დიანა ქვარიანი – ეს სახელი არც ისე დიდი ხანია რაც გაჩნდა ქართულ ბაზარზე და არც ისე დიდი ხანია რაც გაისმა ქართველ მოდის მიმდევართა რიგებში, მაგრამ მიუხედავად ამ მცირე ხნისა – საკმაოდ დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა ქართველი მომხმარებლის.
დიანა ქვარიანის ულამაზესი და ძალიან კომფორტული მაღაზია სალონი ალბათ ბევრს გექნებათ ნანახი, სადაც ასევე უზადო წესრიგით არის განთავსებული დიანას ულამაზესი ქმნილებები. ფერადი და ლამაზ პრინტებიანი სამოსი.
თბილისის მოდის კვირეულზე ეს პირველი ჩვენება იყო დიანასთვის და ვთვლი რომ საკმაოდ კარგად ჩაიარა.
დიანამ თავისი ლამაზი კოლექცია კონსერვატორიის ფოიეში წარმოადგინა, სპეციალურად მოწყობილი დეკორაციების ფონზე, ხოლო კოლექციას შტრიხად გასდევდა George JB-ს ქუდები.
კოლექციას არაუშავს, თუმცა ის რაც მაღაზიაში მინახავს ამას გაცილებით სჯობს.
ქუდები არის სრული კოშმარი და რატომ დართო ნება რომ თავის სამოსზე ესენი დაეფხატა არ მესმის.
ზოგადად ამ გოგონას მოღვაწეობას დადებიტად ვუყურებ, მაგრამ აი ფასები კი მწარედ მკბენენ ხოლმე მაღაზიაში მისულს.
არადა მართლა მაქვს სურვილი, რომ მქონდეს დიანას ტანსაცმელი.
მარტიშკა გეთანხმები , ჩემს სახლთან არის მისი მაღაზია და ნამდვილად საშინელ რაღაცებს გამოფენს, მახსენდება ბებიაჩემის დროინდელი ჩითის კაბები საშინელებაა ეს კოლექციაც არ მომეწონა