Under Eye Circles …

Under Eye Circles … ყველა ქალისთვის ერთ ერთი ყველაზე საშიში და ვერაგი მტერი.

კრემები, რომლებითაც რეალურ შედეგს ვაღწევთ ამ მტაცებლის შესაჩერებლად, ძალიან ძვირი ღის. ძვირი ღირს ასევე სხვადასხვა პროცედურები.

თუმცა მეორეს მხრივ არსებობს ბუნება, რომელიც გვთავაზობს ამ პრობლემის გადაწყვეტას გაცილებით მარტივად და იაფად.

ვიდრე გადავიდოდე იმ სხვადასხვა სასარგებლო რჩევებზე, რომლებიც რეალურად ამცირებენ ამ წრეებს თვალების ირგვლივ, ჯერ მოდით გავიგოთ მიზეზები რისგან ჩნდება ეს წრეები? და პასუხები არის: გადაღლილობა, სტრესი, უძილობა.

1. ჩემი პირველი რჩევა იქნებოდა იძინეთ იმდენი, რამდენიც სჭირდება თქვენს ორგანიზმს ენერგიის  სრულიად აღსადგენად.

2. Collard Greens – ბუნების ამ საოცარ პროდუქტს შესწევს ძალა რომ ებრძოლოს თქვენს გადაღლილობასა და სტრესს. შეიცავს რამდენიმე ნივთიერებას, რომელიც აქრობს თვალების ირგვლივ წრეებს და სიშავეს. აუცილებლად დაამატეთ ეს ბოსტნეული თქვენს საკვებ რაციონში.

3. ბანანი – მართალია, ბანანი არ აქრობს ამ წრეებს, მაგრამ…  იმ შემთხვევაში თუ თვქენი თვალების გადაღლილობა არის უძილობით გამოწვეული და უძილობა კი უბრალოდ ჩვევად გექცათ ან არსებობს სხვა მიზეზი ამისა – ბანანი დაგეხმარებათ ზუსტად რომ ძილის მოწესრიგებაში. Bananas are rich in vitamin B6 and magnesium, which are nutrients that promote restful sleep. – წერია ამ უგემრიელესი ხილის აღწერილობაში და გარდა ამისა ბანანი შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც აღიავებს კანს და შესაბამისად ამ კუთხითაც უწყობს ხელს თქვენს სახეს გამოიყურებოდეს ძალიან კარგად.

4. ნიახური – არის ძალიან მდიდარი ისეთი ნივთიერებებით, რომლებსაც აქვთ უნარი  ჩააცხრონ ნებისმიერი შეშუპება კანზე. გარდა ამისა ნიახური შეიცავს ქიმიურ კომპონენტს Pthalide, რომლის თვისებაა სტრესის ჰორმონებისა და არტერიის რელაქსაცია, შესაბამისად სისხლის მოძრაობაც ხდება შეუფერხებლად და კანიც უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

5. კიტრის ნაჭრები – რომლებიც სასურველია იყოს ცივი და სასურველია გაიჩეროთ დახუჭულ თვალებზე 10 წუთის განმავლობაში. კიტრზე ბევრს არ ვისაუბრებთ ისედაც ყველამ ვიცით, რომ უებარი საშუალებაა, თანაც რაც მტავარია ეს არის მომენტალური მოქმედების წამალი ამ შემტხვევაში. მ წუთასვე გაძლევს შედეგს, შეიძკება იდეალურს არა, მაგრამ მაინც კარგ შედეგს.

6. უმი კარტოფილი – უნდა დაჭყლიტით რამდენადაც შეძლებთ და გაადინოთ წვენი. ეს წვენი უნდა გააციოთ მაცივარში, დაასველოთ მასში ბამბა და დაიდოთ დახუჭულ თვალებზე 10 წუთი.

7. ვაშლის ნაჭრები – ანალოგიურად როგორც კიტრი, უნდა დაჭრათ და დაიდოთ თვალებზე, თუმცა ამ შემთხვევაში 25-30 წუთი მაინც უნდა გედოთ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

8. და ბოლოს – ნუშის ზეთი – მართლაც რომ უნივერსალური საშუალება – წაისვით ის როგორც ღამის კრემი, ყოველ სარამოს ძილის წინ და შედეგსაც ძალიან მალე დაინახავთ.

Comments

comments

6 thoughts on “Under Eye Circles …

  1. Diana Vashakmadze says:

    სასარგებლო რჩევებია, დიდი მადლობა, მაგრამ პირველი ბოსტნეული რა არის ვერ ამოვიცანი???

  2. ჯულიანა says:

    ნუშის ზეთი თუ შველოდა არ ვიცოდი. მადლობა :-*

  3. სოფიო says:

    მე ვიცი, რომ ძალიან კარგია ჰერკულესის ნიღაბი. მდუღარეს ვასხამ დოლბანდში გახვეულ 1 სუფრის კოვზ ჰერკულესს, 30 წუთის შემდეგ ჭურჭლის ძირში რჩება ბლანტი ნალექი და მაგას ვისმევთ სახეზე. გადაღლილობას, ალერგიულ გამონაყარს ძალიან უხდება. ცადეთ!

    პ.ს. ესე მომზადებული ჰეკულესი ბავშვის დასაბანადაც გამოიყენება პედიატრიაში.

  4. Taa says:

    სოფიო

    დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისათვის, აუცილებლად ვცდი

  5. შოშანა says:

    შავი ჩაის ნაყენში დამბალი საფენების დაფენა ასევე უებარია თვალების დაღლილობის და წვის მოსახსნელად 🙂

  6. Taa Morchiladze says:

    ვერ ვთარგმნე 🙂 თუმცა მინახავს ცხოვრებაში ეგ ბოსტნეული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *