წამწამების დაგრძელება

მე გავაკეთე აღმოჩენა: არ არსებობს დედამიწაზე იმაზე უკეთესი პროცედურები,

როგორებიცაა ლაზერული (ან დიოდური) ეპილაცია და წამწამების დაგრძელება.

უკვე 2 კვირაა ვიძინებ და ვიღვიძებ განსაკუთრებულ ხასიათზე,

თანაც ისე რომ სარკეში ჩახედვა ძალიან მსიამოვნებს 🙂

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ დაგრძელებული წამწამების დამსახურება.

20141104_091228

რომ არ მოგატყუოთ გეტყვით, რომ ბოლო

2 წელია ამ პროცედურის ჩატარებაზე ვოცნებობ, გაგიკვირდებათ და მართლა ვოცნებობ.

ხან დრო არ მქონდა ხოლმე, ხან ვერ ვხვდებოდი სად ჯობდა გაკეთება და

მრჩეველიც დიდად არ მყავდა არავინ.

ბოლოს ნატალიში მოსულმა გადავწყვიტე ვცე პატივი საკუთარ თავს, ავიხდინო ოცნება და აქვე გავიკეთო ეს ჯადოსნური პროცედურა.

image

წამწამების დაგრძელება ნატალიში 95 ლარი ღირს და შედეგი გრძელდება 1 მაქსიმუმ 2 თვის მანძილზე, ისიც თუ კარგად მოუვლით.

სიმართლე გითხრათ იმხელა მოთხოვნა ყოფილა წამწამების დაგრძელებაზე, რომ 6 დღის მერე ძლივს ჩავეწერე ინესასთან – რომელსაც მართლაც რომ ჯადოსნური ხელები აღმოაჩნდა და სულ რაღაც 2 საათიანი კომფორტულად წოლის შედეგად მე მივიღე ეს შედეგი.

20141104_09111920141104_091224

მას მერე არც ტუში წამისვამს და შეასაბმისად არც თვალებიდან მაკიაჟის წაშლა მჭირდება ყოველ ღამე.

მოკლედ იმხელა კომფორტია და იმდენად მართლა კარგად გამოიყურები ადამიანი

ახალგაღვიძებულზეც, რომ ვთვლი რომ ყველა ადამიანმა უნდა გამოსცადოს.

წამწამების დამაგრება ხდება ერთეულებად თქვენივე საკუთარ წამწამებზე და თუ სათუთად მოუვლით 1 თვის მანძილზე საერთოდ არ დასჭირდება კორექცია.

მე მოგიყვებით მე როგორ ვუვლი:

  • რა თქმა უნდა არ ვიფშვნეტ თვალებს
  • მაკიაჟს ვიშორებ ძალიან ფრთხილად და მხოლოდ თვალების ირგვლივ
  • ვიბან ასევე ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით ქუთუთოებს
  • და სახის კრემსაც დიდი სიფრთხილით ვისვამ.

რეალურად მოვლას ცოტა მეტი დრო და სიფრთხილე სჭირდება,

მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, როგორც ამბობენ

და ამიტომ არ დაიშუროთ ეს დრო გირჩევდით.

image (1)

 

 

 

 

 

Comments

comments

2 thoughts on “წამწამების დაგრძელება

  1. tea says:

    როგორ მაინტერესებდა ეს ამბავი მეც და ჩემს გარშემო არავინ არიცოდა.გავიკეთებ ეხლა მეც.მადლობა თაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *