TFW Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili

ცუდია, რომ ცოტა გვიან ვწერ ამ კოლექციაზე, ახალ ნანახზე უფრო მეტი ემოცია მქონდა და უფრო მეტი სიტყვა გადმოსაცემად, მაგრამ ის რაც ნამდვილად ვიგრძენი ამ კოლექციის ნახვისას – ამას დროც ვერ წაშლის.

ეს არ იყო მოდის ჩვენება, ეს არ იყო მითითება თუ რა უნდა გვეცვას 2014-15 წლების შემოდგომა – ზამთარში. ეს იყო ამბავი რომელიც გოგონების სახით დააბიჯებდა პოდიუმზე, ეს იყო ტკივილი რომელიც გველაპარაკებოდა, ეს იყო სამშობლო რომელსაც ქართლის დედაც ვერაფერს შველის და ამიტომ ლექსომ ახალი ჩანაცვლება მოუძებნა მას და მე უზომოდ პატივს ვცემ ამ დიზაინერს.

ასეთი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სხვა არც ერთი დიზაინერის არც ერთი კონკრეტული სამოსი ან მოდელი ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ წელს ყველამ ძალიან იყოჩაღა.

  როგორც კი პირველმა მოდელებმა იწყეს გამოსვლა, ჩემი ფეისბუქ მეგობრის რეზი ბესელაშვილის მიერ გადაღებული არაჩვეულებრივი ფოტო გამახსენდა მაშინვე:

  დიახ, მავთულხლართები !!!

ჩვენი შევიწროვებული, დაკნინებული, მიწებწართმეული და მცოცავი საზღვრის მქონე სამშობო, აი რა იგრძნო ყველა დამსწრემ და მე გეტყვით თქვენ:

ჩვენების შემდეგ ბექსთეიჯთან რიგი იდგა, ყველას უნდოდა თავად მიელოცა ან ენახა ეს საოცარი ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს არაჩვეულებრივი კოლექცია. 

_MG_6805

და ეს არის პირველი კოლექცია, რომლის სიშავეზეც ხმასაც არ დავძრავ არასოდეს.

და აქვე მინდა რომ დააკვირდეთ საყურეებს, საოცრება იყო და ლექსო, ვითხოვ დაპირებულ საყურეს როგორც კი დამზადდება შემდეგი პარტია.

1625583_537526806353964_2514286284631926294_n

Comments

comments

10 thoughts on “TFW Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili

  1. თაკო გვაზავა says:

    მდა.
    დავმუნჯდი.
    ჩემი უღრმესი პატივისცემა ამ ადამიანს. ეს იყო ძალიან მკაფიო, დროული, ზომიერი და ნიჭიერი პროტესტი შემოქმედებითი ადამიანის. ყველაზე მეტად მომნუსხა ზომიერების შეგრძნებამ. იმან, რომ არ იყო შავი პომადა, წითელი ნაჭრები ან იარაღის ქუდები, რასაც დარწმუნებული ვარ ზოგი ჩვენებური დიზაინერი უხვად შეაკონწიალებდა ამ მოდელებს. ბრავო.
    მოკრძალებული პატრიოტული პროტესტის მოდა <3
    დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი.
    იქნებ ფასებიც დადო თაა..

  2. Taa says:

    თაკო გვაზავა

    ამ ვიქენდზე ვაპირებ ვესტუმრო და გამომყევი

  3. მარტიშკა says:

    მე პირადად ორივე უნდა შეგაქოთ:

    ლექსო და მატერია – ყოჩაღ თქვენ და ჩათვალეთ რომ დღეიდან თქვენი ერთგული მომხმარებელი და გულშემატკივარი ვარ. უდიდეს წარმატებებს გისურვებთ და გააგრძელეთ ასე – ჩადეთ შინაარსი, იდეა, მესიჯი – კოლექციებში და დამიჯერეთ ბადალი არ გეყოლებათ საქართველოში.

    თაა – ასე მგონია შენნაირად ამ პოსტს ვერავინ ვერ დაწერდა, ზუსტი აქცენტები, სურათი რომელიც შენმა მეგობარმა გადაიღო – შენც ხელოვანი ხარ ამბის შექმნის, უზომოდ მასიამოვნე ამ პოსტით.

  4. Nutsa Gogelia says:

    Stop Occupation – ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ . . .
    ჟრუანტელმოგვრილივზივარ !!!!!!!!!

  5. Taa Morchiladze says:

    შენ უნდა გენახა მე როგორ ვიჯექი 🙂

  6. Diana Vashakmadze says:

    მომეწონა კოლექციაც და გამოხატვის ფორმაც! ძალიან კარგი!

  7. Tamara Gachechiladze (McBain) says:

    ძალიან მომეწონა კოლექცია სად შეიძლება შევიძინო?
    თაა – გმადლობ , ასეთი მოსაზრებებით, პირადი აზრი დღეს ძალიან ცოტას თუ აქვს!

  8. Taa says:

    Tamara Gachechiladze

    თამარა, ძალიან დიდი მადლობა ამდენი კომენტარისთვის
    ლესელიძეზე არის მოდის სახლი “მატერია” სადაც შეგიშლიათ შეიძინოთ ლექსო ახალკაციშვილის ნამუშევრები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *