, მაინც ვერ ვიხდი ამხელა თანხას.

  5. Lord Vader says:

    ეფექტურია.
    შეიძლება ფარდაა, მაგრამ ლამაზი ფარდაა 🙂

  6. Tamara Gachechiladze (McBain) says:

    ცუდი კოლექცია არ არის მაგრამ მოდური ნამდვილად არა ესეთი ტანსაცმელი არცერთი ადამიანის სხეულზე არ მინახხავს! მე არ მომეწონა .ფერები კარგი იყო

  7. Tamara Gachechiladze (McBain) says:

    მიუხედავად, ვინტაჟი დღეს საზღვარგარეთ მოდაშია, კარგია, საზღვარგარეთ, რომ ვყოფილიყავი მომეწონებოდა, მაგრამ საქართველოში ასეთ რაღაც-რაღაცებს არ იხმევენ ამის თქმა მინდოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *